დღეს, ვიჯექი და ვფიქრობდი, რამდენი ხანია ისეთი ფილმი არ მინახავს, რომ გადავრეულიყავი და ყბა ჩამომვარდნოდა-მეთქი… და “რენდომ” ერთი ცალი ჩავრთე… რენდომ იმიტომ რომ სადღაც 300გბ უნახავი ფილმები მაქვს ლეპზე… ნამდვილად არ ველოდი ამ ეფექტს!!! მოკლედ, დაივიწყეთ ათასი სისულელე, რაც ჩემს ბლოგზე წაგიკითხავთ, დაივიწყეთ აბსოლუტურად ყველაფერი და თუ ამ პოსტის კითხვას დაიწყებთ, აუცილებლად ჩადით ბოლომდე და მხოლოდ მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ამ ფილმის ყურება!!! და ეგეც რომ არა, რომც არ ნახოთ, ვთვლი რომ ძალიან საინტერესო არის ის, რაც ამ პოსტში წერია…

ბუნება კალაჰარიში სამოთხეს გვაგონებს, თუმცა ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი უდაბნოა!!! მცირეხნიანი წვიმის სეზონების შემდეგ, აქ წყლის გუბეები და მდინარეებიც კი ჩნდება, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ წყალი უჩინარდება მიწის ფსკერში. უჩინარდებიან გუბეები, მდინარები წყვეტენ დინებას… მომდევნო 9 თვის განმავლობაში, აქ წყალს ვეღარ ნახავთ. სწორედ ამიტომ, ცხოველები მიდიან ამ უდაბნოდან, ისე რომ ბალახსაც კი შეუჭმელს ტოვებენ. მათ მსგავსად, ადამიანებიც ისე გაურბიან ამ უდაბნოს, როგორც შავ ჭირს, რადგან მათ ყველაზე მეტად ესაჭიროებათ წყალი ცხოვრებისათვის. ამიტომ უკაცრიელია ეს სილამაზე თუ არ ჩავთვლით ერთადერთ აქ მცხოვრებ ტომს. სიმპატიური, მომხიბვლელი, მიმზიდველი პატარა ბუშმენები. იქ, სადაც სხვები რამოდენიმე დღეში წყურვილისგან მოკვდებიან, ისინი ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ ამ უდაბნოში… და საერთოდაც, ისინი არც კი თვლიან კალაჰარს უდაბნოდ! მათ კარგად იციან თუ როგორ მოიპოვონ საკვები, რა არის ვარგისი და რა არა. რაღა თქმა უნდა, მათ ისიც იციან თუ როგორ მოიპოვონ წყალი. მაგალითად, დილით შეუძლიათ შეაგროვონ ფოთლები, რომლებიც წინა საღამოს ძალიან აკურატულად განათავსეს.

ისინი, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ხალხია მსოფლიოში. მათ არ აქვთ არანაირი დანაშაული და სასჯელი, არც ძალადობა, კანონები, პოლიცია, მოსამართლეები, უფროსები და ხელისუფალნი… ბუშმენები თვლიან, რომ ღმერთებმა მათ მხოლოდ ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ნივთები დაუტოვეს. მათთვის არ არსებობს არაფერი ცუდი და ბოროტი… თვით ყველაზე შხამიანი გველებიც კი არ მიაჩნიათ საშიშად, უბრალოდ იციან რომ სჯობს თავი მოარიდონ მათ, თუმცა გემრიელად მიირთმევენ და მათი კანისაგან ტომარებსაც აკეთებენ… ბუშმენები უკიდეგანო კალაჰარიში, არცთუ დიდ ოჯახებად ცხოვრობენ, თუმცა იშვიათად თუ ხვდებიან ერთმანეთს, ერთხელ რამდენიმე წელში. მათი უმეტესობა კი მკაცრ იზოლაციაში ცხოვრობს და საერთოდ, წარმოდგენაც კი არ აქვს სხვა ადამიანების არსებობის შესახებ…

არავითარი ინფორმაცია ცივილიზებულ სამყაროზე… მათთვის თვითმფრინავის ხმაური ცაში, როცა ის არ ჩანს, ღმერთების მუცლის ტკივილთან დაკავშირებული მოვლენაა, ხოლო მოწმენდილ ცაზე დატოვილი კვალი კი ღმერთთა კეთილგანწყობის ნიშანი… ბუშმენები, ყველაზე კეთილი ხალხია, ისინი საკუთარ შვილებსაც კი არ ეჩხუბებიან და არ სჯიან… ამიტომ, მათ შვილებს ძალიან ბედნიერი და მხიარული ბავშვობა აქვთ… ნადირობისასაც კი, ისინი მსხვერპლს ჯერ აძინებენ და შემდეგ ლოცვით ბოდიშს უხდიან უხსნიან რა, რომ მათ ოჯახს საკვები სჭირდება…

ყველაზე მთავარი კი რაც ბუშმენებს სხვა ტომებისგან და ადამიანებისან განასხვავებთ, არის ის, რომ მათ არ აქვთ საკუთრების ცნება… ისე ან რა საკუთრება უნდა გააჩნდეთ, შუაგულ ჯუნგლებში, სადაც მათგარდა მხოლოდ ბალახი, ხეები და ცხოველები არიან?! მათ ხომ ქვაც არ უნახავთ! ყველაზე ბასრი მათთვის ხისგან გაკეთებული იარაღები და ძვლებია… ისინი რბილ და ფაფუკ სამყაროში ცხოვრობენ მათთვის არ არსებობს არაფერი ქვასავით მყარი, არც ფოლადი და არც ბეტონი!!!

სამხრეთით, სულ რაღაც 600 მილი აშორებთ მათ უდიდესი ქალაქისგან… აქ თქვენ შეხვდებით ნამდვილ ცივილიზებულ ადამიანებს… ადამიანებს, რომელთაც უმანქანოდ 20 მეტრის გავლაც კი ეზარებათ… ისინი ვერ მიეჩვიენ არსებულ პირობებთან ადაპტირებას! პირიქით, ისინი არსებულ პირობებს ირგებენ თავის თავზე, აშენებენ გზებს და ქალაქებს, იგონებენ სატრანსპორტო საშუალებებს, გაჰყავთ ელექტრომავთულები, მაქსიმალურად იმარტივებენ ცხოვრებას… მათ არ იციან როდის უნდა შეჩერდნენ!!!

რაც მეტად იადვილებენ ისინი ცხოვრებას, მით მეტად ართულებენ ყველაფერს მათ გარშემო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

დღესდღეობით, მათ შთამომავლობა, მხოლოდ თვითგადარჩენისათვის, იძულებულია 10-15 წელი ისწავლოს… მას შემდეგ, რაც ცივილიზებულმა სამყარომ უარი თქვა შეგუებოდა ბუნების პირვანდელ სახეს, ყოველდღე, ყოველ საათში, მათ უწევთ ახალ პირობებთან შეგუება, რომელსაც თვითონვე უქმნიან თავიანთ თავს…
მაგალითად, თუ დგება ორშაბათი, საათი კი რვის ნახევარს უჩვენებს, საჭიროა თბილი საწოლიდან ადგომა და სხვა, გაცილებით განსხვავებულ პირობებთან შეგუება…

“საათის რვა” კი მიუთითებს იმაზე, რომ უნდა განასახიერო საოცრად დაკავებული ადამიანი! თერთმეტის თხუთმეტ წუთზე, შეგიძლიათ ცოტა ხანი მოდუნდეთ და გამოხვიდეთ როლიდან… მაგრამ არცთუ დიდი ხნით! გასაკვირი არაა, რომ ასეთ სამყაროში, ძალიან ბევრს გარეკილი აქვს!!!

კალაჰარიში სულ ორშაბათი ან ხუთშაბათია… ან თუ გნებავთ კვირა, როგორც გაგიხარდებათ… აქ არც საათი აქვთ და არც კალენდარი.

გენიალური დაპირისპირება, სრული თავისუფლების და დღევანდელი ბანალური ცხოვრების, სადაც ხელოვანი ხალხიც კი ეკონომისტობას და იურისტობას იჩემებს, რათა ისულდგმულოს ნაცვლად იმისა, რომ იცხოვროს!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

6 Comments so far »

  1.  

    saxeli said

    December 5 2011 @ 20:30

    wow, ra damafiqrebeli postiaa…

  2.  

    mecmikvarkhar said

    December 5 2011 @ 20:30

    დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი, მართლა კარგი ფილმია :)

  3.  

    vasasi said

    December 6 2011 @ 20:30

    ვნახო ეს? :))))

  4.  

    svani said

    December 6 2011 @ 20:30

    აუცილებლად!!!

  5.  

    Author said

    January 4 2012 @ 20:30

    ალბათ, ყველაზე უფრო სასაცილო კომედიაა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს.
    თუმცა ასეთი თვალით არასოდეს შემიხედავს. ძალიან კარგი რეცენზიაა! :)

  6.  

    გიორგი said

    April 11 2012 @ 20:30

    იმენა გულში ისარი გამარტყი :)) დიდიხანია ესეთ ცხოვრებაზე ვოცნებობ მაგრამ არ გამოვა. სამწუხაროდ დავიბადე განვითარებულ ოჯახში და მიწევს სკოლაში სიარული სადაც ნებაყოფლობბით კი არ მიდიხარ არამედ ძალით. მიუხედავად იმისა რო კომპი არააქვთ არც ტელევიზორი მე ეგეთი ცხოვრება მირჩევნია :) ჯამრთელობაც აქვთ და ნერვებიც აქვთ დალაგებული :)

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online