ხშირად გვიყვარს ქართველებს წარსულის გახსენება და ჩვენი წინაპრებით ბაქიბუქობა… ვართ ამაყნი იმით, რომ ამხელა ტრადიციის და ისტორიის ერი ვართ, ამდენი ჭირ-ვარამი გამოგვივლია და “ბლაბლაბლა”… თუმცა, არავის უნდა იმის დანახვა თუ საიდან სად მოვედით და საით მივდივართ “კიდო”…

მესმის, რომ ოცდამეერთე საუკუნეა, ვითარდება გარემო და “ვვითარდებით” ჩვენც… არც ის მიკვირს,  რომ ჩემს თაობაში უმეტესობას აღარ მოსწონს გარკვეული ქართული ტრადიციები, რომლებსაც ძველმოდურად მიიჩნევენ… “სექსოლოგიის” გაკვეთილებზეც ძალიან ბევრი ვწერე, მაგრამ ჩემამდე არ დადის თუ როდემდე უნდა გვქონდეს ქართველებს ქუჩაში ნაგვის ყრის ჩვევა?! (“ყველაფერი გამიგია, ბატონო ჩემო, წყალბურთიც გამიგია, კალათბურთიც, ფეხბურთიც, მაგრამ…”)

ამას წინათ, ჩემ ცხვირწინ ბავშვის მამამ, სიგარეტის კოლოფი მოისროლა შუა ქუჩაში… იმხელა ზიზღი გამიჩნდა იმ ადამიანის მიმართ, შეიძლება კაცი მოეკლა და ასე არ გავბრაზებულიყავი… ძალიან ცუდი შედარებაა, მაგრამ ერთი ერთში ასახავს ჩემს მაშინდელ ემოციას…

“ბიჩოკებს”, საღეჭ რეზინებს და სხვა მსგავს, უკვე “სისხლშიგამჯდარ”, პატარ-პატარა დანაგვიანებებს რომ თავი დავანებოთ, ზოგი ადამიანი იმდენად უტიფარია, ჩემზე რომ იყოს, მხოლოდ ჯარიმას არ ვაკმარებდი!!! მაშინ როდესაც, მერიამ გააუქმა სადარბაზოს ბუნკერები, ჩემმა რამდენიმე “ინტელიგენტმა” მეზობელმა ნაგვის გადაყრის ახალ, არააპრობირებულ მეთოდსაც კი მიაკვლია… ისინი პირდაპირ აივნიდან ისროდნენ ნაგავს!!! : |

იდეაში, მერიამ გადაწყვიტა ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თბილისის დანაგვიანებისთვის დაჯარიმებული ადამიანი მე ჯერ არ მინახავს… ეგ კი არა, ხანდახან ჯიბით თუ არ ატარე ნაგავი, შეიძლება ცარიელი ან საერთოდ ურნა ვერ ნახო… მაგრამ მარტო მოსახლეობაზე რა უნდა თქვა, როცა მტკვარი ისეთი დანაგვიანებულია, რომ ბარათაშვილი, ალბათ, თავს მოიკლავდა, დღეს რომ წასულიყო მტკვრის ნაპირას, სევდიანი ფიქრების გასაქარწყლებლად… (“წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად”)

მე არ მესმის რამ უნდა უშველოს ამ საკითხს, ტრენინგებმა, ჯარიმებმა, სწორად აღზრდამ თუ ზოგადად ერის ცნობიერების ამაღლებამ, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან აქტუალური რომ არის და არ შეიძლება მისი იგნორირება, ამას, მგონი, ყველა ვხვდებით!!! ევროპაში, სადაც მსგავსი შემთხვევები თითქმის ნულამდეა დაყვანილი, ამ პრობლემას უკვე კრეატიულად ებრძვიან…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    ქეთუსი said

    May 15 2011 @ 20:30

    ადამიანები,ზოგადად,ყველგან ერთნაირები არიან.ერთადერთი,რაც უზრუნველყოფს ქუჩის სისუფტავის დაცვას– დასუფთავების სამსახურის მოწესრიგებული მუშაობაა და აგრეთვე ჯარიმები!
    სანამ ეს არ მოწესრიგდება,კარგ შედეგს ვერ მივიღებთ,თუმცა ბევრ ქვეყანაშია ეს საათივითაა აწყობილი,მაგრამ მაინც საქმეს ვერ შველის.მაგალითად იაპონიაში გამოიგონეს სპეციალური უძლიერესი მტვერსასრუტი ქუჩებში დაგდებული,დაზეპილი კევის ასაწმენდად–იმდენად კატასტროფულად არის კევებისგან მომსპარი ვიტრინები,ასფალტი და კედლებიო!

  2.  

    svani said

    May 15 2011 @ 20:30

    მარტო ჯარიმებზეც ხომ არაა ქეთ?! მენტალობაზეცაა…
    ევროპა, ამერიკა და საერთოდ განვითარებული მსოფლიო, გაცილებით “სუფთაა” ჩვენთან შედარებით და ზუსტი მიზეზების ძიებით მე კი არა, მერია უნდა იყოს დაკავებული!!!
    მე უბრალოდ ის იდეა არ მომწონს, რომ ადამიანს მაინცდამაინც ჯარიმა უნდა დაუწესო, რომ უსაფრთხოების ღვედი გაიკეთოს ან ქუჩაში ნაგავი არ დაყაროს… : | : | : |

  3.  

    inzest said

    May 17 2011 @ 20:30

    kargi postia

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online