ჩვენ რატომღაც ყოველთვის გავიძახით იმას რომ ყველაზე ლამაზი, ყველაზე კულტურული, ყველაზე ნიჭიერი და რომ საერთოდაც ‘ყველაზე ყველაზე’ ერი ვართ… ალბათ, არც ერთ ქვეყანაში, ერთად აღებულშიც კი, არ არის იმდენი “ყველაზე ყველაზე პროფილები და გვერდები”, რამდენიც ჩვენთან. ყველაზე ლამაზები, ყველაზე სათუთები, ყველაზე დერსკები, ყველაზე უბიწოები, ყველაზე რჩეულებეეე… (rcheulni@yahoo.com)

რატომღაც არასდროს შემხვედრია გვერდი, სახელად, “არავისზე ნაკლებები” – არავისზე ნაკლებად წარმატებულები, არავისზე ნაკლებად ლამაზები… 😀

ყოველთვის ყუელაზე, უაბშეეე, ავოიეეე…

გასაგებია, რომ მშობლისთვის, მისი შვილი არის ყველაზეც და ყველაფერიც, ეს ლოგიკურია. მაგრამ ჩვენ არ გაგვიჩენია საქართველო და არ მოგვიყვანია ის დღემდე… ასე რომ, საკითხავია, გვაქვს თუ არა ჩვენ ასე აღმატებით კონტექსტში საუბრის მორალური უფლება?!

წარსულში იცოცხლე, კი ბატონო, ისეთი დიდი მოღვაწეები გვყავდა, რომ ამაყად შეგვიძლია ჩავთვალოთ თავი მსოფლიო კულტურის ნაწილად, მაგრამ…

სწორედ ეს მოღვაწეები გვეუბნებოდნენ, რომ დროა დაივიწყოთ წარსული და დაიწყოთ აწმყოსა და მომავლის შენება-ო.

იმისათვის, რათა დავიწყოთ მომავლის შენება, უნდა ვიცოდეთ სად ვართ ახლა და სად გვინდა რომ ვიყოთ… და სად ვართ ახლა?! ამის გაგება ძალიან მარტივად შეიძლება: გნებავთ ქუჩაში გახედვით და გნებავთ რუკაზე დახედვით… დღეს ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული მაინც განათლებაა. ერთმნიშვნელოვნად განათლების პრობლემაა ის, რომ არ გვესმის ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები. მაგალითად ის, რომ ორჯერ ორი ოთხია, სამკუთხედს რომ სამი გვერდი აქვს, ქუჩაში რომ ნაგავს არ ყრიან, ზებრაზე გზას რომ ფეხით მოსიარულეებს უთმობენ, მხრის გაკვრის გამო ერთმანეთს ბოდიშს რომ უხდიან (დედისტრაკის გინების ნაცვლად)…

ბურთი მრგვალია, მზე ყვითელია, რუსეთი კი ჩვენი მეგობარი არ არის!!! ან უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა, რუსეთი ჩვენი მტერია!!!

სწორედ გაუნათლებლობის ბრალია, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის და რისთვის და რატომ – არ იცის… ერის უდიდესი ნაწილი, ერთ დიდ ქვევრად გადაიქცა და უკვე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმისთვის რათა ხმა ამოიღონ, თითქოს უკვე ელოდებიან ხოლმე რას ჩასძახებენ… თითქოს მარტო ექოთი შეუძლიათ მეტყველება… თითქოს მარტო ეკლესიას ჰქონდეს ყველაფერზე სწორი პოზიცია… თითქოს ქრისტიანობა თავის თავში რაიმე სახის აგრესიას მოიაზრებდეს… თითქოს ადამიანი თვითონ არ უნდა ფიქრობდეს და აზროვნებდეს…

ყველაზე დიდი პრობლემა კი იმაშია, რომ განათლების რეფორმები არ იძლევა მომენტალურ შედეგს… მის განსახორციელებლად, ძალიან დიდი რესურსი და მოთმინებაა საჭირო, რაზეც იშვიათად ფიქრობენ ჩვენი ხელისუფალნი… მათ დროში მარტივად აღქმადი და განსაზღვრადი შედეგი ურჩევნიათ, გრძელვადიან კაპიტალდაბანდებას… და აი ასე, ხელისუფლებები იცვლებიან, მაგრამ არ იცვლება ის ფაქტი, რომ ნელ-ნელა მივექანებით უფსკრულისკენ, ერთმანეთის უპატივცემულობისკენ, გაუნათლებლობისკენ, უკულტურობისკენ და რაც ყველაზე საშინელებაა- რუსეთისაკენ… :(

მეტი განათლება ხალხს!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online