დადის მითები იმის შესახებ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება უმარტივესია… თუმცა მეორეს მხრივ, პანტაპუნტით იჭერენ ბიზნესმენებს და დანარჩენებს კი ჯარიმებს და საურავებს არიცხავენ…
რიავიცი, რიავიცი, მაგრამ დღეს ამის განხილვას ნამდვილად არ ვაპირებ…
ეს პოსტი მიეძღვნება იმ არსებულ ბიზნეს(მენ)ებს, რომლებიც ჯერ არ დაუჭერიათ… ზოგადად კი “მომსახურების”, მართლაც რომ სფეროს საქართველოში…

ფაქტია, რომ ევროპელობა გვინდა… ყველანაირად ვცდილობთ, ვეტენებით ევროკავშირს, ნატოს (ამ უკანასკნელის “წევრიც” და “წევრზე უკეთესიც” კი ვიყავით “ლამის”, მაგრამ საბოლოოდ და უიმედოდ, ჩავიქნიეთ ხელი…) და საერთოდ ევროპას, მაგრამ ვართ კი ღირსნი რომ?! 21-ე საუკუნეში, ჯერ ვერ გვაქვს ბოლომდე გააზრებული, რომ ქუჩების დანაგვიანება ისევ ჩვენს ჯანმრთელობაზე და გარემოზე მოქმედებს… : | : | : |

“ევროპელობაში”, მე ვგულისხმობ ევროპის განვითარების სტადიაზე ასვლას და არა საკუთარი ფესვებიდან ევროპაზე “გადაპორტირებას”, რისი მაგალითებიც დღევანდელ საზოგადოებაში უხვია… იმავე წარმატებით, შემეძლო მეხმარა ამერიკა ევროპის ნაცვლად შესაბამის კონტექსტში, როცა განვითარების დონეზე, სიტყვის თავისუფლებაზე და დემოკრატიაზეა საუბარი, მაგრამ ის იმდენად შორსაა ჩვენგან, რომ სასაცილო იერი ექნებოდა ამ ყველაფერს…

მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო და თემას არ ავცდე, მე, პირადად, უკვე ძალიან მაღიზიანებს მომსახურების სფერო საქართველოში… უბრალო გამყიდველს რა უნდა მოსთხოვო, როცა “დატრენინგებული”(გეპეის მეექვსე კორპუსის კედელზე დაბადებული, კიდევ ერთი ახალი, საოცარი სიტყვა) კადრებიც კი არ ასრულებენ პირად მოვალეობებს… მაგალითად, ისეთ რთულს, როგორიცაა კლიენტისადმი თავაზიანი დამოკიდებულება და ღიმილით მომსახურება…

მეტწილად კი, კომპანიებს ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნიათ ამ საკითხთან მიმართებაში ტრენინგების ჩატარება… ვაგლახ, რომ ეს მიდგომა არცთუ სწორია… პირადად მე, ისე გამამწარა, ერთ-ერთმა პსპ-ის თანამშრომელმა, როცა ბაბუაჩემისთვის “იაფფასიანი” წამლების შეძენისას, კუთვნილი ფასდაკლება მოვითხოვე, რომ პირადი მოხმარებისთვის იმ აფთიაქში აღარ ვყიდულობ მედიკამენტებს, უფრო მეტიც, შეიძლება უკვე აფთიაქში შესულს გამახსენდეს ზემოთხსენებული სიტუაცია, მიუხედავად ამისა, არასდროს დამეზარება უკან გამობრუნება…

სასურსათო მაღაზიებში და სუპერმარკეტებში მომუშავე გამყიდვლების უმეტესობა ხომ საერთოდ ისეთი დაბღვერილი გიყურებს და ისე გელაპარაკება, რომ შეიძლება მთელი დღე ხასიათში გაგყვეს…
სულაც თავი რომ დავანებოთ იმას, რომ 20თეთრს 25-ს კალკულატორით უმატებენ, ზოგჯერ არაჟნის ნაცვლად მაწონს გაძლევენ, ზოგჯერ კი პირიქით…
ძალიან არ მიყვარს ხურდებით საფულის გამოტენვა, მაგრამ არიან ისეთი გამყიდვლებიც, რომლებიც ვერ ხვდებიან 3.20 რომ ღირს პროდუქტი რატომ აძლევ 5.20-ს…

ეს კიდევ არაფერი, გუშინ საბაჟო გადასახადი გადავიხადე საქართველოს ბანკში. მივაწოდე ოპერატორს ფორმა N4 და ვუთხარი თუ რა მინდოდა… არ დავწვრილმანდები, ყოველ ლაფსუსზე, გავიხსენებ მხოლოდ ყველაზე კურიოზულს… ფორმის მე-11-ე პუნქტში (საერთო საბაჟო გადასახდელი) ეწერა:
საბაჟო მოსაკრებელი 123 (<–რაღაც კოდი) 0
იმპორტის გადასახადი 124 (<–რაღაც კოდი) 0
დღგ საბაჟო 125 (<–რაღაც კოდი) 94.95

მეკითხება: რომლის გადახდა გსურთ ბატონო?!
დავიბენი, ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა, ამიტომ ვუპასუხე რომ ყველაფრის მთლიანად, სამივესი…
ოპერატორი: სამივეს ერთად ვერ გადაიხდით, გთხოვთ, დააზუსტოთ და შემდეგ მოგვმართოთ… O.o

დღევანდელ ბაზარზე არსებულ სიტუაციას, ყველაზე მეტად აკაკი წერეთლის სიტყვები შეესაბამება “გამზრდელიდან”:
“მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს,
თუ ბუნებამც არ უშველა?”

ამის ორ ნათელ მაგალითს ცხოვრებისეული გამოცდილებიდან წავაწყდი. პირველად, მაშინ როცა სოციოლოგიის ლექტორმა, პირველკურსელ ბიზნესსკოლელებს დაგვავალა, შეგვეფასებინა სიტუაცია ბაზარზე ამა თუ იმ კრიტეერიუმებით, რეალურად კი საფირმო მაღაზიებში ყიალის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი მომსახურება ჩებურეკების გამყიდველს ჰქონდა.

მეორე შემთხვევას კი ყოველდღე ვაწყდები, თითქმის… : )) რადგან ჩემს ახლომახლო მდებარე მაღაზიაში, რომელიც “წაუსუპერმარკეტებს” ანუ ‘თლა’ სუპერმარკეტიც ვერაა, მუშაობს გოგონა, რომელიც ისე ასრულებს თავის მოვალეობას, რომ ყოველთვის ხალისით ვყიდულობ მისგან… ნუ იფიქრებთ, რომ ორმეტრიანი, შხვართი გოგოა, მაგარ ტანზე და იმიტომ მიხარია მისი დანახვა ან რომ მას სხვა გამყიდველებზე ნაკლები პრობლემა აქვს პირად ცხოვრებაში… არამც და არამც, ის უბრალოდ თავს მოვალედ თვლის ასე მოიქცეს და დამიჯერეთ მისთვისაც სახალისოა ეს და კლიენტებისთვისაც სასიამოვნო…

მიმართვა სუქან-ღიპიან ბიძებს…

თუ ტრენინგებში ფულის ყრა გენანებათ, კეთილი ინებეთ და გაარკვიეთ, რომელი თქვენი თანამშრომელი ამყარებს სწორ კომუნიკაციას მყიდველთან და დაუნიშნეთ ბონუსი… ეს არცთუ ძვირი სიამოვნებაა და სხვა თანამშრომლებისთვისაც, სამაგალითო იქნება…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online