როგორც უმბერაზი ბლოგერები იტყოდნენ “ტრიბიუთ” თუ მანქი…

გამარჯობა, შენ ჩემი კურსელი ძმაკაცი ხარ… რაც მუშაობა დავიწყეთ, მე და შენ ერთად დიდ დროს ვეღარ ვატარებთ… ძირითიდად ინსტიტუტში ვხედავთ ერთმანეთს, მაგრამ მიზეზით თუ უმიზეზოდ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ხშირად ვიკრიბებით… ვქეფობთ, ვღადაობთ, ტკბილ მოგონებებს ვიხსენებთ… შენ იცი, რომ მე დილით გავდივარ სახლიდან, სამსახურიდან ინსტიტუტში მოვდივარ და სახლში მხოლოდ გვიან, 11სკენ ვბრუნდები… შენ იცი, რომ მე არასდროს ვმაზავ არც ქეიფს და არც ძმაკაცებთან ერთად ყოფნის “პრასვეტს”, მარამ რახან Facebook-ში ჩემი ფრიენდი ხარ, თვლი რომ მე მანიაკი ვარ…

გამარჯობა, შენ ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ხარ, შენც ჩემსავით გაგაჩნია Facebook, შენც ჩემსავით ყოველდღე შედიხარ საიტზე, დღეში რამოდენიმეჯერაც კი, შენც ყოველთვის ა-like-ებ და ა-share-ებ იმას რაც მოგწონს, ჩემზე ხშირადაც კი ცვლი profile picture-ებს, მაგრამ სტატუსებს არ ააფდეითებ ისე ხშირად, როგორც მე, ამიტომ შენც თვლი რომ მე მანიაკი ვარ…

გამარჯობა, შენ ჩემი ჯგუფელი ხარ, ასე თუ ისე მიცნობ, მაგრამ ძალიან კარგადაც არა… შენ თითქმის ყოველდღე მხედავ და იმასაც ხედავ, რომ ინსტიტუტში თითქმის ყველას ვიცნობ, ძალიან ბევრი მეგობარი და კიდევ უფრო ბევრი ნაცნობი მყავს… შენ ხვდები რომ, ალბათ, მათ ყველას აქვთ Facebook, შენ ხვდები რომ ალბათ ისინი ყველანი არიან ჩემს ლისთში, მაგრამ რახან უმეტესობა მათგანი არ არის mutual friend შენ ვერ აღიქვამ თუ რატომაა შენი wall გაძეძგილი ჩემი ნოტიფიკაციებით, ამიტომ შენც გგონია რომ მე მანიაკი ვარ…

გამარჯობა, შენ ჩემი კურსელი ან ინსტიტუტელი ხარ, ნორმალურად არც მიცნობ, შეიძლება მხოლოდ მისალმებით, მაგრამ რატომღაც Facebook-ზე friend-ები გვქვია, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი საერთო მეგობარი გვყავს… მე ლექციიდან გამოსული, შესვენებაზე აიპოდით თითქმის ყოველთვის ვამოწმებ მეილს, მაგრამ ყველა(ფერი) ზემოთხსენებულის გადამკიდე, გგონია რომ Facebook-ზე ვარ შემძვრალი და ვიღაცას კომენტარს ვუწერ, შენც თვლი რომ მე მანიაკი ვარ და არ აქვს იმას მნიშვნელობა, აფიქსირებ თუ არა, რომ CSB-იდან აპოდით Facebook-ზე შესვლა წარმოუდგენელია…

და ბოლოს, გამარჯობა, შენ საერთოდ უცნობი ადამიანი ხარ, შენ სრულიად შემთხვევით გადააწყდი ჩემს კინოალბომებს Facebook-ზე, ალბათ, მოგეწონა და რექუესთზეც დაგთანხმდი, შენ გადახედე მათ მთლიანად და მიხვდი, რომ 800მდე ფოტო მიდევს და ჯერაც ვაგრძელებ ფოტოების ატვირთვას, შენ ყველაზე მეტად გგონია რომ მე მანიაკი ვარ…

გამარჯობა, შენ ეს პოსტი წაიკითხე და ალბათ, უკვე შენც ფიქრობ რომ მე მანიაკი ვარ!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

11 Comments so far »

  1.  

    lasharela said

    March 31 2011 @ 20:30

    გამარჯობა მე შენი პოსტები გადავიკითხე და ვფიქრობ რომ შენნაირი მანიაკები აკლია საზოგადოებას. but კჩორტუ საზოგადოება

  2.  

    svani said

    March 31 2011 @ 20:30

    გაგიმარჯოს…
    გმადლობ : ))

  3.  

    მანქი said

    April 2 2011 @ 20:30

    აი კიდევ ერთი :დ

  4.  

    svani said

    April 2 2011 @ 20:30

    მეგონა, არ იყავი წინააღმდეგი… ვცდები?! : ))

  5.  

    მანქი said

    April 3 2011 @ 20:30

    არა რა წინააღმდეგი :დ პირიქით ვერთობი ამ მატარებელზე :დ

  6.  

    svani said

    April 3 2011 @ 20:30

    ძალიან მომეწონა შენი ნაწერიც და საბასიც… 😀 😀 😀

  7.  

    kate alukard said

    April 4 2011 @ 20:30

    ყველა შენი მანიაკობა ფბსთან რატომ არის კავშირში? :დ:დ:D

  8.  

    svani said

    April 4 2011 @ 20:30

    ჰაჰა, შენ ელოდი, რომ ვინმე მეყოლებოდა სადარბაზოში გაუპატიურებული და აღიარებითი ჩვენება მეწერა ბლოგზე?! 😀 😀 😀

  9.  

    vityodi 1s said

    April 6 2011 @ 20:30

    jobs.geვწერდი და შემთხვევით შემოვქანდი აქ sდავწერე ზედმეტად :) ხო ეს მინდოდა დამეწერაა ,უცებ კარგ რაგაცას წავაწყდი,ისე ბევრი უმუშევარი აგმოაჩენს ამ საიტს :DD:D:D:

  10.  

    svani said

    April 6 2011 @ 20:30

    უმუშევრები და სქადის მოყვარული ხალხი, ყველა აქ ვიყრით თავს, ყოველ საღამოს… : ))

  11.  

    გლეხის ბიჭი said

    July 6 2011 @ 20:30

    მეც გამანიაკებული ვარ და ისე საზიზღრად, რომ ამ ჯამბაზებზე ნაკლები არ ვიქნები მალე (თუ უკვე არ ვარ) 😀

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online