“სჯობს.ჯი” გილოცავთ შობა-ახალ წელს და საახალწლოდ გთავაზობთ “საშობაო” ფილმების ხუთეულს…

მაშ ასე, დავიწყოთ…

It’s a wonderful life!!!

ფრენკ კაპრას შედევრი!!! ყველაზე მაგარი “საშობაო” ფილმი… უამრავი ხალისი, საინტერესო სცენარი და არაჩვეულებრივი კინო… ამაზე კარგს ვერაფერს ინატრებს კინომოყვარული… ^_^

The Nightmare Before Christmas

ტიმ ბარტონის გენიალური ქმნილება!!! სასიამოვნო განცდების 116 წუთი, როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის… მოგიწოდებთ საახალწლოდ ეზიაროთ ბარტონის უზომო ფანტაზიას და მიიღოთ უდიდესი სიამოვნება…

Love Actually

რიჩარდ კურტისის ფილმი, რომელიც ისე “გაპაპსავდა” ეს ბოლო წლებია, რომ მის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია, თუმცა რამდენჯერაც და როდესაც არ უნდა აჩვენონ, მისი ყურება არ მბეზრდება…

Home Alone

90-იანების, ალბათ, ყველაზე საყვარელი ფილმი, რომელიც ყველა ჩემი თაობის ადამიანმა ზეპირად თუ არა ტექსტთან ახლოს მაინც იცის… ისიც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია!!!

Bad Santa

ტერი ზვიგოფის ფილმი, რომელიც აღსავსეა შავი იუმორით და რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი და რეჟისორიც ბილი ბობ ტორონტონი თამაშობს… ნამდვილად ძალიან სახალისო და კარგი ფილმია, მითუმეტეს თუ მსგავსი იუმორი მოგწონთ…

პ.ს. წარმატების მომტანი ყოფილიყოს 2012 წელი ჩვენთვის ყველასთვის და ბევრი კარგი თუ არა, რამოდენიმე ძალიან კარგი ფილმი მაინც გადაღებულიყოს… ^___^

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    ვასასი said

    December 31 2011 @ 20:30

    შენ რა გითხარი, გერჩია ეს ფილმები ცოტა ადრე, მოვიმარაგებდი.. :)
    კი არა, გილოცავ, მრავალს დაესწარი.. :*

  2.  

    svani said

    December 31 2011 @ 20:30

    ადრე დრო არ მქონდა ვასასიტო, მეც გილოცავ, ღმერთმა მრავალს დაგასწროს და სულ ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოს… <3

  3.  

    გრაფინია said

    January 2 2012 @ 20:30

    მჭირდებოდა ეს პოსტი ^^
    გილოცავ ^_^

  4.  

    jessie said

    January 3 2012 @ 20:30

    გილოცააავ ახალ წელს სვააან :))))))

  5.  

    svani said

    January 3 2012 @ 20:30

    მადლობა, მეც გილოცავთ!!! ^___^

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online