ცხოვრებაში არ დამიწერია წიგნის რეცენზია, ანოტაცია ან რამე მსგავსი და არც ახლა ვაპირებ, თუმცა ორიოდ სიტყვით მინდა სტიგ ლარსონის ბესტსელერს გადავწვდე…

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას წიგნის ჩუქებისათვის, რადგან ბევრი ჩემსავით თვლის, რომ სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამ წიგნს არც შეიძენდა… ის კი უმალ გიღვივებს მისდამი ინტერესს, რასაც ვერ ვიტყვით მის სათაურზე “გოგონა დრაკონის ტატუთი”…

ახლა კი ჯერ პატარა შესავალი ჩემ შესახებ… ვინც ჩემს ბლოგს კითხულობთ (თუ ვინმე არსებობთ ასეთი), ისიც გეცოდინებათ, რომ კინოს თავგადაკლული ფანი ვარ, ამიტომ როცა კი დრო, ინტერნეტი და უნახავი ფილმი მაქვს კომპიუტერში, შეიძლება ჩემი დიდი მინუსია, მაგრამ წიგნისკენ არ მიმდის გული…
თუმცა, საინტერესოდ დაემთხვა და რამოდენიმე დღის წინ დენი არ მქონდა, ლეპტოპი ისე დამიჯდა, რომ ფილმის დამთავრებაც ვერ მოვასწარი და დროის მოსაკლავად ზემოთხსენებული წიგნის კითხვა დავიწყე…

მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს გამოსული ფილმიც ნანახი მაქვს, მომწონს და ფინჩერის ეკრანიზაციასაც სულმოუთქმელად ველოდები, წიგნს ისეთი გატაცებით ვკითხულობდი თითქოს ყურიც არ მქონდა მოკრული ამ ისტორიის შესახებ… ვერც შევამჩნიე ისე გაიპარა ჯერ წამები, წამებს წუთები მიჰყვა და რამოდენიმე საათი ისე გავიდა, რომ არც გამიგია… ეგ კი არა, სანთელს ვაკვირდებოდი ალაგ-ალაგ, სადამდე მეყოფა-მეთქი…

მე ნამდვილად არ გამოვდგები სტიგ ლარსონის კრიტიკოსად და ზემოთთქმულით მხოლოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ წიგნი ძალიან ჩამთრევი, საინტერესო, ადვილად წასაკითხი და რაც ჩემთვის მთავარია, ყველაფერთან ერთად, მახვილი იუმორითაა გაჯერებული… მოკლედ, ყველას გირჩევთ, რომ ჯერ წაიკითხოთ, ხოლო ახლო მომავალში კი დატკბეთ დევიდ ფინჩერის მორიგი ფილმით, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთივე must see კატეგორიის იქნება, როგორიც მთელი მისი შემოქმედება!!!

 არც ისე ბრტყელი აქვს აქ… ^^

ბოლოს კი, რამდენიმე საინტერესო ციტატა წიგნიდან:

“ოჰ, კარგი ერთი, თვითონაც მოიფიქრებთ რამეს. მაინც სულ ასე იქცევით.” (ბლუმკვისტის კომენტარი ერთ-ერთ ჟურნალისტს)

“როცა საქმე ფულს ეხება, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიაა ქვეყნის სათავეში.”

“დრაგან არმანსკი სამოცდახუთი წლის წინ ხორვატიაში დაიბადა. მამამისი ბელორუსში მცხოვრები ებრაელი იყო, ხოლო დედა – საბერძნეთიდან დევნილი ბოსნიელი მუსლიმი.” (გლობალიზაციაზე ფარული აქცენტი)

“ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ აინტერსებდა ბრტყელმკერდიანი გოგონები, რომლებიც შორიდან ბიჭებში ეშლებათ ხოლმე.” (იუმორი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და პრობლემა, რომელიც ჩვენთანაც დგას დღის წესრიგში…)

“არმანსკის ხანდახან ისე აღიზიანებდა მისი არაემოციურობა, რომ ლამის მხრებში ხელები ჩაევლო და ძლიერად შეენჯღრია.” (ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია მსგავსი მომენტი, თუნდაც ჯანელიძის დანახვაზე…)

“ალბათ, მხატვარი უნდა იყო ან საკუთარ შემოქმედებასა თუ საკუთარ თავზე ფიქრით შთანთქმული, რომ შენი ცოლის სხვა კაცთან წოლას უსიტყვოდ შეეგუო.” (უკომენტაროდ…)

პ.ს. მცირე ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, წიგნის თარგმანი არაჩვეულებრივია, თუმცა როცა წიგნში “რაღაცეებს” წერთ “რაღაცებს”-ის ნაცვლად, პატარა პინგვინები თავს იკლავენ… : ((

Comments

comments

Powered by Facebook Comments

9 Comments so far »

  1.  

    ანა ღოღობერიძე said

    October 25 2011 @ 20:30

    რა ცუდია არასწორად რომ არის ნათარგმნი წიგნის სახელი:( სინამდვილეში “ქალთმოძულე კაცი” ჰქვია

  2.  

    jessie said

    October 25 2011 @ 20:30

    დააბოლოვე მაინც შენებურად ხო ? :)))))
    მომეწონა პოსტი :)

  3.  

    svani said

    October 25 2011 @ 20:30

    სხვისებურად უნდა მექნა?! 😛 :)

  4.  

    ქეთუსი said

    October 25 2011 @ 20:30

    მომოეწონა პოსტი,მშვენიოერი ანოტაციაა :)

  5.  

    svani said

    October 25 2011 @ 20:30

    არ არის ანოტაცია!!!
    *ანოტაცია – წიგნის, სტატიის და მისთ. შინაარსის მოკლედ გადმოცემა, ზოგჯერ შეფასების დართვით. (შინაარსზე საერთოდ არ მისაუბრია…)

  6.  

    ნინო said

    November 8 2011 @ 20:30

    ჰმ
    სახელზე მინდა ვთქვა 1–2 სიტყვა
    წიგნს ქალთმოძულე კაცები რომ რქმეოდა, მისი მთელი საიდუმლო თავიდანვე გახსნილი არ იქნებოდა? კითხვის დაწყებიდანვე მეცოდინებოდა საიდუმლო
    “გოგონა დრაკონის ტატუთი” კი საიდუმლოს ბოლომდე ინახავს და უფრო დამაინტრიგებელია

  7.  

    M.K. said

    November 10 2011 @ 20:30

    მომეწონა. განსაკუთრებით–დაბოლოება (მე გამომრჩა ეგ ალბათ : ))

  8.  

    saxeli said

    December 7 2011 @ 20:30

    აუ სად ვიყიდო ეს წიგნი? დგეს მთელი დღეა ვეძებ და ვერ ვნახე…

  9.  

    svani said

    December 7 2011 @ 20:30

    ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში, აღმაშენებელზე…

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online