ამ ფილმზე ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო ჩემს “news feed”-ში. ბევრი წერდა რომ დიდი სისულელეა, მაგრამ ბევრიც ძალიან აქებდა… პოლემიკა უფრო გამძაფრდა მას მერე, რაც ფილმი ოსკარის 10 ნომინაციაზე წარადგინეს. გადავწყვიტე, ორიოდე სიტყვით, ჩემი აზრიც გამეზიარებინა…

სიმართლე ვთქვა, ამ ფილმს დიდად არც ველოდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს კოენების “O Brother, Where Art Thou?”, კლუნის სამსახიობო ოსტატობაზე არასოდეს ვგიჟდებოდი… სანდრა ბალოკზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. “მის კონგენიალობიდან” მოყოლებული დასანახად ვერ ვიტან!!! 😀 წარმოიდგინეთ რა რეაქცია მექნებოდა, როცა კუარონმა (როცა ამდენი სამსახიობო ქალი/კაცი ვართ…) მაინცდამაინც ეს ორი მონახა მთავარი როლისთვის… მადლობა ღმერთს, ორივეს სკაფანდრი ეხურა მთელი ფილმის განმავლობაში… 😀

ამათზეა ნათქვამი – გადაებით ერთმანეთსო…

ასე იყო თუ ისე, კინოთეატრ “რუსთაველში” ვნახე ფილმი და “ავატარის” მსგავსად, სეანსის მერე შოკირებული ვიყავი… “ავატარი” ჩემი პირველი “სამი დე” სეანსი იყო, რომელსაც პრემიერაზე დავესწარი…  პრემიერა, ქართული ტრადიციების შესაბამისად, რაღა თქმა უნდა, დაგვიანებით დაიწყო და კინოდან ფაქტობრივად 4ის წუთებზე გამოვედი… (ღამის საათები იგულისხმება)
თავი კვლავაც პანდორაზე მეგონა… შეიძლება გარკვეულწილად თბილისის და პანდორას ყუთის მსგავსების გამოც, მაგრამ მე, მაინც უფრო ფილმის ნახვის თანმდევი ეფექტი მგონია…

ლირიკული გადახვევასავით გამომივიდა, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი მსგავსებაა “ავატარსა” და “გრავიტაციას” შორის, ისევე როგორც მათ გამკრიტიკებლებს და მიწასთან გამსწორებლებს შორის…
მათ უმრავლესობას არა თუ კინოში, არამედ კომპიუტერშიც კი არ ჰქონდა ნანახი ზემოთხსენებული ფილმები ნორმალურ ხარისხში…

მიუხედავად იმისა, რომ არცთუ დიდი დროა გასული იქიდან, რაც “გრავიტაცია” ვიხილე, საერთოდ არ მახსოვს მისი შინაარსი… მაგრამ ეს არაა გასაკვირი, რადგან ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა კოსმოსში, რომელიც იმდენად შთაბმეჭდავი და ენითაღუწერელი იყო, რომ სხვა ყველაფერს დიალოგიან-შინაარსიანად აზრი ეკარგებოდა…
კუბრიკის “კოსმიური ოდისეის” შემდეგ, ასეთი ლამაზი ფილმი მე არ მინახავს… რამდენადაც აღემატება სტენლის შედევრი “გრავიტაციას” აზრითა და შინაარსით, დაახლოებით იმდენად აღემატება გრავიტაცია ოდისეას ვიზუალურად… თუმცა ნუ დაგავიწყდებათ რომ მაშინ 1968 წელი იყო, გრავიტაციის გადაღებისას კი 2013 (ვისაც მათემატიკა გიჭირთ 45 😉 )

გიმგზავრიათ ოდესმე კოსმოსში?! მე კი!!! ბატონო გუბაზ, მაგრად ასწორებს… ^^

Comments

comments

Powered by Facebook Comments

2 Comments so far »

  1.  

    Kate said

    February 22 2014 @ 20:30

    “კლუნის სამსახიობო ოსტატობაზე არასოდეს ვგიჟდებოდი… სანდრა ბალოკზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. “მის კონგენიალობიდან” მოყოლებული დასანახად ვერ ვიტან!!!”
    ვაიმე ზუსტად.

    “რეალურად ძალიან დიდი მსგავსებაა “ავატარსა” და “გრავიტაციას” შორის”
    კი, მეც ასე მგონია. ნუ თუმცა არცერთი ფილმი არ მინახავს და დასკვნას მხოლოდ ტრეილერებით ვაკეთებ.

    ხოდა სურათები არ ჩანს, მაგრამ სემ ვორსინგტონის სურათი ჩანს და ისიც blur.

  2.  

    Kate said

    February 22 2014 @ 20:30

    ნუ თუმცა, ხვალ მომიწევს “გრავიტაციის” ნახვა. და ჩემს წილ პოსტს მივუძღვნი ამ ფილმს.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online