დღესდღეობით თითქმის ყველას აქვს სოციალური ქსელი და ძირითად შემთხვევაში მისი სახელი F-ზე იწყება და K-ზე მთავრდება… არა, არა, სხვაგან წახვედით… Facebook-ზე მაქვს საუბარი…

Facebook განუყოფელი ნაწილი გახდა დღევანდელი ცხოვრების… პარადოქსია, მაგრამ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად, Facebook დასაქმებულთა დათხოვნასაც ბეჯითად უწყობს ხელს… მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ზოგ ადამიანს მაინც არ აქვს Facebook, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს.

მაშ ასე, ვის და რატომ არ აქვთ Facebook?!

1) Chuck Norris – მიზეზი მარტივია, ჩაკს ვერავინ “უჯიკებს”!!!
2) ბიძინა ივანიშვილი – მარტო ოდნოკლასნიკს სწყალობს.
3) ედუარდ შევარდნაძე – აგრესიულია კედლების მიმართ.
4) იულიუს ცეზარი – მივიდა, ნახა, გააუქმა.
5) დავით აღმაშენებელი – მას შემდეგ რაც ამოწურა ლიმიტი 5000 კაცის მეგობრებში დამატებით, დანარჩენი 35 000 რომ არ გაენაწყენებინა, გააუქმა საერთოდ.
6) ტერმინატორი – “დროებით გაუქმებულია, He’ll be back!!!”
7) Kim Jong II – ჯერ მირკს უინსტალირებენ.
8) სომალელი ბავშვები – “თუ საჭმლის ფოტოგრაფირებას მოეშვებით, ინსტაგრამსაც გავაკეთებთო.”
9) დათა თუთაშხია – ვინც დაალაიქა, სწორედ იმან გაუკეთა ანფრენდი და გააუქმა.
10) პოლკოვნიკი – ონლაინზე იყო, მარა მაინც არავინ წერდა.

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online