დღეს, ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს “იცით, მე პოლიტიკაში არ ვერევი”, “სრულიად აპოლიტიკური ვარ”, “პოლიტიკა ბინძური საქმეა” და ასე შემდეგ, რამდენიც გენებოთ…

მაგრამ ძალიან საინტერესოა ერთი მომენტი, რეალურად, შენი ხელისუფლება და ქვეყნის პოლიტიკა განსაზღვრავს იმას თუ რას ისწავლი სკოლაში, უმაღლესში… (განათლების სასწაული რეფორმები) თუ მოახერხებ შენი განათლებით სამსახურის შოვნას ან რა პირობებს შემოგთავაზებს დამსაქმებელი… (ასევე გადასარევი შრომის კოდექსი, რომელიც რეალურად ბუნებაში არ არსებობს…) რა პირობებში იცხოვრებ, პენსია და ასე შემდეგ… (საპენსიო ფონდი არა ცელი…)

ანუ, რეალურად როცა ადამიანი ამბობს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არაა და სრულებით არ აინტერესებს, ეს მხოლოდ სამ რაიმეს შეიძლება ნიშნავდეს:
პირველი) ამ ადამიანს, განათლებიდან დაწყებული, სიბერით დამთავრებული, უზრუნველყოფილი აქვს მთელი ცხოვრება…
მეორე) გვპასუხობს ასე, რადგან მოდაშია… დღეს თუ პოლიტიკით არ ინტერესდები, ‘თლა’ ინტელექტუალზე ვერა, მაგრამ საინტერესო პიროვნებაზე მაინც “ქაჩავ” ბევრის თვალში.
მესამე) ის უბრალოდ არაადეკვატურია!!!

რახან ნახევარ საქართველოზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და “იმაზე მეტი” კიდევ საზღვარგარეთ ცდილობს, რამენაირად კაპიკს კაპიკი დაამატოს, პირველის ფართო მასაზე გავრცელება თავისთავად გამოირიცხა… დარჩა მხოლოდ ორი, არცთუ სახარბიელო ვარიანტი… ასე რომ, ვინც ჯერაც არ ჩამოყალიბებულხართ და არ გსურთ ზემოთხსენებულ პუნქტებში თავის ამოყოფა, დაინტერესდით იმით, რაც თქვენ გარშემო ხდება!!!

მოეშვით იმის იგნორირებას დღეს, რაც ზიანს მოგვაყენებს ხვალ, და ზეგ…

ზეგ უკვე გვიანი იქნება!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    Katiee said

    April 30 2011 @ 20:30

    “ანუ, რეალურად როცა ადამიანი ამბობს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არაა და სრულებით არ აინტერესებს, ეს მხოლოდ სამ რაიმეს შეიძლება ნიშნავდეს:
    პირველი) ამ ადამიანს, განათლებიდან დაწყებული, სიბერით დამთავრებული, უზრუნველყოფილი აქვს მთელი ცხოვრება…
    მეორე) გვპასუხობს ასე, რადგან მოდაშია… დღეს თუ პოლიტიკით არ ინტერესდები, ‘თლა’ ინტელექტუალზე ვერა, მაგრამ საინტერესო პიროვნებაზე მაინც “ქაჩავ” ბევრის თვალში.
    მესამე) ის უბრალოდ არაადეკვატურია!!!”

    ვაჰ, გენაცვალე რა 😀

  2.  

    svani said

    April 30 2011 @ 20:30

    რა თქმა უნდა, არ მეთანხმები ხო?! : ))

  3.  

    Inge-Borg said

    May 12 2011 @ 20:30

    “მეტისმეტად სიღრმისეულად გააზრებული” პოლიტიკური “ქმედებები” არ მოგისმენია, განსხვავებული ზომის, ფორმის, სქესის, ასაკის ეტც. ადამიანებისგან, რომელთა რეალურად გასაკეთებელი საქმე სულ სხვა სფეროს ეკუთვნის.– მე მეგონა პოლიტიკაზე ლაპარაკი უფრო იყო მოდაში. პირადად მე აბსოლუტურად არ მაინტერსებს პოლიტიკა და არა იმიტომ, რომ ბინძურია, მოდური გამხდარა, თუ სხვათათვის საინწერესო ტიპი გამოვჩნდე…ისე, პოლიტიკით დაინტერესებაში რა იგულისხება, ენის ფხანა და გულის მოოხებაა??? :)))

  4.  

    Loghain said

    September 6 2011 @ 20:30

    ხშირად ვიძახი რომ არ მაინტერესებს პოლიტიკა და ამ სამი მიზეზიდან არც-ერთი არ არის ჩემს შემთხვევაში სწორი. ძირითადად არ მიყვარს ისეთ თემებზე საუბარი ან ჩარევა, რომელიც ჩემი საქმე არაა და რომელზეც შესაბამისი ინფო არ გამაჩნია. ჩემი პოლიტიკით დაინტერესებას არც რეფორმებზე ექნება გავლენა, არც პენსიაზე და არც სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტზე. პოლიტიკას მიხედონ პოლიტიკოსებმა და შესაბამისმა პირებმა, არაა საჭირო ქვეყნის საქმეში ყველა უცოდინარი ცხვირს ყოფდეს იმჰო

  5.  

    svani said

    September 6 2011 @ 20:30

    ტრანსპორტი რომ 80 თეთრი გახდა, უბრალოდ გაატარე?!
    როგორ შეიძლება გეკიდოს ის, რაც გეხება და მერე როგორ…
    ეგრე პოლიტიკოსების ანაბარა რომაა ქვეყანა, იმიტომაც ვწყვეტთ ციდან ვარკსკვლავებს… იავიცი…

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online