999

თუ ქუვეითში, მიწის ნებისმიერ გოჯზე დაარტყამთ წერაქვს, დიდი შანსია, რომ იქიდან ნავთობმა ამოხეთქოს. აი, საქართველოში კი წერაქვის დარტყმაც არ დასჭირდა, ისე ამოხეთქა კრეატივმა… (აბა ნავთობი ჩვენ არ გვაქვს და…) მის ჭაბურღილებს პირველი რესპუბლიკა ბანკი დაეპატრონა, რომელსაც შემდგომში ჯიპიაი ჰოლდინგი და საბოლოოდ თიბისი ბანკი მიჰყვა.

ყველაზე უცნაური არის ის ფაქტი, რომ რატომღაც ამ სამი რეკლამის ერთ ჭრილში განხილვა ხდება. რეალურად რესპუბლიკა ბანკის “ბენჟამენ ფრანკლინზე”, ცალკე აღებულზე, აქამდე არავის ჰქონია პრობლემა. ჩემი აზრით, საკმაოდ ნორმალური რეკლამაა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კარგი ქართულ სარეკლამო ბაზართან მიმართებაში და გენიალური თიბისის და ჯიპაის რეკლამებთან შედარებით. რეალურად, ამ უკანასკნელი ორი რეკლამის უხეირობამ, შავი პიარი გაუკეთა რესპუბლიკა ბანკის მწვანე რეკლამას.

რატომ არის რესპუბლიკა ბანკის რეკლამა კარგი?! იმიტომ, რომ ზუსტად ეხმიანება მთავარ “ფულის დაბრუნების” მესიჯს; იმიტომ რომ რაღაც ახალი, ინოვაციური და კრეატიულია; მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ უფრო იმიტომ, რომ ცუდი არ არის..
თუ ვინმეს ჯერ არ გინახავთ, ა ბატონო…

რაც შეეხება დანარჩენ ორს…
მოდით, ჯერ ჯიპიაით დავიწყოთ და “თლა კანფეტი” ბოლოსთვის შემოვინახოთ…
I’m Rexy and I know it…

ერთადერთი, რაც ამ რეკლამაში ძალიან მომწონს არის სლოგანი “დაზღვევა, რომელიც გყავს…”, მაგრამ დანარჩენზე რა ვთქვა, არც კი ვიცი… ისე, თემატური კია, საქართველოში სადაზღვევო სისტემა ისეა განვითარებული, რომ უმალ ჩავძაღლდებით, ვიდრე რამეს აგვინაზღაურებენ…

მე პირადად ძალიან ნერვებს მიშლის, რომ ქართველებს საზღვარგარეთ “ქურდბაცაცების” და “მომპარავების” იმიჯი გვაქვს… არადა, რეალურად პირიქითაა!!! თუნდაც სარეკლამო სფერო ავიღოთ, უცხოელები ყოველთვის ჩვენგან იპარავენ ხოლმე ზეკრეატიულ იდეებს და სამწუხაროდ, რეკლამებიც ჩვენზე უკეთესი გამოსდით მერე…
მისტერ რექსის რეკლამაც, გაკეთებული არ იყო, “Old Spice”-მა უკვე აგვახია …

მუშკეწიორების ნახვამდე, ყოველთვის მეგონა, რომ რეკლამის იდეაზე გარკვეული ჯგუფი მუშაობს, რომელსაც კრეატიული დირექტორი ხელმძღვანელობს, შემდეგ აჩვენებს დამკვეთს, შედმეგ მოარგებს (მაგარი სიტყვაა) დამკვეთს, შემდეგ ხდება მისი გადაღება, საცდელი ჩვენება, განხილვა და რავი ათასი უბედურება…
მაგრამ თიბისის შემთხვევაში, წინა ნაბიჯები საერთოდ არ დასჭირვებიათ, პირდაპირ ათას უბედურებამდე მივიდნენ… “ე ვუალა!!!” შედეგიც სახეზეა…

ისე, ან ამას რას ვერჩი?! მე პირადად ძალიან მაცინა და ჩემი შთაგონების წყაროდაც იქცა:

  • -შედი კაცო კარადაშიო!!!
    – არ ვარ მუშკეტერიო…
  • ალექსანდრე დიუმას ქმნილება “სამი მუშკეტერი”, ჩემი აზრით, უკვდავი და კარადიულია!!!
  • მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის რეკლამას უყურა, ჯონ ტერიმ “მუშკე”-დ უნდა გადავიკეთო სახელიო!!!
  • კარადინალი რიშელიე განრისხებულია!!!
  • კ არადა, არაა ცუდი რეკლამა..
  • მთვრალი დარტანიანი წერს მუშკეტერებს, შკაიპში შემუდითო…
    იმათ კიდევ, შკაფში ვართ ისედაცო…
  • “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!!!”
    დიუმა“ერთი ყველასათვის…”
    თიბისი ბანკი
  • კაცი შედის კარადაში და სამი მუშკეტერი მინდაო…
    ბარემ დარტანიანიც აიღე, კაცი არა ხარო?!
  • -აჰ…. მმმმმმ…. მიდიიი…. მიდიიიიი!!! არ გაჩერდე!!! ააააჰჰ!!!!
    ეეეეე, სად წახვედი?! 
    -მოიცა, კომუნალურებს გადავიხდი და მოვალ.
  • თავის კარადაში რაც უნდათ ის აკეთონ !!! გარყვნილების აგიტაციას და პროპაგანდას ნუ ეწევიან!!! :@ :@ :@
    თუ მოწევაა კენტი მოწიონ…
  • კომუნალურებით გვჭამენ, არ გვაძლევენ პერიოდულ სესხებს, ფეხს არ უცვლიან იპოთეკის პროცენტს, პირადად მე ფული არ მყოფნის!!!
    -ხელფასს უგვიანებენ!!!
    -დაზღვევას არ აძლევენ!!!
    -სამი მუშკეტერი უზის კარადაში!!!
    -და ცოლი ჰყავს ბოზიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!
  • ბორდელებში და სტრიპტიზ-ბარებში ჩვენ აღარ გვიშვებენ და კარადაში მაინც დავრჩებით რა… გვაყურებიეთ, ხალხი არა ხართ?
  • აუდიო სიუჟეტი გერმანული პორნოგრაფიიდან. “დიხტენ შლაიზენ ხოსტენ ჰასტერ კომუნალურ ხრანგერ” (ოთარ პაპიძე)

Georgian ADs be like…

999

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online