მე არ ვარ იმდენად თანამედროვე, რომ მსიამოვნებდეს სექსუალური უმცირესობების “მომრავლება” საქართველოში… თუმცა, ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ სიბრალულში უფრო გამოიხატება, ვიდრე ზიზღში…

მე არ ვარ იმდენად ყურადღების მოყვარე, რომ საზოგადოების ცენტრში მოხვედრა მართლმადიდებლობაზე ღადავით ვცადო!!! თუმცა, მეც მაღიზიანებენ ფანატიკოსები…

მე არ ვარ იმდენად ბინძური, რომ ჩავება პოლიტიკურ ორომტრიალში, თუმცა თუ დღეს რამე არ მოგწონს და აფიქსირებ შენს აზრს, ოპოზიციონერის იარლიკი შუბლზე გაქვს მიკრული.

მე არ ვარ იმდენად თავზეხელაღებული, რომ ჩვენს უღიმღამო ხელისუფლებას და ოპოზიციას ავტომატის ჯერი გადავატარო რამოდენიმეჯერ, თუმცა კი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას…

მე არ ვარ იმდენად მოდას აყოლილი, რომ ის ჩავიცვა რაც მოდაშია და არა ის, რაც მიხდება… თუმცა, არც მდედრობითი სქესის ადამიანი ვარ, რომ ყოველ წუთს და წამს ამაზე ვფიქრობდე…

მე არ ვარ იმდენად სნობი, რომ უარი ვთქვა ბულგაკოვის და დოსტოევსკის წაკითხვაზე ან ტარკოვსკის და მიხალკოვის ფილმების ყურებაზე, დღევანდელი სიტუაციის გამო. თუმცა, მე ასეთ სნობურ მიდგომაზე მეტად ის უფრო მაშინებს, რომ არც ჩვენი ხელისუფლება ამბობს უარს რუსულ ინვესტიციებზე, ომის შემდეგაც კი…

მე არ ვარ იმდენად ნაკითხი, რომ გესაუბროთ ბოდლერზე… თუმცა საუბარი ჩემთვის საინტერესო თემაზე არასდროს გამიჭირდება.

მე არ ვარ იმდენად ენაკვიმატი, რომ ჩემი იუმორი ყველას ესმოდეს… თუმცა, არც თქვენ ხართ ‘თლა’ ცირკები… : ))

მე არ ვარ იმდენად პოპულარული “ბლოგერი”, რომ ამ პოსტს ჰქონდეს 1741 share, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე ადამიანი ჩემს ნაწერს წაიკითხავს….

და ბოლოს, მე არ ვარ იმდენად საყვარელი, როგორც თქვენ გეჩვენებათ, თუმცა შეიძლება ვარ კიდევაც… : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

8 Comments so far »

  1.  

    მე ვარ said

    April 4 2011 @ 20:30

    “და ბოლოს, მე არ ვარ იმდენად საყვარელი, როგორც თქვენ გეჩვენებათ, თუმცა შეიძლება ვარ კიდევაც”

    ხოლმე ხოლმე კი, ხოლმე ხოლმე არა.

    მაინც კარქი ხარ, პოსტიც.

  2.  

    svani said

    April 4 2011 @ 20:30

    აბა სულ კარქი, ჩემი მტერი იყოს…. 😀

  3.  

    ბაჩ said

    April 4 2011 @ 20:30

    “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ამ ფილმზე რატო არაფერს წერ ჩემი აზრით ბევრი რამაა დასაფიქრებელი და გასარჩევი ამ ფილმის ირგვლივ.თუ დრო გექნება შეგიძლია კიდევ ერთი შენი ნაშრომიც გვანახო ამ ფილმთან დაკავშირებით

  4.  

    svani said

    April 4 2011 @ 20:30

    ბაჩ, ჩემი უსაყვარლესი ფილმია, თუმცა ახლა შუალედურ გამოცდებში ვარ და მიხალკოვის 12-იც ვერ დავამთავრე ჯერ…
    დავწერ მაგაზეც, ალბათ…. : ))

  5.  

    patara_eka@yahoo.com said

    April 6 2011 @ 20:30

    მომწონს შენი ბლოგი ჩემთვის საინტერესო თემებს წერ :)

  6.  

    bug@t said

    April 6 2011 @ 20:30

    ავტორ “რევოლვერზე” დადე რა რამე პოსტი ძაან მაინტერესებს ამ ფილმს ვინც უყურა საერთოდ რა აზრი გამიტანა და საბოლოოდ რაა არის ფილმის დედა აზრი რა ფორუმზეც არ შევედი “რულუს ფორუმებს ვგულისხმობ” და ქართულებსაც ყველა იძახის რო მაგარი ფილმია “აუ შენ რა გოიმიხარ აზრი რო ვერ გაიგე” მე მივხვდი და მაგრად დამევასა და ასეთი კომენტარები იდება არადა დარწმუნებულივარ როგორი თვალებითაც დაიწყეს ფილმის ყურება ისეთივე გაუგებარი ტვალებითვე დაასრულეს: )) დეევს ფილოსოფიური გამონათქვამები და ვითომდა ამაზეა აწყობილი მთელი სიუჟეტი არადა დღემდე ვერ გაიგო ვერავინ 1) ვინ იყო ან ვინ არის სემ გოლდი 2) “უტილიზატორი” საერთოდ ვის მხარეზეა 3) ზოგს სემ გოლდი და ჯეკ გრინი ერტი და იგივე პიროვნება გონია მოკლედ თუ არ ხარ ნაყურები უყურე და დაწერე ამ ფილმის შესახებ… ბევრი განსხვავებული აზრი გაჩნდება

  7.  

    svani said

    April 6 2011 @ 20:30

    მაქვს ნანახი, მაგრამ რომ გავარჩიო ახლიდან უნდა ვუყურო, მეც მაგრად მევასება ეგ ფილმი და რომ მოვიცლი დავდებ…
    ახლა შუალედური გამოცდები მაქვს და 12 მაქვს დასამთავრებელი… : ((

  8.  

    სემ გოლდი said

    June 16 2015 @ 20:30

    http://forum.ge/?f=15&showtopic=34431687&st=0
    აქ ლინკზე გადადი და გაიგებ “რევოლვერი”-ს მთავარ აზრს და ფილოსოფიას.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online