Untitled 1

To beer or not to beer?! ყველა დროის ყველაზე უაზრო შეკითხვა. მასზე “პასუხი ერთია”, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს პასუხი დეფისეული “იმიტომ” ნამდვილად არ არის… რა თქმა უნდა BEER!!! რადგან ლუდი სიწმინდეა, ლუდი სათნოებაა, ლუდი უმოკლესი გზაა ღმერთისკენ!!!

ცოდვა გამხელილი სჯობს და ლუდი ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელსაც ვეტანები… (ისიც გემოს ამბავში) ზოგადად ვერ ვიტან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას, თუმცა რას არ გააკეთებს კაცი, გემრიელი ლუდის ხათრით… : )) ეს უკანასკნელი კი ეროვნულ პროდუქტებში სანთლით საძებარია…

თავიდან, მწარმოებლებზე ვიყავი ამის გამო განრისხებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკეთ გავიცანი ლუდის მომხმარებელთა ფართო სპექტრი – აზრი შევიცვალე. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ფრაზას “მეც მაგრად მიყვარს ლუდი!”, მოსდევს ეგზომ ბაბულიკური შეკითხვა “ყველაზე მეტი რამდენი დაგილევია, ბრატ?!”

აქ არავის აინტერესებს თუ რომელ ქვეყანაში წარმოებულ ლუდს ანიჭებ უპირატესობას, მწარე ლუდი უფრო მოგწონს თუ ტკბილი, გაფილტრულს უფრო ეტანები თუ გაუფილტრავს – არა!!! მთავარი შენი ალკოჰოლის რეზერვუარის ტევადობაა – “ლიტრობაში”… სწორედ ასეთი მენტალობისაა ქართული ლუდის მომხმარებელთა 97.8%. დარჩენილი 2.2%-ის “გაპრავებას” არ დავიწყებ, რას ვიზამთ, ხდება ხოლმე… : )) არ აქვს მნიშვნელობა, პატრიოტიზმის სიჭარბით მოგივა ეს თუ ფინანსების სიმცირით, ხანდახან, ადამიანი აძლევ შანსს ახალ ქართულ პროდუქციას… მაგრამ თვითონ ის არ გაძლევს შანსს შენ!!! რაც არ უნდა ძალიან მოგეწონოს, მესამეჯერ ყიდვისას, ავადსახსენებელი შალვა რამიშვილის “არტ” გახსენდება!

ს ტ ა ბ ი ლ უ რ ო ბ ა

girl-with-beer-wallpaper-1366x768

თუმცა, ნებისმიერ სფეროში ხდება გამონათებები და არც ეს ინდუსტრია არ არის გამონაკლისი!!! მოგეხსენებათ ყველას, რომ თბილისში უკვე 3 წელია ტარდება ლუდის ფესტივალი, რაც ჩანასახშივე მისასალმებელი ფაქტია! კიდევ უფრო სასიამოვნო კი ისაა, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მასშტაბური, დახვეწილი და უკეთესი ხდება ეს ღონისძიება… თუნდაც ის ფაქტი, რომ 2012-ში ფესტივალს “მთიელი” დაემატა, წელს კი “კაიზერთან” ერთად “კოზელიც” იქნება, ცხადყოფს, რომ ნელ-ნელა ვიხვეწებით და წინ მივდივართ!!! (სანამ გავიგებდი, რომ მხოლოდ გაფილტრული “კოზელ” იქნებოდა, კინაღამ თვალები გადმომცვივდა სიხარულისგან :// )

თუ როგორ ჩაივლის ფესტივალი, ამას ალბათ, თვითონაც ნახავთ მომდევნო “ვიკენდზე”…(13-14ივლისი) აქედანვე გარწმუნებთ, რომ თვალის შევლებად ნამდვილად ღირს!!! მაგრამ თუ მაინც ვერ მოახერხებთ საკუთარი თვალით ნახვას, აქვე გპირდებით, შემაჯამებელ ობიექტურ პოსტს…

იქამდე კი ერთი თხოვნა მექნება – გააკეთეთ აქცენტი ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ბაზარზე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, ჩვენი უგემრიელესი წყლით, გენიალური ლუდის გაკეთებაა შესაძლებელი. “პივავარებო” ჩვენ მზად ვართ ძვირი გადავიხადოთ ხარისხიან პროდუქტში!!!

321

პეტიციას ხელს ვაწერთ:

გიორგი ხერგიანი

პიტერ გრიფინი

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    გვანცა said

    August 21 2013 @ 20:30

    კიდევ უფრო სასიამოვნო კი ისაა, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მასშტაბური, დახვეწილი და უკეთესი ხდება ეს ღონისძიება… თუნდაც ის ფაქტი, რომ 2012-ში ფესტივალს “მთიელი” დაემატა, წელს კი “კაიზერთან” ერთად “კოზელიც” იქნება, ცხადყოფს, რომ ნელ-ნელა ვიხვეწებით და წინ მივდივართ!!!

    ჰმმმმმ

    ძალიან სუბიექტური შეფასებაა, დახვეწილობის რაღაც ვერაფერი შევატყე მაგ ღონისძიებას )))))თანაც, იმისთვის რომ შედარება გააკეთო და თქვა, რომ წლიდან წლამდე იხვეწება რაღაც მოვლენა, ამ მოვლენის მხოლოდ ერთხელ ნახვა საკმარისი არ არის ))))

    და კიდევ, ბრენდების რაოდენობის ზრდა ხარისხის ზრდას არ ნიშნავს ))))მით უმეტეს, როდესაც უხარისხო ლუდს არაადეკვატურად მაღალ ფასად გთავაზობენ მსგავს ფესტივალებზე – რომლებიც ერთადერთ მიზანს, გარკვეული კომპანიების შემოსავლის გაზრდას ემსახურება და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ))

    მოკლედ, პოსტი კარგია, მისი მეორე ნაწილი რეალობასთან ახლოს რომ იყოს და რეკლამას რომ არ გავდეს. :პ

    ისე, კარგი სელფშოტია 😉

  2.  

    svani said

    August 21 2013 @ 20:30

    თუ კარგად დააკვირდები გვანცა, სელფშოთი არაა… : ))
    ქარხანაში, კონვეიერთან, რატომღაც რომ სარკე იდგას… :დდდ

  3.  

    გვანცა said

    August 23 2013 @ 20:30

    დავაკვირდი და მართალი ყოფილხარ, მაგრამ ისე სელფშოტს კი გავს : ))))))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online