და აი, გუშინ ‘წინეებზე’ ეგრედ წოდებული ლუდის მწარმოებელმა კომპანია “ნატახტარმა” მისცა თბილისელებს იმის საშუალება, რომ ცოტა ხნით მაინც თავი ეგრძნოთ ნამდვილ ევროპელებად… მათ ჩაატარეს ლუდის გრანდიოზული ფესტივალი, რომელიც თურმე მეორედ ტარდებოდა უკვე…

მსგავს ღონისძიებებს დღევანდელი “პრადვინუტი” ახალგაზრდობა “ივენთებად” მოიხსენიებს და ამაში არცთუ მცირე წვლილი, პაწაწკინტელა სოციალურ ქსელ Facebook-საც მიუძღვის… ხსენებულ ივენთს რაც შეეხება, როგორც ყოველთვის ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, ისიც სასწაული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა… მაგრამ ეს მისი ერთადერთი პლიუსი როდი გახლდათ…

ფესტივალი იწყებოდა დღის გაგანია 5 საათზე, მზესა და აუტანელ სიცხეში, თუმცა ეს ვის ახსოვდა, როცა ამ ყველაფრის საუკეთესო ანტიდოტის ფესტივალი ტარდებოდა?! ლუდის მიმართ ჩამი დამოკიდებულება, ალბათ, ბევრს მოგეხსენებათ და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ ფესტივალის მიმართ განწყობილი, მაინც გადავწყვიტე, რომ 5 საათზე ვარდების მოედანზე დავრჭობილიყავი… მზის სხივები და აუტანელი სიცხე ადგილზე დამხვდა, მაგრამ ლუდი, აი ლუდი კი არსად ჩანდა და მთელი ნახევარი საათის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდი მის ყიდვას…

მომენტალურად წამოსვლა გადავწყვიტე, მაგრამ ძმაკაცმა დამიყოლია, რომ იქამდე დავრჩენილიყავით, სანამ არ გავსინჯავდით ერთ ”პორციას” მაინც… ისე იყო თუ ასე, სადღაც კიდევ 40-45 წუთის ლოდინის შემდეგ (ეს უკვე რიგის ბრალი იყო) მე ხელთ მეპყრა ის ჯადოსნური სითხე, რომელიც ყველა დასალევს მირჩევნია და ის-ის იყო უნდა მომეყლუპა, რომ ჩემ წინ ადამიანმა სიხარულისგან ხტუნაობა დაიწყო… რახან ამ ყველაფერს ლატარიის სახეც ჰქონდა მიცემული, ვიფიქრე, რომ რაღაც ღირებული პრიზი მოიგო და გახარებულს უნდა მომესვა ღვთისგან დალოცვილი სითხე, როცა აღმოვაჩინე რომ ერთი შამფური მწვადი მოუგია აღტყინებულ მოქალაქეს…

ახლა კი ფესტივალზე მოხარშულ ლუდს რაც შეეხება… მიმბაძველობა რომ გვიყვარს და გვჩვევია ეს უკვე აღარავის გვიკვირს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, როცა ასეთი მასშტაბის ფესტივალები ტარდება და ამხელა პასუხისმგებლობას ეჭიდებიან ევროპაში, ისინი სპეციალურად ფესტივალისთვის ხარშავენ ლუდს, ისეთი საუკეთესო ხარისხისას, როგორსაც სხვა დღეებში ვერ დალევ!!! მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც სვანებს დაგვცინიან უკუღმართობაზე, ”წაღმართად” მაინც არაფერი კეთდება… ამიტომ, იმის ნაცვლად რომ დაემზადებინათ კარგი ხარისხის ლუდი მაინც და თუნდაც ოდნავ მეტი ფასი დაედოთ, რომ თბილისის დამსახურებულ ბასიაკთა უმრავლესობას არ წაეღო იქაურობა, ”ნატახტარი” ადგა და ლარად გაყიდა გაზიანი წყალი…

მე კი პროტესტის ნიშნად, წავედი სახინკლეში და შევექეცი ჩამოსასხმელ ”კრომბახერს” და ”სტაროპრამენს”, რადგან ”ერდინგერი” აღარ ჰქონდათ დარჩენილი… ^^
”უკეთესი”-ს, ”უკეთესი”-ს მოლოდინით, ვწყვეტ მაუწყებლობას და გემშვიდობებით…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

2 Comments so far »

  1.  

    მე ვარ said

    June 27 2011 @ 20:30

    სახალისო პოსტი იყო, აღშფოთებული პათოსის მიუხედავად

  2.  

    აქსიომა said

    June 27 2011 @ 20:30

    ჰო, მართლა მასეა ზუსტად. ხარისხს ყველა უგულვებელყოფს. იშვიათად ვსვავ ლუდს, მაგრამ ყოველთვის უცხოურს და ხარისხიანს. :)

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online