პირველი, რაც მინდა გითხრათ, არის სალამი.. : )) არცთუ მცირე ხნის პაუზის შემდეგ, დაუდგა ჩემს ბლოგს ახალი პოსტის ხილვის ბედნიერება… მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებდი გაი რიჩის RockNrolla-ზე დაწერას, ლარს ვონ ტრიერმა ეს განზრახვა მომავლისთვის გადამადებინა…

მელანქოლიის ნახვას, კინოსახლში ვაპირებდი დღეს , თუმცა მეგონა 6-ზე იყო და ვერ ვასწრებდი, არადა 8-ზე ყოფილა… მე კი გულდამწყდარმა და იმედგაცრუებულმა, შუა ფილმზე შესვლას, სახლში ყურება ვარჩიე…(like a boss)
ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ არ ვიცი კინოში რა რეაქცია მექნებოდა ამ ფილმზე. სახლში კი გემრიელად ვუყურე… მელანქოლიის ნახვისას, რამდენიმე ეტაპი გავიარე ანუ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო ვიდრე უბრალოდ მომეწონა/არ მომეწონაა… სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე პოსტად დამეწერა ჩემი მოსაზრება… არ ვაპირებ არაფრის შელამაზებას და ყველაფერს აღვწერ ისე, როგორც რეალურად იყო…

ახლა კი, თამამად შემიძლია თვითონ ფილმს გადავწვდე…
ჩემი განწყობა ფილმის ყურებისას: “მელანქოლიის” პირველი ათი წუთი (სადღაც) ჩემთვის ყველაზე ჯოჯოხეთური იყო!!! შემდეგ დაიწყო ჯასტინის ისტორია, რომელიც საინტერესო იყო, ჩამითრია, მაგრამ ნელ-ნელა მოსაწყენი გახდა… მოედანზე სექსის სცენამ, ისე გამაღიზიანა, საერთოდ ნერვები დამაგლიჯა!!! ამ ყველაფრის გადამკიდე, 100 კაციდან, ალბათ, 90-ზე მეტი გამორთავდა ფილმს, თუმცა მე იმ მაზოხისტთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც თუ კინოს არჩევაში შევცდი, თავს მაინც ვაიძულებ ბოლომდე ყურებას!!! მეტწილად, ეს ტენდენცია ამართლებს და ნელ-ნელა მივხვდი, რისთვის ჰქონდა ფილმს ასეთი მტანჯველი დასაწყისი… საათისა და ათი წუთის გასვლის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი, ფილმი როგორც დამთავრდებოდა და უკვე აღტაცებით ვაგრძელებდი მის ყურებას… ცოტა ხნის შემდეგ იყო მომენტი, როცა დავეჭვდი, იქნება ვცდები-მეთქი, მაგრამ ჩემი მოლოდინი გამართლდა!!!


BTW WTF is THIS?!

ეს ნაწილი შეიცავს სპოილერებს, ამიტომ ვინც ფილმის ნახვას აპირებთ, ნუ წაიკითხავთ…

საერთო ჯამში, ფილმმა ჩემში აღტაცება გამოიწვია… ასე ვიტყოდი, თუ გაუძლებ, ძალიან მაგარი ფილმია… ჩემი აზრით, იმ პერსონაჟთა უმეტესობა, რომლებიც ტრიერმა გvაჩვენა, მართლაც რომ ზიზღს აღძრავს მაყურებელში… ასევე, ვთვლი, რომ ჯასტინის უცნაური საქციელი იმით იყო გამოწვეული, რომ მან ყველაფერი წინასწარ იცოდა და ის არ იყო კლერის ტიპაჟი, რომ მიუხედავად გარდაუვალი დასასრულის ცოდნისა, მაინც გაქცევით თავის შველა გადაეწყვიტა…
მადლობა ლარს, რომ ეგენი გაწყვიტე!!! დიდი მადლობა!!! იქნებ ყველა არც იმსახურებდა სიკვდილს?! თუნდაც კლერის ბავშვი?!
მაგრამ რას ვიზამთ, “ჟიზნ ნა ზემლე – ეტა ზლო”, ტაკ შტო, პრეტენზიები ნუ გექნებათ… : ))

არასდროს გაწყვიტოთ ფილმი შუაში!!! ნუ ჩართავთ საერთოდ, თუ თვლით რომ სათქვენო არაა და თუ მიქარეთ და ჩართეთ, კეთილი ინებეთ და ბოლომდე უყურეთ!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

6 Comments so far »

  1.  

    Jessie said

    November 13 2011 @ 20:30

    მე რას მირჩევ, ვნახოო?

  2.  

    svani said

    November 13 2011 @ 20:30

    ტრიერი რომ გიყვარდეს არ მკითხავდი და თუ არ გიყვარს, უდიდესი შანსია არ მოგეწონოს და რა ვიცი… შენ იმდენი გენიალური ფილმი არ გაქვს ნანახი, რომ ნახე-მეთქი არ გეტყვი… 😛 😛 😛

  3.  

    Sgt. Pepper said

    November 13 2011 @ 20:30

    კინოში რომ გენახა გუშინ, განცდები გაცილებით მძაფრი გექნებოდა. ხმის ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვიბრაციას ვგრძნობდი ბოლო სცენაში. ასე მეგონა მეც მოვკვდი ყველა პერსონაჟთან ერთად. რათქმაუნდა ეს არ არის ტრიერის შემოქმედების პიკი და არც მის საუკეთესო ნამუშევრად ჩავთვლიდი, თუმცა Must see ფილმების კატეგორიაში აუცილებლად შევიყვანდი.

  4.  

    gio_samsiani said

    November 19 2011 @ 20:30

    ტრიერის ყველაზე ცუდი ფილმია ჩ ემი აზრით დოგვილს და სიბნელეში მოცეკვავეს გადამგებ ამ ძალიან კარგი იდეისთვის ცოტა მეტი ,,მარილი” უნდა მოეყარა

  5.  

    svani said

    November 19 2011 @ 20:30

    გიორგა, მოცეკვავეზე გიცანი დიოგენეში, მაგრამ გვიან გამოხვედი აშკარად, დიდხანს ვერ დავიცადე, ყინავდა გარეთ, თან მეგობართან ერთად ვიყავი… : ))

  6.  

    დია said

    November 25 2011 @ 20:30

    მე ძალიან მომეწონა. თავიდან გაძლებაზე ვიყავი, მაგრამ კლერის ნაწილმა ყველაფერი გამოასწორა.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online