თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ პოსტერი შემეშალა… მაგრამ რეალურად სულ სხვა რამეშია საქმე…

ეს გრძელი და საინტერესო ისტორიაა, თუმცა მისი საწყისები, რაც არ უნდა ბანალური იყოს შერონ სტოუნის აპარტამენტებში იმედის ჟურნალისტის არცთუ “მოდერილებური” შეჭრიდან იღებს სათავეს…

ჰოი, საოცრებავ, სტოუნი აპირებს ჩამოსვლასო გვამცნო მან და ვითომც არაფერი, ისე მოიხსენია პრეზიდენტის, მართლაც რომ სასახლე, ღირსშესანიშნაობებში, რომელთა დათვალიერებასაც, მისი აზრით, აუცილებლად გადაწყვეტდა, აწ უკვე 53 წლის შერონი… (პრინციპში ნათელაშვილიც იმავეს იტყოდა, ოდნავ კონტექსტი იქნებოდა სხვანაირი…)


ძუძუების იმედი გქონდათ?!


“ვერ მოგართვით”

არ ვიცი, რატომ იყო ქართველი “ერისათვის” ასეთი გრანდიოზული მოვლენა სტოუნის ჩამობრძანება, როცა გაცილებით პოპულარული და მეტად ღვაწლმოსილი ადამიანები ჩამოსულან… თუმცა, როგორც ქართველ სნობებს გვჩვევია, რომლებმაც თავის დროზე რეი ჩარლზი დავატკბეთ ფუნიკულიორის ხედებით, შერონსაც შესაბამისი პატივი მივაგეთ…

ენდი გარსიას მოუკვდეს ჩემი პრეზიდენტის თავი, ამხელა კაცის როლს თამაშობდა და მისი არსებობაც კი არავის გახსენებია… მოდი და ნუ დაგეთუთქება გული…
სხვების არ ვიცი, მაგრამ მიშასი გამკვირვებია, ბუზი ვერ შეფრინდება და გამოფრინდება ტელევიზიებში, მაგასთან შეთანხმების გარეშე და ამხელა აჟიოტაჟგამოწვეულ ფილმში, რომ “გაგანია ბაჟეში” აწობს ენდი ჰალსტუხს და გემრიელად შეექცევა ერთ-ერთ კადრში, მის მაგივრად მე შემრცხვა!!! :@ :@ :@


ენდი, შენ საქართველოს პრეზიდენტობა დაგმშვენდებოდა…(ც) ბექა

როგორც იქნა, მოვრჩი შესავალს და ორიოდე სიტყვით უნდა შევეხო ფილმს, რომელმაც “უშენოდ, მგონი, მოვკვდები”-ზე უარესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში და რომელიც, მართლაც რომ ლატუნის ჟოლოს იმსახურებს!!!

მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე ვუყურებდი ფილმს (სადამდეც გავუძელი დაჟინებით, მერე ალაგ-ალაგ), თამამად შემიძლია გითხრათ რომ ფილმი რაზეა არ ვიცი… ნუ რაზეა ყველამ ვიცით, მაგრამ რეჟისორი რას მოითხოვს, რა უნდა, რას იღწვის, ვერ გავარკვიე… : | : | : |

მარაზმ შინაარსს, მარაზმ სცენარს, მარაზმ რეჟისურას და მთლიანად იმ მარაზმს, რომ დავანებოთ თავი, რომელშიც რამოდენიმე დღის წინ მსოფლიო პრემიერამ აღმოგვაჩინა, არის კიდევ ერთი შავი ლაქა, რომელიც ამ ფილმს გასდევს… ვინც ნახეთ, ალბათ, მიხვდით რომ გახმოვანებას ვგულისხმობ… : | : | : |

სანამ პოსტის სათაურამდეც მივიდოდე, ერთს ვიტყვი… ომი ისეთი თემატიკაა, რომ ძალიან მარტივად იწვევს ადამიანში ემოციას და სხვებთან შედარებით, ომზე ფილმები მეტწილად კარგი გამოდის ხოლმე და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, მაგრამ “აგვისტოს 5 დღე” არის ფილმი, რომელმაც “კივილი-4″-ზე ოდნავ ნაკლები ხალისი გამოიწვია ჩემში და ბოლოსაც კი, როცა რეჟისორს იდეაში განზრახული ჰქონდა ემოციების კულმინაცია, WTF- სახით დავასრულე ფილმის ყურება!!!
როცა ამას პიარისთვის აკეთებ, სჯობს მეტი გადაიხადო და ვინმე “რენდომ” რეჟისორს “რენდომ” კვერცხობა არ გადააღებინო იმ იმედით, რომ ერთი-ორი დედაკაცი მოიხიბლება რუპერტ ფრიენდის “სვერხისწესტვენობით”!!!

მთელი ამ აჟიოტაჟის, სნობიზმის, მარაზმის და სხვადასხვა “ზმობების” ზეიმის ერთადერთი ნათელი წერტილი, ჩემ გვერდით მჯდომი ანგელოზი იყო, რომელმაც ისე კარგად შეითავსა ფილმის დუბლირება, რომ სიცილ-ხარხარში გავატარე, ის დასაწვავი IMDB-ზეც რომ არ წერია, იმდენი წუთი…
მოკლედ, მართალია საშინელებაა წინასწარ რაღაცებზე სტერეოტიპების შექმნა, მაგრამ უფრო საშინელება ისაა, რომ ეს სტერეოტიპები 95% მართლდება…

პ.ს. ამას ჩემი “გასეირნება ყარაბაღში” თავის რენი ჰარლინიანად გააფრენს ამერიკაში!!!

პ.პ.ს. ვინც ნახეთ ეს ფილმი და მოგეწონათ, მომიტევეთ პირდაპირობა, მაგრამ კინოს გაგნებაში არ ხართ… ^^

ახლა კი, პოსტის ბოლოს, ცრუ სტერეოტიპების და რეალური ფაქტების დადების დრო დადგა…


ნაჩუქარი “ლაიქები” ტრეილერის ნახვის შემდეგ…


ნაჩუქარი “ლაიქები” IMDB-ზე…


რეალობა!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

23 Comments so far »

  1.  

    ქეთუსი said

    June 9 2011 @ 20:30

    შენ გაიხარე ამ პოსტისთვის.
    ესეიგი ჯერ იმაზე გავგიჟდი,როგორ დახარბდა ჩვენი მთავრობა სერონის ჩამოსვლას,გეგონება საქართველო ‘გაბრწყინდა’-ო ერთი ამ ვიზიტით,მერე გავარკვიე რომ შერონი ფილმთან სულ არაფერი კავშირშია,და თურმე ფილმიც შტერობა ყოფილა! ესეიგი შერონი ფილმის ნ სიუჟეტის წარუმატებლობის გადასაფარად ჩამოიყვანეს? აქაოდა შერონი მაინც ხომ განახეთო?და ვის რა ჯანდაბად უმნდოდა მისი ნახვა მეტყვის ვინმე? ხო–5 მილიონის ფასად თან?

  2.  

    ნათია said

    June 9 2011 @ 20:30

    არ მინახავს ჯერ ფილმი, მარტო ტრეილერი ვნახე. მე პირადად ამ წუტას, მხოლოდ ობიექტურ რეალობას ვუჭერ მხარს და არცერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას არ ვეკუთნი,(ანუ არ იფიქრო რომ მიშას ტაშს ვუკრავ) მაგრამ იცი რა არიი, აი ზუსტად ვიცი, რენი ჰალენს შედევრიც კი, რომ გადაეღო, შენ თუ არა სხვა მაინც შენნაირად დაწერდა. როგორც წესი, ჩვენი მოსაწონი არასოდეს არაფერი არ კეთდება. ფილმზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ძალიან მაინტერესებს :)

  3.  

    svani said

    June 9 2011 @ 20:30

    ნათია, სადაც “გასეირნება ყარაბაღში” მომწონს მის ფონზე, მაგას რაღატომ წერ?! : ))
    ვინმე ბაზარი არაა, მაგრამ 171+9=180 vs 52 😉

  4.  

    მე ვარ said

    June 9 2011 @ 20:30

    ვაი ცუდად ვარ, 😀 ბოლომდე არ მივსულვარ ჯერ, მაგრამ ამან მომკლა და გამანადგურა 😀 😀

    “როგორც იქნა, მოვრჩი შესავალს და ორიოდე სიტყვით უნდა შევეხო ფილმს, რომელმაც “უშენოდ, მგონი, მოვკვდები”-ზე უარესი აღშფოთება გამოიწვია ჩემში და რომელიც, მართლაც რომ ლატუნის ჟოლოს იმსახურებს!!!”

    ცხოვრების ბოლომდე ყოველდღე უნდა მოგიხადო ბოდიში :დ :დ

  5.  

    svani said

    June 9 2011 @ 20:30

    ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ….. 😀 😀 😀
    ხომ ხედავ, მაგაზე ვარესებიც ხდება, ასე რომ დამშვიდდი…
    მე შენ მაინც ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ, მერე რა რომ მაგხელა ცოდვა მიგიძღვის… 😀 😀 😀

  6.  

    მე ვარ said

    June 9 2011 @ 20:30

    😀

    მე უფრო <3 :*

  7.  

    თამთა said

    June 9 2011 @ 20:30

    რენე ჰარლინისგან რას ელოდით მეტს? :) რაც შეეხება მთავრობას, დაანებეთ თავი პრობლემა საზოგადოებაშია საზოგადოებაში! მოკლე და სხარტი კომენტარი:)

  8.  

    svani said

    June 9 2011 @ 20:30

    მეტი დაკვირვება გმართებს თამთა, გეთაყვა, პოსტზეც და მთავრობაზეც…

    ” როცა ამას პიარისთვის აკეთებ, სჯობს მეტი გადაიხადო და ვინმე “რენდომ” რეჟისორს “რენდომ” კვერცხობა არ გადააღებინო იმ იმედით, რომ ერთი-ორი დედაკაცი მოიხიბლება რუპერტ ფრიენდის “სვერხისწესტვენობით”!!! “

  9.  

    cucqira7 said

    June 9 2011 @ 20:30

    არადა იმედი მქონდა რო კაი ფილმს გადაიღებდნენ :)

  10.  

    ჭიამაია said

    June 10 2011 @ 20:30

    ნახვა მინდოდა და “გადამინდა”….

  11.  

    მეცმიყვარხარ said

    June 12 2011 @ 20:30

    არც კი გამჩენია სურვილი ამ ფილმის ნახვის და ფულის უაზროდ გადაყრის.
    აგერ დღეს ავდგები და “სიცოცხლის ხეს” ვნახავ, ზუსტად ვიცი რომ მოლოდინი არ გამიცრუვდება :)

    პოსტი მაგარი იყო!

  12.  

    Lord Vader said

    June 13 2011 @ 20:30

    ფილმის სნობურ გინების ფერხულში არ ჩავერთვები და არც ურა-პატრიოტულ დაცვაში.

    უბრალოდ პრაქტიკული რჩევა – 14 ლარი ნამდვილად არ ღირს, ასე რომ ვისაც ნახვა გინდათ დილის სიანსზე წადით :)
    ესაა და ეს.

  13.  

    svani said

    June 13 2011 @ 20:30

    ან იმთავითვე ჩაახშეთ ეს სურვილი თქვენში… ^^

  14.  

    Katiée said

    June 14 2011 @ 20:30

    იმდენად დარწმუნებული ვარ, რომ სიუჟეტში არაპროფესიონალი ქართველების ხელი ერია, რენი ჰარლინზე ვერც კი ვბრაზდები.

    ფილმის ნახვის სურვილი არ მკლავდა, მაგრამ იმდენი ნეგატივი წავიკითხე, მგონი ღირს ვნახო.

  15.  

    მა ვორდა said

    June 15 2011 @ 20:30

    რაც ამისთანა ფილმისგან მოითხოვება 90% სტანდარტებს აკმაყოფილებს
    დარჩენილ ათზე დავა შეიძლება
    პროსტა ამხელა ლავეს დახარჯვა არ ღირდა

    მეორეს მხრივ გოიმებს რა გამოლევს და განქიქება ადვილია
    ერთ-ერთი მაგალითი; “შენ ის არა ხარ გასეირნება რომ მოგწონდა?”
    იგულისხმება რომ შემკითხველი უნატიფეს-უსვეცკეს რაკი გასეირნება არ მოწონდა
    მე დისკოს მოცეკვავე მომწონდა და ახლაც სიამოვნებით ვუყურებ ნოსტალგიის პონტში და რა?
    პირიქით კიდო, აქ რო კითხო ვის რა მოწონს და რაც მთავარია რისთვის მოწონს ან ვერ გიპასუხებს ან ისეთ შტამპს მოხევს გაიხევი სიცილით
    იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში რაც მართლა მოწონთ იმას თქმა გრეხია და უტყდებათ – ვაიმე მომეჭრა თავი რაიონული მასშტაბითო

    ასე რომ კინომცოდნეობას თუ ვინმე იბრალებთ არ ვიცი და თუ არა და ფილმი ემოციურია, მით უმეტეს ქართველისთვის, მიეცით გასაქანი ემოციებს ზედმეტი პრანჭვა-გრეხის გარეშე და სიამოვნებას მიიღებთ

    “აი ზუსტად ვიცი, რენი ჰალენს შედევრიც კი, რომ გადაეღო, შენ თუ არა სხვა მაინც შენნაირად დაწერდა”

    ეგრეა, ბაზარი არ უნდა, შედევრი რო ყოფილიყო ხო საერთოდ ტვინს გაბურღავდნენ სანამ უცხოეთში არ მოიპოვებდა აღიარებას

  16.  

    svani said

    June 15 2011 @ 20:30

    არ იყო ემოციური!!! არა!!!
    ბოლო კადრებიც კი, რომლებიც მართლა შოკისმომგვრელია, ფილმში ისე უაზროდ იყო ჩაკვეტებული დამნარჩენი სცენარის ფონზე, რომ რეაქცია არ მქონია…
    არ არის ეგრე!!! რატომ არავინ დაწერა, რომ “ქუჩის დღეები” ნაგავია ან რატომ აქვს მაინცდამაინც ამ პოსტს 133 ‘like’?!

  17.  

    რეზ said

    June 17 2011 @ 20:30

    რენ ჰარლინმა 1995 წელს Cutthroat Island გადაიღო რომელიც 120 000 000 დაუჯდა (მაგ დროის საოცარი თანხა ფილმისთვის) და 10 000 000 მოიტანა ფილმმა.. ამის გამო გინესის წიგნში წერია ამ კაცის სახელი.. ყველაზე წამგებიანი სტუდიური პრუდუქტის გრაფაში.. იმიტომ მოხდა , რომ ეს კაცი მარტო ფილმის უნახავებს თუ მოატუებს… მისი ფილმები სრული საზიზღობაა, მართალია ყველა არ მაქ ნანახი, მაგრამ 6 ფილმი ვიცი და ამით ნაღდად არ ვამაყობ:):):):)))) ნუ სტალონე რო ათამაშა იქნებ იმ ეპოქისთვის აიწია ფილმის დონემ , მაგრამ Cliffhanger (1993) მაინც არაა ძაან კარგი ფილმი, თუმცა საუკეთესო მის “კარიერაში”… die hard 2 კი სიქველი იყო და კიდევ უფრო აადვილებდა გადაღებას.. და მისი წინა ფილმი 12 rounds (2009).. უუფ.. ასეთი დეჟავუ არ მქონი არასდროს.. ასეთი პლაგიატურად სიუჟეტის ახება კერკეტი კაკლის სხვა სერიიდან სულ არ მინახავს.. აი ჯერემი აირონსი რო ცდილობს ბრიუს უილისის გმირი გააცუროს, ზუსტად ეგ სიუჟეტი ჩასვა და რო მორჩა გავოგნდი.. ასე ფილმებს არ იღებენ.. ვინც “რუსეთ–საქართველოზე” გადაგებულ ფილმში რამეს ელოდა ეგ არ ვიცი, მაგრამ ვისაც “კარგი” მოლოდინი გაუმართლა აი მაგათთვის მაქ ერთი ფილმი და უეჭველი მოგეწონებად.. The Expendables… :):))))))) Rez

  18.  

    svani said

    June 17 2011 @ 20:30

    მაგას რას ერჩი, აგვისტოს ომს გააფრენს ამერიკაში… :) :) :)

  19.  

    რეზ said

    June 21 2011 @ 20:30

    რისი აგვისტოს ომია… ომზე და ოკუპაციაზე ისეთი ფილმებია გადაგებული, რომ..

  20.  

    M. Nomad said

    December 10 2011 @ 20:30

    მგონი ცოტა გადამეტებული კრიტიკა მოსდით ხოლმე ამ ფილმზე, მარტო პოსტის ავტორზე არ ვამბობ. რა თქმა უნდა, ეს არც სპილბერგის “რაიანია” და არც შაფნერის “Patton”, თუმცა უარეს ფილმებსაც იღებენ თუნდაც ჰოლივუდში. (საქართველოზე აღარაფერს ვამბობ)

    ისე ფილმი მოგწონს თუ არ მოგწონს, გემოვნების ამბავია და სხვა არაფერი. ერთმანეთის გემოვნებების დაჭიდება კიდე კაკ მინიმუმ უშედეგოა 😉

    არადა გუშინ მეც მომეშალა ნერვები, ყველა არხზე ერთი და იგივე რომ გადიოდა. :(

  21.  

    svani said

    December 11 2011 @ 20:30

    მოდი, ბოლომდე ობიექტურები ვიყოთ რა…. ეს არის ნაგავი, რომელსაც იმხელა პიარი გაუკეთეს, რომ ვისაც არ მოეწონება საქართველოს მტერია-ო, ასეც კი გამოაცხადეს… ძალიან ბევრი ფული დახარჯეს და ფილმმა კი იმ ფულის მეასედიც ვერ ამოიღო… ნებისმიერი ფაქტი, რაც ამ კინოსთან არის დაკავშირებული, მოწმობს იმას, რომ ჩემი პოსტი გადაჭარბებული არაა, თუმცა მე იმ ემოციას გამოვხატავდი, რაც დამეუფლა და ვერავინ შემედავება, რადგან ფილმზე ობიექტურ პოსტს ვერ დაწერ და თუ მაინც მოახერხებ, ძალიან ბანალური იქნება…

  22.  

    permweri said

    December 19 2011 @ 20:30

    ოხ ეს ჰოლივუდური ”ჰეფი ენდები” ფილმის ბოლოს ყველა დახოცილიყვნენ ის ჯობდა :>

  23.  

    joke_maker said

    January 22 2012 @ 20:30

    ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: პატივცემულმა ენდრიუ ვაინამ და მარიო კასარიმ გააკეთეს კინოსტუდია, პირველი ორი ფილმი გადაიღო იმ სტუდიაში ჰარლინმა, კინოსტუდიას მხოლოდ ეგ ორი ფილმი აქვს გადანაგები, გაკოტრდა :)

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online