ფეხბურთშიც კი, დავკონკრეტდები, ქართულ ფეხბურთშიც კი შეინიშნება აღმავლობა… რისი დამსახურებაა ეს?! ყველაზე მეტად იმისი, რომ ქართულმა ფეხბურთმა ნელ-ნელა იწყო სვლა Cash Generating Unit*-იდან სპორტისაკენ… უამრავი ფული დაიხარჯა(გაიფლანგა) ფედერაციაში საქართველოს ბიუჯეტიდან აქობამდის და მე მაინტერესებს თუ რა ხდება ქართულ კინემატოგრაფთან დაკავშირებით?!?!?!?!

იმ დროს როდესაც, ჩამოყალიბდა საქართველოს ფეხბურთის ფანკლუბი, დაიწერა სპეციალური ჰიმნი, დაიხარჯა მილიონები სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ფედერაციაში მოხდა უამრავი ცვლილება, მე მაინტერსებს ამ ყველაფრის ფონზე თუ რა კეთდება ქართული კინოს ასაღორძინებლად?! ქართული კინო, თავისი წარსულით თუ არ აღემატება, ნამდვილად არ ჩამოუვარდება ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მე დღემდე არ მსმენია, რომ რამე გაკეთებულიყოს მის წასახალისებლად… პირიქით, დღეს იმის პროპაგანდას უფრო ვამჩნევ, რომ ისედაც დაბეჩავებულ ქართულ კინემატოგრაფს უფსკრულისაკენ მიაქანებს სექსის და უნიჭო იუმორის თემატიკის ჰიბრიდი, “ულამაზეს” შორენასთან ერთად…

შორენა ბეგაშვილი, რეკონსტრუქციამდე…

“თბილისური lovestory” 2009 წლის ფილმია, რომლის დასაწყისსშიც ერთ-ერთი რეჟისორი, კამერისკენ ჩაცუცქული, გვიხსნის რომ ეს ფილმი არის, გაი რიჩის, კვენტინ ტარანტინოს, ცოტა ინდური ფილმების და მულტფილმის ნაზავი…

მართლაც რომ ასე იყოს, დარწმუნებული ვარ ნაგავი უფრო იქნებოდა, ვიდრე ნაზავი, მაგრამ მე თამამად ვაცხადებ, რომ როცა ფილმს იმის პრეტენზიით იწყებ, რომ ტარანტინოს და გაი რიჩს აზავებ და ყვები “მარჯვენა სანაპიროზე” მომხდარ “love story”-ს, სულ ცოტა არაადეკვატური ხარ… : ))

“გოგონა სლაიდიდან” არ მინახავს, მაგრამ თანამედროვე ქართული კინოს “trend”**-ს რომ ვუყურებ, ფილმები ორად ორ რამეზეა გათვლილი… ბეგაშვილზე და ხანდახან არცთუ მსუბუქ ეროტიკაზე ან უხარისხო იუმორზე… რატომღაც, როცა ქართული კომედიის ნახვა გინდა, რომ ჩართო “გოგონა სლაიდიდან”, “შერეკილების” ან “ცისფერი მთების” ნაცვლად…


გაიტანეთ, გაიტანეთ ეს ნაგავი და უხარისხო პროდუქცია!!!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზოგს მარტო სახელი აქვს ისეთი, ყურების “მუღამს გაკარგინებს” მომენტალურად…
მაგალითად “მამაჩემის გიორლფრენდი” რომლის sequel-ს***, ალბათ, სულ მალე გამოუშვებენ “მამაჩემის გიორლფრენდი, ნოდარა და მათი მეზობელი გელა”… : | : | : |
ასევე, სულმოუთმენლად ველით ლიფონავას შედევრსაც, სახელწოდებით “ჭამა და სექსი”… მერე რა რომ სათაურად მეტი ვერაფერი მოუფიქრეს, “ზატო” შინაარსით და არაჩვეულებრივი პერფორმენსით იქნება დახუნძლული…


ავტორისეული: “არ გინდათ, მე თვითონ…”

შემიძლია კიდევ უამრავი მაგალითი გავიხსენო, ჩვენი თანამედროვე “შედევრებისა”, მაგალითად ფილმი საოცარი სახელწოდებით: “უშენოდ, მგონი, მოვკვდები”, რომელზეც, რატომღაც პირველი, რა პასუხსაც ჩემი ქვეცნობიერი იძლევა ასე ფორმულირდება: “კაი ნუ გაატ…ე,მართლა?!”
ეს ფილმი არის ლევან თუთბერიძის რეჟისორობით გადაღებული აკა მორჩილაძის რომანი, რომელიც სიმართლე გითხრათ არ მაქვს წაკითხული, მაგრამ მეეჭვება, რომ ერთი აზრიანი დიალოგიც კი არ იყოს შიგნით, რასაც ვერ ვიტყვი ფილმზე… საოცარი უნიჭობით გადაღებული ფილმია, ერთადერთი, ვიმეორებ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით არის მიხეილ გომიაშვილის უზადოდ შესრულებული როლი, დანარჩენი ყველაფერი კი უბრალოდ შეგაზიზღებთ, რასაც კინემატოგრაფი, ქართული კინო ან ქართული თანამედროვე კინოინდუსტრია ჰქვია…

აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთი ჩემი კრიტიკული კომენტარი არ დატოვეს წაუშლელი, ფილმის გვერდზე Facebook****-ში… ეს თუ ამ ფილმის ხარისხს ზრდის, არ მაქვს პრობლემა, დაე შალონ…

მაგრამ ამ სასტიკ ფონზე, მაინც იქმნება ფილმები, რომლებიც ისეთივე იმედს მისახავენ, როგორი იმედისმომმცემის ხორვატებთან მატჩის მოგება იყო…
ზოგი ფილმი მხოლოდ ჩემთვის და გარკვეული საზოგადეოებისთვისაა ძვირფასი, ზოგმა საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა, მაგრამ უკანასკნელი პერიოდში გადაღებული ფილმებიდან, თამამად შემიძლია განვაცხადო რომ “ქუჩის დღეები” არის შედევრი!!! სწორედაც რომ გაცვეთილი თემატიკა, რომელიც ყველას “მოგბეზრდათ”, მაგრამ წარმოდგენილი ისეთი სახით, რომ შეუძლებელია კინომოყვარულმა დაიწუწუნოს…
ხოლო მათ კი, ვისაც უკვირს ქართული თანამედროვე ფილმების თემატიკა, რომელიც ძირითადად ნარკომანიას ვერ ცდება, (თუ ცდება კი მიისწრაფვის მარაზმისაკენ) ვურჩევდი რომ უბრალოდ ირგვლივ მიმოიხედონ!!!

ამ ფილმის განხილვას, ალბათ, მალევე იხილავთ ჩემს ბლოგზე, იქამდე კი ვიმედოვნოთ, რომ უნიჭო რეჟისორები და ინვესტორები შეწყვეტენ ფილმების კომერციის გათვლას ანანისტ მაყურებლებზე და რაიმე აზრიანს, თუნდაც მოკლემეტრაჟიანს, მაგრამ იდეის ნასახიანს მაინც შემოგვთავაზებენ…

პ.ს. მეტი არ იქნა ჩემი მტერი…

პ.პ.ს.
Cash Generating Unit*-ფულის მომტანი ერთეული.
trend**-ტენდენცია.
sequel***-იგულისხმება ფილმის მეორე ნაწილი.
Facebook****-ღადაობთ?! : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

10 Comments so far »

  1.  

    ქეთი said

    March 30 2011 @ 20:30

    გეთანხმები აბსოლითურად ყველაპერში ერთის გარდა “უშენოდ მგონი მოვკვდები” ეს პილმი ნამდვილად არ არის შედევრი მაგრამ დამიჯერე თუ ნახავ მიხვდები რო მართლა კარგი ფილმია.

  2.  

    მარიამ said

    March 30 2011 @ 20:30

    ყოჩაღ!!!!! ერთ-ერთი უნიჭო ფილმი გამოგრჩა სახელად “სეზონი” ….. რომელზეც ასევე მილიონები დაიხარჯა და ყველაზე უაზრო ფილმია რაც კი შეუძლება ადამიანმა გადაიღოს

  3.  

    svani said

    March 30 2011 @ 20:30

    ქეთევან, უნახავად ასეთ კრიტიკის ქარ-ცეცხლში არ გავატარებდი!!!
    მითუმეტეს კინოში ვნახე და აი საშინელი ზეგავლენა ჰქონდა!!! ნუთუ შენ მოგეწონა იმ მსახიობის თამაში, “დასში”, რომ გაიმარჯვა?! შინაარსიანი და აზრიანი, იდეაში არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეგ ბოლომდე აკა მორჩილაძის დამსახურებაა და წიგნი, ალბათ, მილიონი თავით სჯობს…
    ძალიან ხელოვნური, უაზრო და უშინაარსო დიალოგებით დატვირთული ფილმია…

    მარიამ, გაგიკვირდება და მე მომეწონა “სეზონი”!!! თანაც ძალიან მომეწონა… : P : P : P
    მაგრამ ავხსნი, ფილმი ძალიან მაგრად იწყება და კაი ხანი, რასაც ჰქვია მაგრად გსიამოვნებს ყურება, მაგრამ მერე არის პერიოდი, როცა უაზროდ იწელება, ხდება ძალიან მოსაწყენი და ბოლოს ასე თუ ისე TWIST ending-ის მცდელობა იყო… მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ადრე მივხვდი დასასრულს და ჩემთვისაც ძალიან გაწელილი იყო, ჯერ მარტო იმიტომ არის ძალიან მაგარი, რომ პირველი ქართული ორიგინალური ფილმია… მაგ ჟანრში და მსგავსი ფილმი არავის გადაუღია და ეს არ იყი გაკეთებული ამასთან, სამოყვარულო დონეზე… მეორეც ის გაწელილი ეპიზოდებიც კი მერე რომ დავფიქრდი შინაარსიანი იყო და რაღაც დატვირთვას ატარებდა… სუქანმა საჭმელზე გაჭედა, ვაჟიშვილმა გოგოებზე, იმ მესამემ კიდევ ლიდერობაზე თუ რაზე ზუსტად არ მახსოვს და ერთადერთი ადამიანი გადარჩა და თავიც “დასტოინად” ეჭირა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყურებამდე იყო შეყვარებული… ნუ, მე არ ვამბობ რომ ეგ ფილმი შედევრია, არც ძალიან კარგ ფილმობაზე მაქვს პრეტენზია, მაგრამ ზემოთჩამოთვლილ ფილმებთან შედარებით, მართლაც ძალიან ორიგინალური და მისაბაძი მცდელობაა რაღაც ორიგინალურის გადაღების… : ))

  4.  

    kate alukard said

    April 4 2011 @ 20:30

    ყალბი თამაშები მკლავს… 😐 ფილმის არც ნახვა აღარ მოგინდება არც აზრის გამოტანა როცა მსახიობი ყალბად თამაშობს… 😐 ეს იმის ბრალია რომ ჩვენთან არ არსებობენს კინოს მსახიობები… თეატრის მსახიობი კიდევ რაც არ უნდა კარგი იყოს ფილმში მაინც ვერლავეს… 😐
    გოგონა სლაიდიდანს არ უყურო არასოდეს!!! :|:|:|

  5.  

    მარიშკა said

    April 7 2011 @ 20:30

    ჩამოთვლილი ფილმების შეფასებაში ნამდვილად გეთანხმები. ქუჩის დღეები მეც ძალიან მომეცონა. პ.ს. ეს მართლა შორენა ბეგაშვილის ადრინდელი ფოტოა????

  6.  

    svani said

    April 7 2011 @ 20:30

    ეგაა : ))

  7.  

    აგათა said

    April 28 2011 @ 20:30

    ბოლოში მიწერილი Facebook-ის განმარტება მომეწონა :)

  8.  

    sector127 said

    May 9 2011 @ 20:30

    “ზა კამპანიუ დავიბაბანე” – “ქუჩის დღეები”, შედევრია აბა რა. 😀

    http://www.youtube.com/watch?v=HI5QEMO-Ytg

  9.  

    GUDVIN said

    November 7 2011 @ 20:30

    ” ყველაფერი კარგად იქნება ” ამ ფიმზე რას იტყვით?? ჩემი აზრით შედევრი შეიძლება არა მარა ცუდი ნამდვილად არ არის… არის ამ ფილმში რაგაც უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ეკრანზე ჩანს…

  10.  

    svani said

    November 8 2011 @ 20:30

    არ მაქვს ნანახი… : ))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online