მე მიყვარს მარტინ მაკდონაჰი და იმდენი მაქვს საწერი, რომ არც კი ვიცი რითი დავიწყო… ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ნახულობენ ტარანტინოს ფილმებს მხოლოდ იმიტომ, რომ ტარანტინოა და არა იმიტომ, რომ ხელოვნებაა!!! რატომ მაინცდამაინც ტარანტინო?! რა შუაშია, როცა ორიოდე წამის წინ, ლონდონში დაბადებულ, წარმოშობით ირლანდიელ რეჟისორზე ვსაუბრობდით… საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ ორი რეჟისორის შემოქმედება ძალიან ჰგავს ერთმანეთს… მათში მრავლადაა შავი იუმორი, სისხლიანი სცენები, ორიგინალური დიალოგები თუ დაძაბული სიუჟეტი…

მოკლედ, რას მოვაყოლე ეს ყველაფერი?! “დღეს”, მეორეჯერ ვიყავი “7 ფსიქოპატის” სეანსზე… მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჯერზეც ბევრი ვიხითხითე და თან “გადამწყვეტ მომენტში” პროექტორსაც აღარ გაუჭედავს, მაინც იმედგაცრუებული წამოვედი კინოდან… ეს მხოლოდ პუბლიკის რეაქციების დამსახურება იყო…

პირველად, ფსიხებით დატკბობის საშუალება პრემიერაზე მომეცა და ძალიან ცუდად იმოქმედა სანახევროდ შევსებულმა დარბაზმა… რომ აღარაფერი ვთქვათ ბინდს და უკუნს გადაყოლილ კინოთეატრებზე, რომელთაც ზემოთხსენებულ მოვლენას, მეორეხარისხოვანი აუდიტორია დაუთმეს…

მოდით, მივყვეთ მარტინის შემოქმედებას ქრონოლოგიურად… პირველი ფილმი, რომელიც მან გადაიღო, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის არაა ცნობილი. თუმცა “Six Shooter” ნამდვილად მიეკუთვნება აუცილებლად სანახავი ფილმების კატეგორიას!!! მან ოსკარი აიღო, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა… მარტინის პირველი ნამუშევრიდანვე შეიძლებოდა რამდენიმე დასკვნის გაკეთება ამ ნიჭიერ რეჟისორზე… დახვეწილი სცენარი, რომელიც გაჯერებულია შავი იუმორით, მსახიობების ბუნებრივი თამაში და რაც მთავარია, იდეალური დასასრული მიანიშნებდა იმაზე, რომ მისი მომდევნო სრულმეტრაჟიანი ფილმები ასევე დამაინტრიგებელი და საინტერესო იქნებოდა…

“ბრიუგეში”, სწორედ ასე ეწოდება მის შემდეგ ნამუშევარს, რომელიც 2008 წელს გამოვიდა… ის მოგვითხრობს ორი დაქირავებული მკვლელის ისტორიას… ფილმი მრავალი კუთხითაა საინტერესო, დაწყებული მსახიობებით, დამთავრებული სცენარით და რეჟისურით… თუ “ბრიუგეში” ჯერაც არ გაქვთ ნანახი, ნუ განაგრძობთ კითხვას, რადგან სავსებით შესაძლებელია რომ “სპოილერებს” გადაეჩეხოთ…

ფილმი დახუნძლულია საინტერესო სცენებით და მასში მრავალ დეტალზე შეიძლება ყურადღების გამახვილება… თუმცა, სცენა, რომელშიც კოლინ ფარელის პერსონაჟი “რეი” თავის მოკვლას აპირებს საბავშვო პარკში, ჩემთვის ამ ფილმის კულმინაციაა!!!

რეი – როგორც მოგეხსენებათ, რეი დამწყები ქილერია, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავს “ხრენოვიი ვიშელ ატ ნევო კილერ”, რადგან პირველივე დავალება ჩააგდო… სრულიად შემთხვევით, მას პატარა ბავშვი შემოაკვდა, რაც მოსვენებას აღარ აძლევს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, სუიციდის მცდელობამდეც კი მიიყვანს…

კენი – კენი რეისგან განსხვავებით პროფესიონალია. ადამიანების ხოცვა, მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ მხოლოდ იმ სცენას ავიღებთ ფილმიდან, სადაც კენი და რეი კათოლიკურ ეკლესიაში არიან… შეიძლება იმის ილუზიაც კი დაგვრჩეს, რომ კენი “ფანატიკოსი” მორწმუნეა, მაგრამ რეალურად რელიგია და ათი მცნება ვერ უშლის მას ხელს ადამიანების ლიკვიდაციაში. როცა ის ჰარისგან მიიღებს რეის მოკვლის დავალებას, ხასიათი წაუხდება, ძალიან შეწუხდება, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ის პროფესიონალია და თავის საქმეს მაინც გააკეთებს, მოსწონს ეს თუ არა…

ჰარი – პერსონაჟი, რომელსაც რალფ ფაინსი თამაშობს… სერიოზული , მაფიოზი, მეოჯახე და რაც მთავარია, პრინციპების ადამიანი… ის ადვილად გამოდის წყობიდან და ვერ იტანს, როცა სხვები ღალატობენ თუნდაც დაუწერელ კანონებს… მიუხედავად იმისა, რომ ჰარი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი პერსონაჟია, (ცალთვალა “პიდრილა”-ს თუ არ ჩავთვლით) მაყურებელს მაინც გააჩნია მისდამი გარკვეული სიმპატია, მისი თვისებების გამო, თუმცა ფილმის ფინალი საერთოდ ავიწყებს ყველას მის უარყოფით პერსონაჟობას… თუ ყურადღებას მიაქცევდით, ირკვევა, რომ ჰარი დაეხმარა კენს მისი ცოლის მკვლელობის თემაზე… თუ არ ვცდები, მგონი, ჰარიმ მოკლა კენის ცოლის მკვლელი…

რახან კენის მოკლულ ცოლამდეც მივედით, ერთი გენიალური მომენტიც უნდა გავიხსენოთ… როცა ლილიპუტი ამბობს, რომ აუცილებლად დაიწყება ომი თეთრებსა და შავებს შორის და რომ მექსიკელები, მულატები, ვიეტნამელები… შავებისკენ იქნებიან. აქ კი კენი ერთ რიტორიკულ შეკითხვას სვამს: “-ცოლი, რომელიც მომიკლეს შავკანიანი იყო… მაშ მითხარი, ვის მხარეზე უნდა ვიბრძოლო მე მაგ ომში?!”

ზემოთხსენებული სცენა – რეი გადაწყვეტს, რომ საბოლოო წერტილი დაუსვას მის ცხოვრებას, რადგან უცოდველი ბავშვის მკვლელობის გამო სინდისი აწუხებს… მიხვდებოდით იმასაც, რომ საბავშვო პარკი ტყუილად არ შეურჩევია თავის მოსაკლავად… მეორე მხრივ კი, მისი “ძმაკაცი” კენი, იღებს მისთვის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას და მიეშურება ჰარის დავალების შესასრულებლად და სწორედ იმ მომენტში, როცა წუთი წუთზე მეგობარი უნდა გამოასალმოს სიცოცხლეს, დაინახავს რომ რეი თავის მოკვლას აპირებს… გასაღების ნაცვლად, კენი იხსნის რეის სიკვდილისაგან, თუმცა რომ ეცლია, ამით ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, სწორედ ამას წამოაძახებს ჰარი ბრიუგეში შეხვედრისას…

რეალურად კენს ეს არ გაუკეთებია არც მეგობრობის, არც რელიგიურობის და არც რეის სიყვარულის გამო… მან ეს მხოლოდ იმიტომ ჩაიდინა, რომ ძალიან შეეცოდა და სცადა კიდეც აეხსნა რეისთვის, რომ მისი სიკვდილი არავისთვის შეცვლიდა რამეს…

ფილმის დასასრულს კი კულმინაციური რიტორიკული შეკითხვა გაისმის… იქნებ არ არსებობს სიკვდილის შემდეგ არანაირი სიცოცხლე?! იქნებ არ არსებობს არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი?!
“იქნებ სწორედ ჩვენი ყოფიერებაა ჯოჯოხეთი?!”

Comments

comments

Powered by Facebook Comments

7 Comments so far »

  1.  

    qaquc said

    December 16 2012 @ 20:30

    კომენტარების უმრავლესობას ვწერ და სანამ გავაგზავნი ვშლი,მაგრამ ამჯერად დავწერ იმიტომ,რომ მართლა მომწონს ეს ბლოგი.ეს ფილმიც და კიდევ ბევრი რამ ამ ბლოგში.
    http://allmovies.ge/ge/#movie/ABCBFC ეს ნახე თუ არ გაქვს ნანახი.

  2.  

    Giorgi Samsiani said

    December 19 2012 @ 20:30

    მეც მაგრად მომეწონა მაგარი ფილმია , ტარანტინოს მეც მივამსგავსე და http://allmovies.ge/ge/#movie/ABBJFH — ეს ფილმიც გავს ნანახი გაქვს?

  3.  

    Rezo Robakidze said

    January 10 2013 @ 20:30

    ორივე ფილმი ძაან მაგარია. "ბრიუგეში"-ს როცა ვუყურებდი რამდენჯერმე გავიფიქრე, რა შუაში იყო ლილიპუტი, რატომ აარჩია რეჟისორმა ლილიპუტი და არა ჩვეულებრივი მსახიობი და თურმე სად მეჩქარებოდა. "შვიდი ფსიქოპატი" მარტო კვაკერის ისტორიის გამოა გენიალური. რაღაც ო'ჰენრის მოთხრობების სტილშია. ჯერ როცა თავს იკლავს კვაკერი მკვლელმა მისგან თავი რომ ვერ დააღწიოს და მერე როცა ჰანსი ცხვირსახოს იხსნის და აღმოჩნდება ,რომ ეს მისი ისტორიაა და მან მაინც ვერ მოახერხა ჯოჯოხეთში გაყოლოდა მკვლელს. მოკლედ უკვე მეც <3 მაკდონაჰი.

  4.  

    Rezo Robakidze said

    January 10 2013 @ 20:30

    ჰო და კიდევ: ძალიან მომეწონა სემ როკველის თამაში. ალბათ მისი საუკეთესო შესრულებაა "საშიში კაცის აღსარებასთან" ერთად.

  5.  

    Giorgi Khergiani said

    January 10 2013 @ 20:30

    მთვარეც არ დაგავიწყდეს… 😉

  6.  

    beheaded detective said

    January 11 2013 @ 20:30

    http://www.youtube.com/watch?v=rANwBGXt7v8 ჰარის და კენის ამბავი

  7.  

    pillowman said

    January 11 2013 @ 20:30

    მაკდონაჰის პიესებსაც გადახედე

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online