ალბათ, თქვენს უმეტესობას თუ არ უნახავს, სმენია მაინც ფილმზე, რომელიც კინოკლასიკად არის მიჩნეული და რომელსაც “12 Angry Men” (ანუ 12 განრისხებული მამაკაცი) ჰქვია… მაგრამ დღეს, მე ამ ფილმის რიმეიქის* განხილვას შემოგთავაზებთ… გაგრძელება!!!

This review will definitely contain SPOILERS so BEWARE!!!

მას შემდეგ რაც, თორმეტი ნაფიცმსაჯულიდან ერთი წავა წინააღმდეგ, დანარჩენი თერთმეტი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მოითხოვს ახსნა-განმარტებებს…

“-რატომ ხარ ბრალდების წინააღმდეგი კი მაგრამ?! 2
-თქვენ ყველა თანახმა ხართ, მე წინააღმდეგი… 1
-რატომ?! 2
-თუ მე ასე არ მოვიქცეოდი, გამოვიდოდა რომ ჩვენ ყველანი ვეთანხმებით ბრალდებას და წავიდოდით სახლებში.. 1
-მერე მაგას რა სჯობს?! მაშ რაღას წახვედით წინააღმდეგ?! 2
-ასე სწრაფად, არ შემიძლია… 1
-რატომ ცავატანემ?! რატომ სწრაფად?! ჩვენ იმ ქალს სამი დღე ვუსმენდით, ამას სწრაფად ჰქვია?! 3
-კი, მაგრამ მე შემეშინდა… უცებ, ერთი ხელის აწევით… არა ეს ძალიან ნაჩქარევი იქნებოდა… ”

პრინციპში ამ ფილმის ყველა დიალოგი ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია და მის სრულად გასარჩევად ძალიან ბევრი პოსტი არ მეყოფა, თუმცა ზემოთხსენებული დიალოგის გამოტოვება ერთი მარტივი მიზეზის გამო არ შეიძლებოდა, რომელიც თვითონ ამ დიალოგს მოსდევს…

როცა ბრალდების წინააღმდეგი ნაფიცმსაჯული გადმოალაგებს თავის არგუმენტებს, დასკვნებს და მაინც უმეტესობისგან არასწორად იქნება აღქმული მისი საქციელი, მაშინ ის ასეთ რამეს იტყვის: ” კი ბატონო, მე მზად ვარ ხელახლა ჩავატაროთ ხმის მიცემა და თუ მე აღმოვჩნდები კვლავაც უმცირესობაში, მეც ვიტყვი, რომ თანახმა ვარ… ის მაინც მეცოდინება, რომ მე მისთვის ამ ვერდიქტის შეცვლას შევეცადე…” თუმცა ის მოითხოვს, რომ კენჭისყრა იყოს ფარული, რაც რეალურად იმისათვის სჭირდება, რომ დრო გაწელოს, რადგან მეტ დროში მეტი შანსია რომ ადამიანი დაუფიქრდეს თავის სულელურ გადაწყვეტილებას…
მაგრამ ყველაზე საინტერესო არის რეპლიკა მის შემოთავაზებაზე:
“და რა გამოდის?! ანუ საბოლოოდ თუ ჩვენ ყველანი ერთ აზრზე ვიქნებით, თქვენც იმავე გადაწყვეტილებას მიიღებთ, რასაც ჩვენ, მაგრამ ამასთანავე თქვენი სინდისი სუფთა იქნება…”

უკვე მეორე ხმისმიცემისას, აღმოჩნდება რომ ორი არის ბრალდების წინააღმდეგი…
თავიდან ჰგონიათ, რომ რაღაც შეცდომაა, შეუძლებელია, რომ ვინმეს შეეცვალა აზრი, მაგრამ სანამ შემოწმებას დაიწყებენ ნაწერებისას ერთ-ერთი ნაფიცმსაჯულთაგანი იტყვის…
“- არ არის საჭირო არაფრის შემოწმება… ეს მე მივეცი ხმა იმას, რომ ის ახალგაზრდა არ არის დამნაშავე. 4
-როგორ კი მარა?! თქვენ რა, ხუთი წუთის წინ არ ამტკიცბდით რო ის დამნაშავეა?! 2
-თავიდან მე მეჩვენებოდა რომ საკითხი ნათელია… 4
-ახლა რა?! აღარ არის ნათელი?! 2
-არა, მე არ ვამბობ იმას, რომ არ არის ნათელი, თუმცა ამ ადამიანმა, ხელს იშვერს პირველი ნაფიცმსაჯულისაკენ, მე შემომტავაზა რომ ამეღო პასუხისმგებლობა მის მაგივრადაც და იცით რა?! მე ჩავფიქრდი… 4
-რაზე?!?!?! არა, არა, მაპატიეთ, მე რაღაც არ მესმის, ეს სუფთა ებრაულ ლოგიკას წააგავს!!!
-სავსებით მართალია! მე ებრეაელი ვარ, ასპროცენტიანი ებრაელი! მე, როგორც ადამიანს, უამრავი ნაკლი მაქვს, მაგრამ ერთი დადებითი თვისებაც მაქვს და იცით, ის მართლაც რომ წმინდა ებრაულია, “დაფირება”, მე ამით ძალიან ვამაყობ!!!”

ამ დიალოგში, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან ლამაზად და კარგად ჩანს სულელი რასისტის და ჭკვიანი ებრაელის დაპირისპირება…

ახლა კი, მივადექით ჩემს ყველაზე საყვარელ “რეჩს”, რომელიც რაღა თქმა უნდა პირველ ნაფიცმსაჯულს ეკუთვნის… : ))
“მე მყავდა ცოლი, მე ის ძალიან მიყვარდა… ჩერტანოვოში ჩვენ გვქონდა ერთი პაწაწკინტელა სახლი, სადაც ავეჯიც კი არ გვქონდა… საჭმლის ჭამა იატაკზე გვიწევდა, რადგან მაგიდა არ გაგვაჩნდა… მე, უმცროსი თანამშრომელი ვიყავი ერთ-ერთ ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც ვმუშაობდი ერთ იდეაზე… ამის გამო, ცოლს უხდებოდა სამ ადგილას მუშაობა, რომ როგორღაც თავი გაგვეტანა… მე გამოვიგონე “ბლაბლაბლა”, ეს ძნელი ასახსნელია…
ინსტიტუტში შემაქეს!!! მომცეს პრემია 50 რუბლი და მირჩიეს რომ სხვა რამით დავკავებულიყავი… და აი მეც მივიტანე სახლში ჩემი სამწლიანი შრომის შედეგი 50 რუბლი… ცოლმა ისეთი თვალებით შემომხედა, როგორც….
ერთ-ერთმა დასავლურმა ფირმამ შემომთავაზა ძალიან დიდი თანხა პატენტისათვის… მაგრამ მე ააარააა, მე აქ მინდოდა, რომ ამ ყველაფერს ემუშავა!!! ყველასთან მივდიოდი, ვთავაზობდი, ვუხსნიდი… მეუბნებოდნენ, ბრავო, ძალიან მაგარია, ეს არავის სჭირდება!!! არავის!!!
სმა დავიწყე… ‘ვირივით’ ვსვამდი… სამსახურიც დავკარგე, ცოლიც გამშორდა, მაგრამ ჩემთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა… მთავარი იყო დამელია, დღისით, შუადღით, საღამოს… დღე და ღამე უგონოდ მთვრალი ვიყავი, ეს საშინელება იყო!!!
ერთხელაც ვიგრძენი, რომ მალე მოვკვდებოდი… და თქვენ წარმოიდგინეთ, მე ამ აზრმა ძალიან გამახარა!!! მე მხოლოდ ერთი რამეს ვფიქრობდი, რაც მალე მით უკეთესი… მე სიკვდილის ძებნა დავიწყე, ვეჩხუბებოდი ‘ძაღლობას’, ვაღიზიანებდი ადამიანებს, მეზობლებს… მირტყამდნენ, ხანდახან დამჭრიდნენ კიდევაც, მასისხლიანებდნენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად დამპალი ქუჩის ძაღლივით მაინც ვჯანმრთელდებოდი, ვიშუშებდი ჭრილობებს… ორად ორ რამეს ვერ ვახერხებდი, რომ გადავმხტარიყავი ფანჯრიდან ან ჩავმხტარიყავი მატარებელს რელსებში, დღემდე არ მესმის რატომ…
ერთხელაც მეტროს სადგურში დავბოდიალობდი, უგონოდ მთვრალი, ვყარდი… იქ უამრავი ადამიანი იყო, რომელთა გაღიზიანებასაც მთელი ძალით ვცდილობდი, ვყვიროდი, ვიგინებოდი… ჩემს თავს იმათი თვალებით ვუყურებდი და მიხაროდა, ვფიქრობდი ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებიოდა ვინც ჩემნაირ ახვარს, აიღებდა და პირდაპირ რელსებზე გადააგდებდა ისე რომ ტვინი დამენთხია!!!
შენც არ მომიკვდე… ისხნდენ გაყუ’რ’სულები… თვალს მარიდებდნენ, მაგრამ ყველა ჩუმად იჯდა, გარდა ერთი ქალისა, რომელიც ბავშვთან ერთად მოდიოდა… მე კარგად გავიგონე, როგორ უთხრა ბავშვმა დედამისს:
-დე, ნახე, ის ბიძია გიჟია, მე მისი მეშინია… (ბოვში)
-არა დედიკო, ის გიჟი არაა…. ის, უბრალოდ, ძალიან ცუდადაა… (დედა)

მე მივყიდე ჩემი ტექნოლოგია ერთ უცხოურ ფირმას… ის ახლა თითქმის, ყოველ მეორე მობილურში მუშაობს… მე კი ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარ, თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია… ის ქალი კი ახლა ჩემი ცოლია, გოგო კი შვილი, ჩვენ კიდევ ვაჟიც გვყავს, 4 წლის…

-სულ ესაა?! (‘რასისტი’ ნაფიცმსაჯული)
-არა!!! შეიძლება… ეს ბავშვი ციხეში უნდა მოკვდეს… შეიძლება ეს მისი ბედისწერაცაა, ვინ იცის?! მეც ხომ უნდა ჩავძაღლებოდი?! მაგრამ მე არ მოვკვდი იმიტომ, რომ ერთ ადამიანი, ერთადერთი ადამიანი უფრო მეტი ყურადღებით მომეპყრო, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი და არ მომცა უფლება, რომ დავრჩენილიყავი ისეთივე ნაძირალა და მარტოსული!!!

და ბოლოს ფილმში არის ერთი საოცარი და ძალიან დამაბნეველი ეპიზოდიც, რომელსაც შეიძლება ბევრმა არც მიაქციეთ ყურადღება….

ეს ეპიზოდია, როცა პირველი ნაფიცმსაჯული ბრუნდება იმ შენობაში, სადაც მიდიოდა კამათი და განხილვა ანუ სკოლაში და იქ დახვდება ჩიტი, შემოფრენილი… სანამ ეს ეპიზოდი დადგებოდეს, იქამდე არის იმის განხილვა თუ სად უფრო უსაფრთხო გარემო იქნება ბიჭისთვის ციხეში თუ მის გარეთ… ამის შემდეგ კი, როცა ნაფიცმსაჯული ნახავს ჩიტს, გაუღებს მას ფანჯარას (კადრი აჩვენებს, რომ გარეთ საოცრად ბარდნის) და ჩიტს ეუბნება, რომ შენი გადასაწყვეტია, გინდა დარჩი, გინდა გაფრინდი, არავინ გაძალებს რამესო… და ჩიტი ბარდნის მიუხედავად მაინც გაფრინდება!!!

მაგრამ, არის აქ ერთი საჩოთირო მომენტი?! რატომ დაბრუნდა ნაფიცმსაჯული?! ის კარადაზე თუ რაღაცაზე დადებულ ხატს იღებს, რომელსაც საფულეში იდებს… ის ხატი, ნაფიცმსაჯულების ოთახში შესვლამდეც იქ იდო ანუ გამოდის, რომ მას სხვა დროს დარჩა იქ ხატი… ანუ ლოგიკურად თუ გავყვებით, გამოდის რომ მთელი ის “რეჩები” და სპექტაკლები, რაც მან ბავშვის გადასარჩენად გაითამაშა, “ტრუხა” იყო, რადგან კომპანიის წარმომადგენელი კი არა სკოლის დირექტორია… : )) ნუ, არ ვიცი მე რამდენად სწორად გავიგე, მაგრამ თუ არ მეთანხმებით ან სხვა ვერსიები გაქვთ, სიამოვნებით მოვისმენ…

ძალიან, ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს პოსტის დასასრულს ჩემს საყვარელ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ ფილმიდან და ამით დავასრულებ…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    bug@t said

    April 9 2011 @ 20:30

    და და ვერ გავიგე ამ პილმის იცით კიი უდაოდა რო ფილმი შედევრია და ძალიან აზრიანი მაგრამ რატო არავის მოუვიდა თავში ერთი პარა კითხვა თუ დამტკიცდა რო ბიჭი უდანაშაულოა და მას მამამისი არ მოუკლავს “მაშინ” ვინ მოკლა მამამისი ? არანაირი ეჭვმიტანილი არანაირი მეორე ბრალდებული არ ყოფილა ნახსენები ამ ფილმში მაშინ როროგრ ან ვინ მოკლა მამამისი ?

  2.  

    svani said

    April 9 2011 @ 20:30

    ნახევარი ფილმი თუ არა, ფილმის დიდი ნაწილი მაგაზეა, რომ მამამისის მოკვლის მოტივი იმათ ჰქონდათ, ვისაც მისი სახლის ადგილას ახალი მშენებლობის წამოწყება უნდოდათ თუ რაც იყო… : ))
    და მკვლელები ისინი ან იმათი დაახლოებული პირები არიან, ვინც ბოლოს ელოდებიან ბიჭის გამოსვლას ციხიდან და ფოტოებს უღებენ… ; ))

  3.  

    Jessie said

    April 23 2011 @ 20:30

    უგრო ემოციურია ვიდრე თავდაპირველი ფილმი.. ეს მირჩევნია

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online