ალბათ, თქვენს უმეტესობას თუ არ უნახავს, სმენია მაინც ფილმზე, რომელიც კინოკლასიკად არის მიჩნეული და რომელსაც “12 Angry Men” (ანუ 12 განრისხებული მამაკაცი) ჰქვია… მაგრამ დღეს, მე ამ ფილმის რიმეიქის* განხილვას შემოგთავაზებთ…

თავდაპირველად ორიგინალი მქონდა ნანახი და დიდი ხანი არ ვაპირებდი ამ ფილმის ნახვას ჰოლივუდური რიმეიქების გადამკიდე, მაგრამ ბოლოს მაინც დამაინტერესა… მომინდა მეყურებინა “12 განრისხებული მამაკაცის” რიმეიქისთვის, მაგრამ რატომღაც ჯერ ამერიკული ვარიანტი ვცადე 1997 წლის… იშვიათად ვრთავს ხოლმე ფილმებს დაწყებულზე, თუმცა ამ შემთხვევაში ნაღდად ვერ შევძელი თავის შეკავება… ჯერი მიხალკოვზე მიდგა… მეგონა, ისიც კრახით დაასრულებდა… საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი!!!

ფილმი არათუ არ ჰგავს ამერიკულ იდიოტიზმებს, რომლებიც ორიგინალი ფილმების პროვოკაცია რიმეიქებს აკეთებენ, არამედ დახუნძლულია არტჰაუზ** ელემენტებით და საოცრადაა მორგებული კავკასიის რეგიონს!!!
იდიოტიზმებში იმას ვგულისხმობ, რომ ამერიკელი დურა’ქ’ი რეჟისორები, რომელთა ფანტაზიის უნარიც ნოლს სცილდება მინუსებში, აიღებენ ხოლმე და ერთი-ერთში გადაიღებენ რომელიმე საკულტო უცხოურ ფილმს “ჯასთ” ამერიკელი მსახიობებითურთ… სხვათაშორის გელა ბაბლუანსაც დაემართა მსგავსი რამ “12+1″-ზე, რომლის ამერიკულმა რიმეიქმაც ვერ გაამართლა…

This review will definitely contain SPOILERS so BEWARE!!!

დავუბრუნდეთ თემას…

ალბათ ყველა ხვდებით, რომ 12 განრისხებული მამაკაცი პორნო ფილმი არაა და ისინი ერთ “უმწიკვლო” არსებაზე შურისძიებას არ აპირებენ ყველა პოზაში… ფილმი გადაღებულია სასამართლო პროცესზე, რომლის ვერდიქტი სწორედ რომ 12-მა ნაფიც მსაჯულმა უნდა გამოიტანოს…

ორიგინალი

ორიგინალის მთელი მუღამი იმაშია, რომ ფილმი გადაღებულია ერთ ოთახში, თუმცა აქვს ისეთი მიმდინარეობა, რომ თვალს ვერ მოწყვეტ…
რასაც ვერ ვიტყვით მიხალკოვის ფილმზე, ვგულისხმობ ზემოთხსენებული წინადადების პირველ ნაწილს… მიხალკოვმა, ბრალდებული, რომელსაც ამერიკულ ვარიანტში სიკვდილით დასჯა, ხოლო რუსულში სამუდამო პატიმრობა უნდა ხვდომოდა წილად, ჩეჩენად აქცია… ამასთან სიტუაცია, გარემოება ბევრად გაამძაფრა იმით, რომ მას ბრალად დასდო არათუ მამამისის, როგორც ორიგინალში, არამედ მამობილის (რუსი ოფიცერის) მკვლელობა… სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე თუ მკითხავთ, მარტო სცენარის ასეთი ადაპტაციაც გენიალურია!!!

მიხალკოვმა უკეთესი თუ არა, არანაკლები პერსონაჟები შეარჩია ნაფიცმსაჯულობისათვის და რაც ყველაზე მთავარია, ყველას თავისი ისტორია და არგუმენტები მოუფიქრა, რომელიც ორიგინალისგან ბევრად განსხვავდება… თუ ორიგინალი უფრო ფსიქოლოგიური ფილმია, მიხალკოვმა ის უფრო ცხოვრებისეულად და კავკასიაზე ადაპტირებულად აქცია!!!

როგორც ორიგინალში, ასევე რიმეიქში, დამნაშავის ბედი, ნაფიცმსაჯულების ხელშია, რომლებიდანაც პირველივე გამოკითხვაზე 11 მათგანი იმეტებს მას უმძიმესი სასჯელისთვის, ხოლო ერთადერთი ადამიანი კი წინააღმდეგი წავა… ორიგინალში, ამ როლს, შეუდარებელი ჰენრი ფონდა ასრულებს…

ალბათ, მოგეხსენებათ რომ, საბოლოო გადაწყვეტილება არ შედის ძალაში მანამ, სანამ 12ივე ნაფიცმსაჯული ერთ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მივა!!!

მას შემდეგ, რაც გაირკვევა რომ ნაფიცმსაჯულთაგან ყველა არ არის ერთ აზრზე, იწყება ყველაზე საინტერესო… ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც კამათში, უფრო სწორად ჯანსაღ კამათში იბადება ჭეშმარიტება…

პ.ს. ფილმი არის იმდენად შთამბეჭდავი და საინტერესო, რომ ერთ პოსტში არ ჩაეტევა… ამიტომ, ვინც ზევით არ დამიჯერეთ სპოილერებზე და მაინც წაიკითხეთ “რევიუ”, გირჩევთ ნახოთ მიხალკოვის შედევრი დაუყონებლივ… რადგან თვითონაც არ ვიცი როდის მოვახერხებ მეორე ნაწილის დადებას… : ))

*რიმეიქი – სიტყვიდან remake ანუ ხელახლა გაკეთება. ამ შემთხვევაში, არსებული ფილმის, ხელახლა გადაღებას ნიშნავს…
**არტჰაუზი – სიტყვიდან art house ანუ ხელოვნების სახლი. ასე უწოდებენ ისეთ სერიოზულ ფილმებს, რომლებიც არ არის კომერციაზე გათვლილი… ძირითადად ასეთ ფილმებში, რეჟისორის შემოქმედებითი უნარი ვლინდება ხოლმე… ასევე, ფილმი აგებულია მასში მონაწილე პირების ფიქრებით და ოცნებებით და ნაკლებად ჰგავს ისეთ ფილმებს, სადაც ლოგიკურად ვითარდება სიუჟეტი…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

7 Comments so far »

  1.  

    kate alukard said

    April 4 2011 @ 20:30

    სპექტაკლი ვნახე ამას წინათ და ძალიან მომეწონა… ფილმი არ მინახავს : )))

  2.  

    svani said

    April 4 2011 @ 20:30

    უძლიერესია!!!

  3.  

    საბა said

    April 4 2011 @ 20:30

    საოცარი ფილმია მართლა გუშინ ვნახე ზუსტად მიხალკოვის რიმეიქი და ძალიან მომეწონა..

  4.  

    ჯობავა said

    April 7 2011 @ 20:30

    ამ ფილმს შენი რჩევით ვუყურე და მაგრად დამევასა აი ძალიან მაგარია მიხალკოვი…მსგავსი რამე იცი ახალი გადაგებული?

  5.  

    svani said

    April 7 2011 @ 20:30

    მიხალკოვის?! : ))
    თუ მსგავსში რას გულისხმობ?! : ))

  6.  

    joke_maker said

    June 20 2011 @ 20:30

    ლინკი მომეცი რა ამ ფილმის, მიხალკოვის ვერსია ვერსად ვნახე და არ ვიცი გაქვს თუ არა მაგრამ სხვადასხვა ჟანრების ტოპ ფილმები რო ჩამოწერო შენი გემოვნებით კარგი იქნება, თორე მე პირადად გამომელია უკვე იმდენ ფილმს ვუყურე. IMDB არ მიხსენო ოღონდ.

  7.  

    svani said

    June 20 2011 @ 20:30

    კარგი იდეაა, will be working on it…
    რა პოვნა ამას უნდოდა?! : ))
    http://allmovies.ge/ge/#movie/AFBFI

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online