იმდენი რამე მაქვს დასაწერი, რომ მიჭირდა იმის მოფიქრება თუ რითი დამეწყო, მაგრამ ჩემი ხელისუფლება, რისი ხელისუფლებაა თუ ყველა მოქალაქის დილემაზე არ იზრუნა… ამიტომ, დღეს, ჩემი პოსტის, პოსტის რა, უფრო პროტესტის მთავარი თემა დასუფთავების გადასახადის ახლებური წესით გადახდა იქნება…

ყველასათვის ცნობილია, რომ პარკებში სპირტიანი სასმელის მოხმარების და “ზასაობების” გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ჩვენს არაჩვეულებრივ და ეკონომიკურად მგდრად ცხოვრებაში…

გადაწყდა, რომ დასუფთავების გადასახადს, მიაბამენ დახარჯული ენერგიის კილოვატსაათებს… ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც სჩვევიათ ხოლმე, სპეციალურად გამზადებული სახეებით გვამცნობენ, ამით კაცი-შვილს არ უძვირდება გადასახადი-ო…

თუმცა, ამას მხოლოდ დღის საათებში ამტკიცებდნენ, საღამოს კი დისკუსიაისას, განაცხადეს, რომ გარკვეულ ნაწილს, რაღა თქმა უნდა, გაეზრდება გადასახადი, მაგრამ რაც მთავარია ზოგს შეუმცირდება…
როგორც ყოველთვის, მათ მოიყვანეს ზეპირსიტყვიერი სტატისტიკა, რომლის გადამოწმების საშუალებაც რეალურად არ არსებობს, რახან თელასი კარგა ხანია კერძო კომპანიაა და თუ არ უნდა შესაბამისი ინფორმაციის მოცემა, შეუძლია ბუკვალურად სამ ასოზე გაგზავნოთ, უპრობლემოდ…

როგორც უპრობლემოდ გააძვირეს დასუფთავების გადასახადი თავდაპირველად, სულზე 2.5მდე და როგორ ჯიუტადაც გვიუმტკიცებდნენ, რომ ეს გენიალური ცვლილება იყო, ისე უპრობლემოდ შეცვლიან დღესაც და მიაბამენ ამ გადასახადს გამოყენებულ ელექტროენერგიას… (თუმცა, ყველაზე ირონიული ისაა, რომ იმის აღიარებაც არ უნდათ, რომ წინა ცვლილებამ არ გაამართლა…) ასევე, უპრობლემოდ დააჯარიმებენ “მოზასავე” წყვილებს, ლუდის მსმელ ახალგაზრდებს და ასე შემდეგ… არც იმის მჯერა, რომ ახალი კანონი იმისათვის შემოიღეს, რათა მთვრალი ადამიანების მიერ დებოშის ჩადენის მცდელობა აღკვეთონ… WTF?! მაგას რა, ამ კანონის შემოღებამდე დაუსჯელად ტოვებდნენ?!

მოკლედ მე დავბრმავდი თვალებში ამდენი ნაცრის შეყრით, მაგრამ მეტის ღირსები ვართ!!! იმიტომ რომ ხელისუფლება თავსგასულია და რასაც უნდა იმას აკეთებს, ოპოზიცია კი უმაქნისი და უსუსრი, ხოლო ქართველი ხალხი კი გლადიატორების ორთაბრძოლაზე შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას მაგონებს… რომლებიც ამ ყველაფერს ისე უყურებენ, როგორც სანახაობას, ამასობაში კი საქართველო ნაგლეჯ-ნაგლეჯ ნადგურდება…
გიყურებთ და ვფიქრობ, “გაღვიძება” არა ცელი…
არ გვეღირსება ჩვენ ეგ კაი ხანი…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

4 Comments so far »

  1.  

    ვასასი said

    June 25 2011 @ 20:30

    უკეთესი, უკეთესი!..

  2.  

    svani said

    June 25 2011 @ 20:30

    ვ სმისლე?! უკეთესი დამეწეროს, ეს არ ვარგა თუ ეს უკეთესია ვიდრე სხვები თუ რას მესოსონარიმანიძავები?! 😀 😀 😀

  3.  

    ვასასი said

    June 26 2011 @ 20:30

    ვისა ჩემეე…. :/

  4.  

    Zurriuss.Ge said

    June 26 2011 @ 20:30

    დაველოდები, სავარაუდოდ, ხვალინდელი “ლიბერალის” ნომერში მაგაზე უნდა იყოს VS სტატია :პ

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online