ხმა დაირხა “წერეეეეეთელმა დააააგვიიიბარა”-ო, რომ “სექსების” სწავლებას აპირებენ სკოლებშიო და ატყდა ამაზე ერთი კამათი და ვაივიში…
რაღა თქმა უნდა, ამას გამოეხმაურა საზოგადოების “პრადვინუტი” ნაწილი ე.წ. ბლოგერთა მთელი კასკადი და რაც წავიკითხე, ყველა პოსტში, გამწარებული ლანძღავენ მათ, ვინც ამ რეფორმის წინააღმდეგია ან უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ ზრდილობიანად, არგუმენტირებულად ასწორებენ მიწასთან…

რა არის მათი არგუმენტები?!  ისინი თვლიან, რომ “სექსოლოგიის” გარეშე, მოზარდებში სექსი დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ზედაპირულ ცოდნაზე, ხშირია უდროო ორსულობა, აბორტი, ინფიცირება, რაც მომავალში, უფრო სერიოზულ პრობლემებში (უშვილობა) და დაავადებებში გადაზრდის საშიშროებას ბადებს…

ერთი მხრივ, ეს რეალობაა… და რაც არ უნდა მწარე იყოს ის, დღევანდელი სიტუაცია გვიბიძგებს, რომ თვალი გავუსწოროთ მას… მეორე მხრივ კი, ეს მარტო უარყოფითი მხარეებია და როცა მხოლოდ მათ კითხულობ, ბევრად უფრო დიდი უარყოფითი ეფექტი აქვს…

“რა დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს რამის არ ცოდნას, ღმერთმანი?!” იკითხავს, ალბათ, ბევრი, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი ღმერთს არც ახსენებს ასეთი სერიოზულობით, დღეს ხომ ათეისტობა და “უღმერთოობაა” მოდაში…

შევეცდები ამ კითხვას, მეორე კურსზე გრეგორი მენქიუს სახელმძღვანელოში ნასწავლი მაგალითით ვუპასუხო, რომელიც შეიძლება დეტალებში არ მახსოვს, მაგრამ აზრს მიხვდებით…
პარადოქსი უსაფრთხოების ღვედების შესახებ: მათ გამოგონებამდე ხდებოდა უამრავი ავარია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გამოიგონეს უსაფრთხოების ღვედები, მძღოლებმა უფრო დაცულად იგრძნეს თავი. ისინი უფრო გაბედულად და დიდი სიჩქარით მართავენ მანქანას, რაც ზრდის ავარიების რაოდენობას, თუმცა დაზიანებები შედარებით მცირეა-ო გვეუბნება სტატისტიკა…

ჩემი მეორე და მთავარი არგუმენტი, ერთ-ერთი ბლოგერის პოსტშიც წავიკითხე, თუმცა გაკვრით იყო დაწერილი, სასხვათაშორისოდ და ამასთან ნახსენები იყო, რომ ეს ცალკე თემაა… ძალიან დამწყდა გული, ასე რომ ფიქრობენ ადამიანები, რადგან ვთვლი, რომ ეს დეტალი ყველაზე მთავარია ამ საკითხში. “ეს” ანუ კვალიფიციური კადრების ნაკლებობა… მე არ მინდა ჩემს შვილს ლოტოტრონით არჩეულმა სკოლის დირექტორმა, რომელის ნაცვლადაც გადაწყვეტილებებს შეიძლება მანდატურიც კი იღებდეს, დაუნიშნოს “სექსოლოგიის” მასწავლებელი… ის, ვინც შეიძლება ასწავლოს ეს საგანი, ძალიან ბევრ დეტალში უნდა იყოს გათვიცნობიერებული, ამასთანავე, უნდა იყოს ძალიან კარგი ფსიქოლოგი, ჰქონდეს სიტუაციის ზუსტი შეფასების უნარი, დახვეწილი მეტყველება… მოკლედ რომ ვთქვათ, გენიოსი უნდა იყოს თავის საქმეში, ხოლო იმ ქვეყანაში, სადაც ფსიქოლოგიის დარგი იმდენად ჩამკვდარია, რომ 100%-იდან მხოლოდ 3%-ს შეიძლება ჰყავს ფსიქოლოგი და იმათი კვალიფიციურობაც ეჭვქვეშაა, მე უბრალოდ არ მესმის, ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი!!! როცა, კარგი და კვალიფიციური მასწავლებლები, პანტა-პუნტით იყრებიან სკოლიდან ასაკის, პოლიტიკური შეხედულებების თუ პირადი უთანხმოების საფუძველზე, როცა პირველკლასელ ბავშვებს ნეთბუქებით ცდილობენ ასწავლონ ინგლისური, დედა ენასთან შეთავსებით, მე უბრალოდ არ მჯერა, რომ ერთი სკოლისთვის მაინც გამოიძებნება ისეთი პროფესიონალი აღმზრდელი, რომელიც ბავშვებს ცნობიერებას არ დაუმახინჯებთ და იმაზე უარეს შედეგებამდე არ მიგვიყვანს, ვიდრე დღეს გვაქვს!!!

და ბოლოს, ამ რეფორმის განხორციელების მომხრეების მთავარი არგუმენტი სტატისტიკაა… დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა ძალიან განათლებული ადამიანები არიან, ამიტომ უკანასკნელი არგუმენტის გასაქარწყლებლად, უბრალოდ გენიოსი მწერლის ფრაზას შევახსენებდი:
“არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.”მარკ ტვენი

Comments

comments

Powered by Facebook Comments

9 Comments so far »

  1.  

    მეცმიყვარხარ said

    April 28 2011 @ 20:30

    გეთანხმები პედაგოგებთან დაკავშირებით. მაგრამ თუ არ იქნა ამის მოთხოვნა შესაბამისი კადრი არასოდეს მომზადდება :)

  2.  

    Wise Camel said

    April 28 2011 @ 20:30

    მოიცა აბა ბავშვები რომ შეყარეს ერთად და მიაყენეს პარლამენტს (სახეებზე ეტყობოდათ რომ სულ ძალით წაიყვანეს ბებიებმა და სულ არ ეხალისებოდათ იქ ყოფნა) ამის გამოა? ეხლა ამოვიარე პარლამენტთან და ხალხი ძირითადად ყვიროდა, ცივილიზებული აქციის იმას არაფერი ეტყობდა, ნუ როგორც ყოველთვის.

  3.  

    svani said

    April 28 2011 @ 20:30

    არ ვიცი ქემელ, რაზე ამბობ, გარტყმაში არ ვარ…

  4.  

    მ said

    April 28 2011 @ 20:30

    ინგლისში ცოცხალ მოდელებზე ატარებენ სექსის გაკვეთილებს 16 წლის ბავშვებისთვის:)

  5.  

    Wise Camel said

    April 28 2011 @ 20:30

    რავიცი აქცია იყო რაღაც და იქვე უმცროსკლასელები დავინახე, რატომღაც ამას დავუკავშირე.

  6.  

    svani said

    April 29 2011 @ 20:30

    არ ვარ საქმის კურსში, ნამდვილად… : )

  7.  

    ნანუ said

    May 4 2011 @ 20:30

    დიდი ამბავი ოცდამეერთე საუკუნეა

  8.  

    svani said

    May 4 2011 @ 20:30

    ანუ?! მე რომ ავიღო და ხვალიდან “ვიტანტალო” თბილისის ქუჩებში, მაგაზეც იგივე კომენტარი გექნება?! : ))

  9.  

    ოთო said

    May 9 2011 @ 20:30

    აზრს ვეთანხმები მაგრამ საზოგადოების “პრადვინუტი” ნაწილიც არამგონია სხვა რამეს ამბობდეს… უარესი შედეგისთვის არავინ წერს და როცა ასე წერენ ეს ნიშნავს რომ კარგად ესმით პრობლემის არსი, ეს “პრადვინუტი” ნაწილი უმეტესად 16 – 20 წლის ახალგაზრდები არიან და კარგად ესმით რომ ახლა და ამ სკოლაში ეს შეუძლებელი იქნება მაგრამ რადგან პრობლემა წამოჭრილია იმას მაინც ეცდებიან თავიანთი შვილებისთვის გააკეთონ კარგი ამ მხრივ.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online