როგორც ‘ბატონი’ ფელიქს დესუზა იტყოდა ქართულად ნათარგმნი “ფორმულა 51″-დან, “გიძღვნით გულთბილ სალამს…”:

ჩვენს მთავრობას, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ბიზნესის კეთება მარტივია ჩვენს ქვეყანაში…

იმ ბიზნესმენებს, რომელთაც მათი არ ჯერათ, პირადი გამოცდილების გადამკიდე, მაგრამ მათთან თანამშრომლობის გარდა სხვა რაციონალურ გზას ვერ ხედავენ…

უტყუარ დაპირებებს უმუშევრობის შემცირების თაობაზე, რომელიც არითმეტიკული პროგრესიისავით იზრდება ამ ბოლო დროს და გეომეტრიულისაკენ მიილტვის…

საქართველოში მოღვაწე ყველა იმ კომპანიას, რომელთა ‘ადამიანთა რესურსების’ (HR) დეპარტამენტი მოწადინებულია სტუდენტთა დასაქმებით, მაგრამ თვლის რომ ადამიანი სამუშაო გამოცდილებით იბადება…

ასევე ყველა იმ დამსაქმებელს, რომლებიც ოდნავ მეტი სამუშაოს გამოჩენისთანავე, მოიწვევენ და ‘აპახავებენ’ სტაჟიორებს, ყოველგვარი ანაზღაურების და დასაქმების პერსპექტივის გარეშე ან ფსევდო დასაქმების პერსპექტივით…

ყველა თავის საქმეში პროფესიონალ და გამოცდილ ადამიანს, რომლებიც თმაში ჭაღარის შეპარვამ, მომენტალურად, “დროებით” უმუშევრად აქცია…

უცოდინარ და ამპარტავან ბიჭბუჭებს, რომლებიც დღესდღეობით, რატომღაც, ზევიდან იყურებიან…

ელიავაზე მდგარ ადამიანებს, რომლებიც ყველა მძღოლს “თვალებში შესციცინებენ”…

მეძავებს, რომლებიც შეიძლება სულიერად იმდენად გარყვნილები არ არიან, რამდენადაც ზოგიერთი, გაცილებით მაღალშემოსავლიანი ადამიანი…

სალამს ვუძღვნი ასევე:
მდგრადად განვითარებულ ეკონომიკას…
30 ლარიან სასურსათო და 20 ლარიან ელექტროენერგიის ვაუჩერებს…
100 ლარიან პენსიას და იმ პენსიონერსაც, რომელსაც ვერ დაუმტკიცებია რომ სტუდენტი არაა, კუთვნილი პენსიის ასაღებად…

და ბოლოს, რაღა თქმა უნდა მივესალმები ჩემს სამშობლოს, რომლის არაოკუპირებულ და ჯერ გაუყიდავ ტერიტორიაზე, ამერიკის ისტორიისხელა მარტო მუხები დგას…

კაი გამარჯობა თქვენი, ხალხნო და ჯამაათნო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: როგორა ხართ, როგორ?! : | : | : |

Comments

comments

Powered by Facebook Comments

6 Comments so far »

  1.  

    cucqira7 said

    April 9 2011 @ 20:30

    16 blocks ამ კინოზე ხოარაფერს დაწერდი 😛

  2.  

    svani said

    April 9 2011 @ 20:30

    არა მგონია… : ))
    მაგაზე რაა დასაწერი?! : ))
    ეგ ისაა ხო, ბრიუს უილისი, რომ ჩალიჩობს მოწმის გადარჩენას?! : ))
    მალე გუგულის ბუდის ან რევოლვერის განხილვას დავდებ, ალბათ…
    უბრალოდ ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება… : ))

  3.  

    cucqira7 said

    April 9 2011 @ 20:30

    გუგულის ბუდეზე დადე მაშინ. ძალიან მაგარი ფილმია :)

  4.  

    svani said

    April 9 2011 @ 20:30

    ვეცდები ყველანაირად, რომ მალე დავდო მომდევნო და თან იყოს საინტერესო…
    12-ზე რას ფიქრობ?!

  5.  

    blog.anuna.ge said

    April 10 2011 @ 20:30

    მდგრადად განვითარებულ ეკონომიკას…მეც გულითად სალამს მივუძღვნი და კიდევ ის მუხა მხოლოდ იმიტომ დგას კვლავ და კვალ წყლის დასხმა, რომ არ უნდა :)

  6.  

    ლაშა said

    November 9 2012 @ 20:30

    კაი პოსტია.. და ურეალურესი : D : )))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online