დღითიდღე მაოცებს და აღტაცებაში მოვყავარ ადამიანების უსაზღვრო ფანტაზიას და კრეატიულობას… მას შემდეგ, რაც სამსახურში ინტერნეტ რესურსის შეზღუდვები გავაპროტესტე, აღმოვაჩინე, რომ ნელ-ნელა ამ ყველაფერმა საზოგადო და საყოველთაო სახე მიიღო…

არსებობს ერთი მშვენიერი გამოთქმა, რომელიც ამ სიტუაციას საუკეთესოდ ერგება “კანონი იმისთვის არსებობს, რათა ის დაარღვიო…”… მიუხედავად იმისა, რომ რეალურად არაეთიკურია ეთანხმებოდე ამ გამოთქმას, ყოველთვის არსებობს გამონაკლისები…

როცა, ადამიანს ისეთი რამის კეთებას უკრძალავ, რაც სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი, ისიც უნდა გახსოვდეს, რომ “ჩვევა რჯულზე უმტკიცესია”!!! მითუმეტეს, როცა საქმე კომპიუტერულ სამყაროს და ინტერნეტს ეხება, ყოველთვის, ვიმეორებ ყოველთვის გამოინახება ალტერნატიული გზები… ალტერნატიული გზები რომ არა, სამსახურის კომპიუტერიდან შეუძლებელი უნდა იყოს “პირწიგნაკზე” შესვლა…

როცა ამერიკაში, სადაც საავტორო უფლებები უმაღლეს დონეზეა აყვანილი, უპრობლემოდ არსებობს ისეთი ტორენტ რესურსი, როგორიცაა thepiratebay.org, ვინ მისცა ქართველ პროვაიდერებს ტორენტების გათიშვის უფლება?! ვის რა ჩემს დურბინდად უნდოდა მაგათი ჯღლართი ფილმი?! ვინ არის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი და როგორ მივიდა ამ დასკვნამდე?! “ვიკილიქს”-ს ვერ თიშავდნენ ამერიკაში სასამართლოს ნებართვის გარეშე და ამათ აიღეს და “ჯასთ” გათიშეს?! : | : | : |

პ.ს. აბა ყველა პქროქსის დაბლოკვასაც თუ მოახერხებთ… გუდ ლაქ გაიზ… ^^

Comments

comments

Powered by Facebook Comments

4 Comments so far »

  1.  

    იზაია said

    June 19 2011 @ 20:30

    მიუხედავად ყველანაირი შეზღუდვებისა და შევიწროებისა, მაინც მოვახერხე ამ ფილმის ყურება 😀 დიდი ვერაფერი. ნამდვილად არ ღირდა ამ “შედევრის” გულისთვის ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა..

  2.  

    Jessie said

    June 20 2011 @ 20:30

    მე მოავსწარი ამ ფილმის გადმოწერა, მაგრამ ეჯრ არ მინდა ვუყურო,.. მერე უნდა მეიწერათ საეტიბისათვის და ეჯრ გაეფრხილებინათ.. იქნებ სულაც არ მაიენ=ტერესებს მათი ფილმი და რამე წიგნებს ან მუსიკას ვიწერ :(( ოო ეგოისტები რა

    სვან +1

  3.  

    svani said

    June 20 2011 @ 20:30

    ეგოისტები კი არა, იდიოტები არიან!!! ან ეს ინდექსების შეცვლა, რაღა მატრაკვეცობა იყო?! :@ :@ :@

  4.  

    ქეით ალუკარდი said

    July 15 2011 @ 20:30

    ჯღლართი ფილმი :დ:დ:დ

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online