ccccc

მოკლედ, “ჯი პი აი ჰოლდინგმა” გამოაცხადა კონკურსი ბლოგერებისათვის, სადაც უნდა მოგვეფიქრებინა რაიმე ისტორია მისტერ რექსიზე… ხოდა, მეც შევეცადე ჩამერთო ჩემი შრეტადი ფანტაზია და მიმეღო მონაწილეობა.

გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა რომ თქვენი ლაიქები ვერ დააპურებს სომალელ ბავშვებს, მათ შეუძლიათ ძალიან ახლოს მიმიყვანონ გამარჯვებასთან…

პ.ს. ეს თქვენი გამარჯვებაც იქნება!!! 😀
***

მისტერ რექსის მამა მდიდარი ოლიბარქი გახლდათ. ქალაქში უამრავი ჭორი დადიოდა, რომ ბნელ 90იანებში, მამაძაღლობით ჰქონდა ფული ნაშოვნი. მაგრამ ყურშა ამ ჭორებს თავის ერთი პარტყუნა ყურში შეუშვებდა და მეორედან გამოუშვებდა ხოლმე. მას არასდროს აღელვებდა ხალხის აზრი, აზრი კი არა თვითონ ხალხიც არასდროს აღელვდებდა. ყურშას ყველაფერი ჰქონდა, რაც კი მოესურვებოდა… თუმცა მილიონერობის და პოეზიის დიდი სიყვარულის მიუხედავად, რაინდობაზე არასდროს ჰქონია პრეტენზია

ოოოო, აი ქალები, ქალები ძალიან უყვარდა. შებმის ბევრნაირი ხერხი იცოდა… ამიტომ კარადაში დამალულსაც არაერთი საათი გაუტარებია, ერთხელ სამ უცხო კაცთან ერთადაც კი მოუწია დამალვა.

xxx

გავიდა დრო და ყურშას ძალიან მობეზრდა „აშეინიკახსნილი“ ცხოვრება და ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. როგორც ცნობილ ოლიბარქს ეკადრებოდა, ცოლად სუპერმოდელი ნასწია მეიყვანა. ნასწიას მისი კოლეგები შურით უყურებდნენ, ძაღლის ბედი აქვსო ამბობდნენ, მაგრამ როგორც ყურშა, ნასწიაც ძალიან ინდეფერენტული იყო ჭორებისა და ხალხის მიმართ.

ყურშას ძალიან უყვარადა პოეზია, თუმცა ერთი პრობრემა ჰქონდა. ლ-ს თქმას როცა ცდილობდა, ყოველთვის „რ“-დ ესმოდათ გარშემომყოფებს. სწორედ ამიტომ, ნასწიასთან ერთწლიანი კოაბიტაციის შემდეგ, ქვეყანას მოევლინა პატარა რექსუნა. მშობლებისგან განსხვავებით, პატარა რექსუნას ძალიან უყვარდა ადამიანები. უცხო ხალხის გარემოცვაშიც კი ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და ერთი გენიალური თვისება ჰქონდა – ღალატი არ ჩვეოდა. (რექსუნა არასოდეს გიღალატებთ!!!)

zzzzzzzzz

მიუხედავად იმისა, რომ რექსი რეპერი არ იყო, ოლიბარქი მამა ძალიან ანებივრებდა. ყურშამ თავის შვილს, მართვის მოწმობის აღება, ახალთახალი რექსუსის ჯიპის ჩუქნით მიულოცა. ნასწია უფრო მოკრძალებული გამოდგა და რექსის, ჯიპიაი ჰოლდინგის პოლისი „ავტო კლასიკი“ აჩუქა. ყურშასი არ იყოს, რექსიც ძალიან პოპულარული იყო სამეგობრო წრეში. გოგოები მასზე ჭკუას კარგავდნენ… ნუ, ქერებსაც ევასებოდათ.

123

მაგრამ რექსი თავიდანვე უცნაური ბავშვი გახლდათ. ან ჩვეულებრივი როგორ იქნებოდა, ის იყო პირველი ჰიბრიდი, რომელიც იაპონელებს არ გამოუგონიათ. მალევე მიხვდა, რომ დედ-მამასთან ფუფუნებაში ცხოვრება აღარ სიამოვნებდა. რექსის მოწოდება ადამიანებზე ზრუნვა გახლდათ, მისი დედ-მამა კი სხვა ყაიდის ქალ-ძაღლი იყვნენ. რექსიმ ვერ მოახერხა მშობლებისთვის გაემჟღავნებინა თავის სურვილები. ამ ფაქტის დამსახურებით, მის ცხოვრებაში ახალი გულითადი მეგობარი, ალკოჰოლი გამოჩნდა.

ერთხელაც, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ან და მოდი პირდაპირ ვთქვათ, გაღორძაღლებული რექსი, მოაჯდა თავის რექსუს და სახლიდან გაიქცა. პოლ ვოკერი იქით იყოს და მცირე ავარია შეემთხვა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, უფრო მეტიც… ამ ავარიამ დიდწილად განსაზღვრა რექსის მომავალი ცხოვრება. მას შემდეგ რექსი ჯიპიაი ჰოლდინგში მუშაობს და ალკოჰოლის ნაცვლად ყოველთვის რძეს მიირთმევს.

Untitled 4

Comments

comments

Powered by Facebook Comments

2 Comments so far »

  1.  

    სექსუალური თანდილა said

    December 2 2013 @ 20:30

    ცხვარი და ოციანი შენზეა?

  2.  

    svani said

    December 2 2013 @ 20:30

    ჯერ მამაგებიეთ და მერე ცხვარიც იქნება და ოცდახუთიანიც… 😀 😀 😀

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online