რა არის სიყვარული?! სიყვარული ისეთივე ცნებაა, როგორც ღმერთი…
მიუხედავად იმისა, რომ უფალს სხვადასხვა რელიგიებში განსხვავებული სახელები აქვს, ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს მასზე, თუმცა ლოცვისას მაინც ერთ უზენაესს მიმართავენ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად… ამიტომ შეუძლებელია არსებობდეს რეგიონალური სიყვარული, მაგალითად ამერიკული ან თურქული და ასე შემდეგ… მაგრამ… საქართველო, როგორც ყოვლადუნიკალური და გამორჩეული ქვეყანა, ამ მხრივაც განსხვავდება დანარჩენი სამყაროსაგან…

იდეაში, სიყვარული მაშინ იჩენს თავს, როცა ორი ინდივიდი ერთნაირი თუ არა, ყოველშემთხვევაში ძალიან ძლიერი გრძნობით განიმსჭვალებიან :) ერთურთის მიმართ, თუმცა ქართულ პრაქტიკაში, ამ ყოველივეს, როგორც სხვა დანარჩენს მარაზმის სახე აქვს შეძენილი…

კერძოდ კი რაშია საქმე…
რატომღაც ჩვენთან მიღებულია, რომ სიყვარული მხოლოდ ბიჭის რესურსებზე აისახება მკვეთრად, როგორც ფინანსურზე, ასევე სხვა დანარჩენზეც… მოკლედ, რომ ვთქვათ ფუფუნების საგნადაა ქცეული დიადი მწერლების თუ პოეტების მუზა… : ))

ჩვენთან რატომღაც მიღებულია, რომ მხოლოდ ბიჭი უნდა აქცევდეს გოგოს ყურადღებას…
მიღებულია, რომ მარტო ბიჭი უნდა “იწეწებოდეს”…
მიღებულია, რომ თუნდაც დაბადების დღეზე ბიჭმა აჩუქოს გოგოს საჩუქარი, გოგო კი მხოლოდ მესიჯით ან რაიმე მსგავსით შემოიფარგლოს…
მიღებულია, რომ ბიჭმა ყველა საქმე უნდა გადადოს გულისსწორისთვის, გოგოს კი ყველაზე სულელური რამაც კი შეუძლია მოიმიზეზოს…

ახლა კი შევხედოთ გოგოების მხრიდანაც:

რატომღაც ჯააან მაგარი გოგო ხარ ბიჭს თუ “გაწეწავ”…
რატომღაც რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევ ბიჭს მით უფრო მაგარი როჟა ხარ…
რაც მეტს გააწვალებ და გააწამებ, მით მეტი გაქვს დაქალებისთვის მოსაყოლი…
“ი ტაკ დალეე, ი ტამუ პადობნოე…”

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამაზე ‘ვარესები’ ამ სიყვარულობანას თამაშს მოსდევს!!! : |

პირველი ყველაზე fuckiN მარაზმი, ფენომენი, რომელსაც დღემდე ვერ ვუპოვნე ახსნა, ეს არის შეყვარებულის მესიჯების, სკაიპის ისტორიის, Facebook-ის, ‘თანაკლასელების’ და ათასი სისულელის კითხვა, მისდა დაუკითხავად, თუმცა რა საჭიროა ეს უკანასკნელი, როცა შეყვარებული მზადაა ამ დიადი გრძნობის სანაცვლოდ, მოგცეს ყველასა და ყველაფრის პაროლი… : | : | : |

პ.ს. ისეთი გრძნობის დედაც ვატირე, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე არაა დაფუძნებული!!!

რიგით მეორე კი ამაზე ბევრად უარესია… ეს ის შემთხვევაა, როცა ერთ დასაწვავ აქტს ოჯახის შექმნა და იდეაში საუკუნო თანაცხოვრება მოჰყვება… მე არ მესმის, ჩემამდე არ დადის თუ რატომ უნდა აიძულო ვინმეს მოგიყვანოს ცოლად, მხოლოდ იმიტომ რომ მისგან დაფეხმძიმდი… : | : | : |
ცუდად არ გამიგოთ, მე ყველანაირად ვგმობ აბორტს, ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ძალადობით შექმნილი ოჯახი იქნება მისაბაძი და ხანგრძლივი…
ანუ რა გამოდის?! იმის შიშით, რომ ბავშვიანი ვის ვენდომებიო, გოგოები განქორწინებულის სტატუსსაც იკიდებენ…

ამ ყველაფერ ზემოთხსენებულს, ისევ ძველქართული ტრადიციული, მაჭანკლობის მარაზმი თუ არ მერჩივნოს, მომაჭერით თავი კბილებში… : ))
არ მინდა მე ასეთი “სიყვარული”!!!


we are having different priorities in life!!! : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

1 Comment so far »

  1.  

    დეკემბერიუსი said

    December 22 2011 @ 20:30

    გამიკვირდა რომ ამ პოსტზე კომენტარი არ იყო :)
    მოკლედ თითქმის ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ერთ რამ ცოტა არ მომეწონა.
    ყურადღება რომ ახსენე, ყურადღება საჭიროა ორივე მხრიდან, და თან ზომიერი, რაც საქართველოში არ იციან. ან არ აქვთ ყურადღება, ან აქვთ ზედმეტი. მაგალითად ჩემი ნაცნობი მის შეყვარებულს ყოველ წუთს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და წერდა. ეს უკვე მეტისმეტია ჩემი აზრით, როგორც გოგოს ისე ბიჭის მხრიდანაც. აი ესაა მარაზმი.
    დანარჩენში მართალი ხარ.
    იცი რაა, ქართველ გოგოებში მიღებულია ის რომ ბიჭს ბევრი უნდა ახვეწნინო და მსგავსი ბლა,ბლა,ბლა.
    თუ ასე არ იზამ დაქალების ქილიკს უნდა გაუძლო. იმიტომ რომ მათი აზრით ”თუ უყვარხარ საუკუნე დაგელოდება”, ბლა,ბლა,ბლა. :@ ნუ ჩემი დაქალები ამის გამო მეჩხუბებიან ხოლმე.
    ნუ პაროლების გაცვლა და საერთო პროფილების გაკეთება ხომ საერთოდ ცალკე თემაა :/
    სექსს რაც შეეხება, როცა გათვითცნობიერებული გაქვს რომ ბავშვი არ გინდა ასეთ დროს არსებობს პრეზერვატივი, მაგრამ სამწუხაროდ მე ბევრი ბიჭისგან გამიგია რომ მაგას არ გავიკეთებთო ანუ ”ჩვენ ეგ არ გვჭირდებაო”.
    ასე რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენში არაა :)))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online