აწ უკვე გასული კვირის სამუშაო დღეებში, ისე მოხდა, რომ არცერთი ფილმი არ მინახავს თუ არ ჩავთვლით ‘Welcome to the Rileys’, რომელსაც რატომ ვუყურე, დღემდე არ ვიცი… მაგრამ ეს ჩავარდნა, ‘ვიკენდზე’ ავანაზღაურე და რამდენიმე ძალიან კარგი ფილმი ვნახე…

მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტირანოზავრი… სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამაზე მისი სახელიც მეტყველებს… (იმიტომ, რომ ძალიან ცდებით თუ ფილმი სპილბერგისეული ფანტასტიკა გგონიათ…)

ტირანოზავრი არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემაზე, თუმცა ქალებზე ძალადობა მისი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. ჯოზეფი, ფილმის მთავარი გმირი, ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და ფეთქებადი პერსონაჟია. ცოლის გარდაცვალებამ, მის ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა, თუმცა არც იქამდე იყო ჩვენი მთავარი გმირი აბრამის ბატკანი. მან ძალიან რთული ცხოვრება განვლო, ბევრი გასაჭირი თუ განსაცდელი ნახა და ამ ყველაფრის შემდეგ უფრო აგრესიული და ცხოვრებაზე კიდევ მეტად გაბოროტებული ადამიანი გახდა.

(ალბათ, ბევრ თქვენგანს არ გინახავთ ეს ფილმი და ჩემი რჩევა იქნება, რომ აქ შეწყვიტოთ კითხვა და მხოლოდ ნახვის შემდეგ გააგრძელოთ) SPOILER ALERT!!!

მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ჯოზეფი, სრულიად შემთხვევით, გადაეყრება ‘მოწყალე სამარიტელ’ ჰანას… ფილმიდან მალევე ვგებულობთ, რომ რეალურად ჰანას გაცილებით რთული და მძიმე ცხოვრება აქვს ვიდრე ჯოზეფს, თუმცა ეს, ფილმის დასაწყისში, ერთი შეხედვით არცთუ ადვილი შესამჩნევია. მიუხედავად ამ ფაქტისა, ის არ კარგავს ადამიანებისადმი რწმენას და მაინც, თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ უსამართლოდ კეთილგანწყობილია ყველას მიმართ…

ჰანას ქმარი პირუტყვივით ექცევა, თუმცა ასეთ მოპყრობას იმდენად ქრონიკული ხასიათი აქვს, რომ ის აღარც აქცევს ყურადღებას. ამასობაში ჯოზეფი და ჰანა ‘მეგობრდებიან’, თუმცა მათი დაახლოების შესახებ ჰანას ქმრის ჯეიმსის ყურამდეც მიდის, რაც მრავლობით სისხლჩაქცევას იწვევს ჰანას სახეზე. ჯეიმსის პერსონაჟი ფსიქიურად დაავადებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საინტერესოა ის მომენტიც, რომ ფილმის ყველა კაცი პერსონაჟი, მასავით ფიცხი, აგრესიული და დაუნდობელია!!!

ჩემი აზრით, ფილმის კულმინაციად შეიძლება ჩავთვალოთ ის მომენტი, როცა ირკვევა რომ ჯოზეფი ზუსტად ისე ექცეოდა თავის ‘ტირანოზავრ ცოლუკას’, როგორც ჯეიმსი… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა, ამასთანავე ეზიზღებოდა კიდეც და ძაღლის დღეში ჰყავდა ჩაგდებული… (ძაღლს კი გაფიცხებული როგორც მოექცა, ამას ფილმის დასაწყისშივე ვხედავთ…) მაგრამ ჰანას ჩალურჯებების და მისი სიტუაციის გაგების შემდეგ, ჯოზეფი საერთოდ სხვა ადამიანი ხდება…

ბნელს ყოველთვის მოსდევს ნათელი და ჩვენი მთავარი გმირის გვირაბის ბოლოსაც გამოჩნდა სინათლე ჰანას სახით… ფილმს ლაითმოტივად გასდევს რელიგიური ფაქტორი და მისი მთავარი პერსონაჟების სახელებიც კი ბიბლიურია… ჯოზეფიც მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი ცოლისადმი დამოკიდებულებასა და ჯეიმსის პირუტყვობას შორის პარალელი გაავლო… ადამიანები, ხომ ყოველთვის უფრო ადვილად ვხედავთ სხვის თვალში ბეწვს, ვიდრე საკუთარში – დირეს. (მათეს სახარება)

მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, რეჟისორი იმასაც გვაჩვენებს, რომ რაც არ უნდა გულით და სულით ცდილობდე შეცვლას, ხანდახან ისეთი გარემო-ფაქტორების წინაშე დგები, რომ თავს ვეღარ აკონტროლებ… სწორედ ასეთი მომენტი დგება ჯოზეფის ცხოვრებაში, როცა მის პატარა ძმაკაცს, მეზობლის საყვარლის ძაღლი დაამახინჯებს!!! თუმცა იქამდე, ზუსტად ასეთივე მომენტმა ჩაადენინა კეთილშობილ ჰანას საკუთარი ქმრის გამიზნული მკვლელობა!!!

საბოლოოდ კი ყველაფერი მაინც კალაპოტში დგება… ჯეიმსი მკვდარია, მეზობლის საყვარელი ჯოზეფმა დააშოშმინა, ჰანა სასჯელს იხდის, ხოლო ჩვენმა მთავარმა გმირმა კი ახალი ცხოვრება დაიწყო, სულიერი სიმშვიდე ჰპოვა და ის დაელოდება თავისი ცხოვრების მეგზურის ციხიდან გამოსვლას, იქამდე კი სიყვარული კიდევ მრავალ წერილს დააწერინებს…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

4 Comments so far »

  1.  

    gio_samsiani said

    March 24 2012 @ 20:30

    es yvelaeri kai magram spilbergs ras erchi chemi ert erti sayvareli rejisoria

  2.  

    svani said

    March 25 2012 @ 20:30

    ღადაობ?! თუ ეგრე ძალიან გიყვარს, ისიც უნდა იცოდე რომ იურული პერიოდის პარკი მაგისი ფილმია და ზევით მხოლოდ და მხოლოდ ის მიწერია, რომ მსგავსი ფილმი ნუ გეგონებათ, საერთოდ სხვა თემაა-მეთქი… : ))
    ძალიანაც მომწონს სპილბერგი ^^, უბრალოდ super 8-ს რატომ უპროდიუსერა, არ ვიცი!!! : ))

  3.  

    gio_samsiani said

    March 26 2012 @ 20:30

    kai vagiareb super – 8 garda kide aq sisuleleebi naproduselari:D

  4.  

    giorgi said

    August 22 2012 @ 20:30

    es imena gije kinoaa raaa!

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online