საქართველოში, რომ ყველაფერი გადაჭარბებულად და უზომოდ ვიცით, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ამ ბოლო დროს,
ადამიანთა ორი კატეგორია ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს ჩემში… პირველი კატეგორიაა ფსევდომორწმუნე ადამიანები, ხოლო მეორე მოდასაყოლილი “უღმერთოები”… მესმის, რომ ყველას არ სწამს ღმერთის და ყველა ვერ იქნება მართლმადიდებელი, მაგრამ თუ ვთანხმდებით რომ ფანატიზმი არცთუ სახარბიელო რამაა, იმაზეც უნდა შევთანხმდეთ რომ არც ათეიზმით უკიდურესი გატაცებაა პლიუსი!!!

მოკლედ, სოციალური ქსელების გადამკიდე, ხშირად შეხვდებით ზედა ორი კატეგორიის დაპირისპირებას… ძირითადად მეორე კატეგორიის წარმომადგენლები დებენ ისეთ ფოტოებს, ქმნიან ისეთ გვერდებს, ტვირთავენ ისეთ ვიდეოებს, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებს მორწმუნეთათვის წმინდა რელიქვიებს… მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელია მსგავსი საქციელი, ყველაზე მთავარი მაინც ფსევდომორწმუნე ხალხის რეაქციაა ამ ყოველივეზე…

როცა, ჩვენი წინაპრები მახვილით და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სარწმუნოებას და სიწმინდეებს, დღევანდელი თაობა, “დედის ხახის” გინებით გამოხატავს თავიანთ უკმაყოფილებას და რატომღაც ეამაყებათ…

პირველი კატეგორიის ადამიანების რეაქცია, მეორის პროვოკაციულ ქმედებებზე, ბევრად გამაღიზიანებელია ჩემთვის!!! აქ, უკვე რელიგიურობა-არარელიგიურობაზე აღარაა საუბარი!!! ურთიერთპატივისცემის, თავმოყვარეობის და ზრდილობის ფაქტორებია გასათვალისწინებელი… თუმცა, ეს სამი კი მეტწილად აღზრდიდან გამომდინარეობს, “მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ბუნებამც არ უშველა?”

მოეპყარით ერთმანეთს პატივისცემით, მიუხედავად რჯულისა, კანის ფერისა და აღმსარებლობისა!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online