იყო დრო, მკრეხელობად ვთვლიდი იმას, რასაც ახლა ვაკეთებ, . მერე გავიზარდე, რაღაცები ვისწავლე, მივიხედ-მოვიხედე, რუღაცებში ეჭვი შევიტანე და შესაბამისად დავფიქრდი…  ეკლესია გვეუბნება რომ ეჭვი კარგი არ არის, რომ ღმერთის არსებობაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ… მაგრამ ღმერთი ერთია, ზევით პენტჰაუზში ცხოვრობს და ზედმეტად მაღლაა მიწიერი ცოდვებისგან… აქ კი ძირითადად ცოდვილნი, ცდუნებულნი და როგორც ბევრი იტყვის ჩემზე ალბათ, ჩემნაირი გზააცდენილები ვართ ძირითადად, თანაც ბევრნი… ამიტომ მიწაზე ადამიანების ნდობა ნაკლებად შეიძლება, მითუმეტეს მოლაპარაკე ქვეწარმავლების… (ადამ wtf dude?!)

ისეთ პერიოდში გავიზარდე, გაგიკვირდებათ და ასე თუ ისე მაქვს ინფორმაცია “კანონიერი ქურდის” ინსტიტუტის ჩამოყალიბება/განვითარებაზე. თავდაპირველად, კანონიერ ქურდს არ ჰქონდა უფლება ჰყოლოდა ცოლი, ჰქონოდა ქონება, აგარაკები, პრადოები, ბიზნესები… თუმცა, ამ ინსტიტუტმა ისეთი განვითარება ჰპოვა, რომ ჩვენს უპატრონო ქვეყანას ეპიდემიასავით მოედო, რის შედეგადაც იდეაში “მართალი ხალხის დამცველი” კანონიერ ქურდები გახდნენ ბიზნესმენები, მეწილეები, მაფიოზები და მონათ უფრო სწორედ შნირათმფლობელები.

ვიცი, ძალიან ბევრს არ მოგეწონებათ პარალელი, მაგრამ რატომღაც ჩვენი სამღვდელოება ძალიან დაემსგავსა კრიმინალურ ავტორიტეტებს, როგორც ტონალობით, ისე ბიზნესმენობით და რით აღარ… ავტორიტეტი კიდევ მაგათ რომ აქვთ, ქურდებს კი არა, დიქტატორებს არ მოელანდებათ. თავიდან ესენიც საკალლები, სიკეთის მთესველები და კარქები იყვნენ, დღეს კი ოლიკარქებად მოგვევლინენ… იმუქრებიან, იწყევლებიან, იგინებიან, ტაბურეტებით დარბიან (ნუ, ვისაც მართვის მოწმობა არ აქვს…) იესო ქრისტე, აი ის ტიპი, ჩვენი სარწმუნოებით, ყველაზე მართალი და უცოდველი ვინც იყო, თავისი სიტყვითა თუ საქციელით, ნებისმიერ ადამიანს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებდა, თუნდაც მისი სიცოცხლის ფასად!!! მის მიმდევრებს კი, მხოლოდ “ფასად” დაამახსოვდათ და ჩვენც ამ ფასადური მართლმადიდებლობის მოწმენი ვხდებით დღითი დღე…


“მე ძალიან მომწონს ქრისტე, მაგრამ ძალიან არ მომწონს ქრისტიანები”
მაჰათმა განდი

ვიცი, თქვენი რკინის არგუმენტი, რომ ასეთებიც არიან, მაგრამ ამის ყველაზე განზოგადება არ შეიძლება. როცა კანონიერ ქურდს რამე ეშლებოდა ან არასწორად იქცეოდა, მასზე მაღალი რანგის ქურდები სახეს ახევდნენ და “კანონიერი ქურდის” სტატუსს ართმევდნენ… რეალურად, ამანაც არ გამოიღო შედეგი, ბოლოს მაინც გაზულუქდა ყველა… რას იზამ?! გლეხი კაცისთვინ კანონიერი ქურდიც არალიო!!! მაგრამ ხომ ვთანხმდებით, რომ ეკლესია ცოტათი მაინც მაღლა უნდა იდგეს იმ უბედურებაზე, რასაც ქურდბაცაცობა და მაიმუნობა ჰქვია?!  ნუ ოდნავ მაინც, maybe?!

როცა დღისით, მზისით, ყველას თვაწლინ, სტიქაროსნები, მღვდლები, მეუფეები თუ სხვა საეკლესიო პირები, ისე იქცევიან, როგორც სასულიერო პირი კი არა, უბრალო მოქალაქე არ უნდა იქცეოდეს, ხომ უნდა იყოს რაღაც რეაგირება არა?! საპატრიარქოს “მაღალჩინოსნები” თვითონ აძლევენ იმის უფლებას სასულიერო პირებს, რომ მოახდინონ ეკლესიის დისკრედიტაცია… შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, რადგან ხალხს მაინც ბრმად ჯერა ყველაფრის.

ამ კუთხით კი ჩვენს საამაყო პატრულს ჰგვანან. იქაც ეგრეა, იშვიათად თუ გამახსენდება საქართველოში, უფლებამოსილების გადამეტებისთვის დასჯილიყოს ვინმე!!! ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო, გინდაც პირდაპირი და გნებავთ გადატანითი მნიშვნელობით… (ნუ ნორმალურ ძაღლებზეა ეს, რექსიზე არ მაქვს საუბარი)

მგონი, ქართველობის 95% გადავიმტერე ამ პოსტით, ძაღლიან-ბარიგიანად, მაგრამ დუმილი თანხმობის ნიშანია, მე კიდევ ძახილის ნიშნები უფრო მიყვარს!!!

პ.ს. ჩვენი დედაც, ეკლესიაა!!!ერთიერთი111

 

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online