ცოდვების ქალაქად ქცეულ თბილისში, ცოდვების ქალაქი 2-ის პრემიერა გაიმართა გუშინ… დიდი ხანი ვერ ვახერხებდი პოსტების წერას და მინდა რომ ამ ფილმზე მაინც მოგითხროთ…

თავიდან აღიარებითი ჩვენებით დავიწყებ. ფილმის არჩევამდე, ყოველთვის ვამოწმებ IMDB რეიტინგს და metascore-ს.

ამიტომ, ძალიან ცუდი წინასწარი განწყობა მქონდა Sin City 2-ის მიმართ. ეგეც რომ არა, ოდეს ყოფილა აქამომდე ფილმის მეორე და პირველ ნაწილებს ერთად ეჭამათ პური?! ორი გამონაკლისი მახსენდება სულ – ტერმინატორი და შეიძლება ითქვას რომ Elite Squad-იც. (Toy Story-ში მესამე იყო და არ ითვლება)

საკმაოდ ვისიამოვნე ფილმით! Sin City-ს მოყვარულებს, მინდა გირჩიოთ რომ ნახოთ მეორე ნაწილიც. ის ისეთი ვერაა, როგორიც პირველი, მაგრამ გუშინ ერთ რამეს მივხვდი…
მე იმდენად მიყვარს “ცოდვების ქალაქის” გადაღების და თხრობის მანერა, ის იმდენად ორიგინალური და ყველასგან განსხვავებულია, რომ ბევრად უფრო სულელურ მეორე ნაწილსაც ვნახავდი სიამვონებით!!! რაც არ უნდა ბანალური იყოს სცენარი, Sin City-ს საკულტო სტილი, რომელიც როდრიგესმა და ტარანტინომ შექმნეს, მაინც საინტერესო საყურებელს ხდის მას…

მაშ ასე! მოიმარჯვოთ პოპკორნები! და “ცოდვების ქალაქის” სცენარის ტაბულაზე კითხვას, უყურეთ მას დიდ ეკრანზე!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    უმაღლესი მორალური არსება said

    September 5 2014 @ 20:30

    პირველი ჯობია ცალსახად. და watchmen-ს სინსიტი არც უნდა შეადარო. watchmen სრულიად განსხვავებულია, შეუდარებელია, უნივერსალურია, შედევრია…

  2.  

    svani said

    September 22 2014 @ 20:30

    უცნაურია, სად ნახეთ ეს ვოჩმენთან შედარება, ყველა მაგაზე რომ წერთ?! :დ

  3.  

    შმაგი ჯუმბერი said

    October 13 2014 @ 20:30

    ფილმში არის ოთხი ისტორია:
    Just Another Saturday Night;
    The Long Bad Night;
    A Dame to Kill For;
    Nancy’s Last Dance;
    ჰოდა ამათგან პირველი სამი არის პირველი ფილმის პრიკველი და ბოლო არის გაგრძელება.
    რასაც ველოდი ის იყო, იგივე დუხი აქვს რაც პირველს, თუმცა ცოტათი მაინც ალბათ პირველი ჯობია, ალბათ იმიტომ რომ ის მაშინ ახალი იყო, სრულიად განსხვავებული და ეს უკვე ნაცნობი პონტია, თანაც აქ არ იყო სარკასტულ-სატირულ-კომიკური მომენტები ისე ჯიგრულად და ბლომად როგორც პირველში, ეს უფრო დრამატული იყო. არაფერი ახალი აღარ მოგვა.
    პერსონაჟებში სხვადასხვა მიზეზებით შეცვლილ მსახიობებს არაუშავს, მეტნაკლებად კარგად გაართვეს თავი შემქმნელებმა, მაგრამ უფრო კაი იქნებოდა ჯ. ბროლინის სახეშეცვლილ შემდგომ დუაიტის როლში ისევ კ. ოუენი გვეხილა (და არა დაგრიმული ბროლინი).
    წლევანდელ გამოსულ ფრენკ მილერის ორ კინოკომიქს-სიკველებში (300: Rise of the Empire და Sin City: A Dame to Kill For, რომელთაც შიშვლად ნაჩვენები ანტაგონისტი ევა გრინი აერთიანებდა), სამასის Follow-Up ფილმი უფრო მეტად მომეწონა ვიდრე ეს.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online