სკამი


______რა არის სკამი?! ამ შეკითხვას ძალიან ბევრნაირად შეიძლება პასუხი გაეცეს, რადგან თითოეული ადამიანისათვის სკამს შეიძლება სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეს…
______სკამის მრავალი ფორმა არსებობს: ტაბურეტი, სამთავრობო სკამი და სხვა… მაგრამ სკამი, ზოგისთვის ცხოვრების მიზანია, როცა საქმე მნიშვნელოვან პოზიციას ეხება, ზოგისთვის კი სტატუსის განმსაზღვრელი როცა ოჯახის უფროსის სკამზეა საუბარი, 21 საუკუნის ლუარსაბთათვის კი უბრალოდ განცხრომის საგანი… (სავარძელი)
______სკამის არაპირდაპირი გამოყენებაც ხშირად გვჩვევია ქართველთ, როცა ჩვენი ერის ჩვეული ზომიერებით გამორჩეული, ღირსეული წარმომადგენლები განსხვავებული სასმისების შემდეგ, განსხვავებული საგნების მტვრევაზე და სროლაზე გადადიან… სწორედ ამის შემდეგ გახდა საჭირო, რესტორნებსა და ბარებში, ისეთი სიმძიმის სკამებით აღჭურვა, რომლებთან ნორმალურად მოსაკალათებლად, საკმაო ძიძგილაობაა საჭირო…
______ასევე განსხვავებულია, სკამზე ჯდომის მანერაც, ზოგი იშვიათად ჯდება, ზოგს კი ადგომა არ უნდა მანამ, სანამ მისი უკანალი და სკამი, სიმბიოზურ თანაცხოვრებას არ იწყებენ და ერთმანეთის განუყოფელი ნაწილი არ ხდებიან…
______მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდით, რომ ყოველი ჩვენგანი თავისებურად აღვიქვამთ სკამს და მის მნიშვნელობას, მოდით, ცოტა ხნით მისი თვალითაც შევხედოთ სამყაროს… მაგალითად რა რეაქცია აქვს სკამს, როცა მასზე ჯდება ბატონი ბენდუ… დამეთანხმებით, ალბათ, ძალიან რთული ხვედრია ამ შემთხვევაში სკამობა, მაგრამ, ალბათ, ბევრი ინატრებდა დღეს, რუსთაველის მთავარ დარბაზში (სავარაუდოდ რიგების შუა) განთავსებულ სკამობას, რომელზედაც დღეს “ისეთმა” ჩამოდო და თან “ისეთი”, რომ მთელი კვირა არ ელევა მასალა არც ტელევიზიას, არც რადიოს, არც გაზეთებს და მითუმეტეს სოციალურ მედიას…
______ასეა თუ ისე, სკამის “ცხოვრება”, ჩვენი არ იყოს, ტკივილითა და ტანჯვით არის სავსე, თუმცა შიგადაშიგ არის ბედნიერი მომენტებიც… ვინ იცის, იქნებ ხანდახან სკამებიც კი იღიმიან, როცა მათზე პატარა ონავრები ნებივრობენ…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    აქსიომა said

    June 6 2011 @ 20:30

    ეს სკამის ანთოლოგიაა? 😀

  2.  

    svani said

    June 6 2011 @ 20:30

  3.  

    აქსიომა said

    June 6 2011 @ 20:30

    მძულხარ! 😀 მაგრამ მაინც ანთოლოგიას ვგულისხმობდი!

  4.  

    მე ვარ said

    June 8 2011 @ 20:30

    ჰა ჰა ჰა, გეჟეეე ხარ გეეეეჟე, ფორმაში ხარ და მიყუარხარ

  5.  

    svani said

    June 8 2011 @ 20:30

    პირველ კურსზე დამიწერია, შემთხვევით გადავაწყდი… ^^

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online