ალბათ, ბევრს და ბევრჯერ გქონიათ უსამართლობის შეგრძნება… იმის ილუზია, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება… გაგჩენიათ უკეთესობის იმედი… არ გამიკვირდება, რადგან მეც ბევრჯერ განმიცდია… მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანები იქცევიან არასამართლიანად, ყველაზე დიდი უსამართლობები მაინც სისტემის კისერზეა!!! ფილმი, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ, მიუხედავად იმისა რომ ბრაზილიურია, ერთი ერთშია ჩვენს რეალობასთან…

Elite Squad – ერთობ უცნაური სახელია ამ ფილმისთვის, ზედმეტად ბანალური და მე ვიტყოდი მოკრძალებულიც კი… ის მოგვითხრობს თუ როგორ ეწირება რეჟიმს მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე… როგორ უგზო-უკვლოდ ქრებიან სისტემას დაპირისპირებული ნიჭიერი ადამიანები…

ლეიტენანტი ნასიმენტოს სახით, ფილმი გვაძლევს სისტემასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითს… ბრძოლის, შეუპოვრობის, უშიშრობის და გმირობის გენიალურ სახეს… თუმცა რა შედეგს გამოიღებს რეჟიმთან იმ ადამიანის დაპირისპირება, რომელიც მრავალი წელი ერთგულად ემსახურებოდა მას, თავად უნდა გაიგოთ…

სწორედ ამიტომ, აბსოლუტურად ყველა მეტ-ნაკლებად ‘პოლიტიკურ’ სუბიექტს, ვინც დიდი ფაციფუცით ელოდებით ოქტომბრის საარჩევნო ციებცხელებას, მინდა გირჩიოთ… არა, ეს ის სიტყვა არაა… მინდა მოგიწოდოთ, რომ ნახოთ “Elite Squad 2 (the enemy within)”, რათა გაიაზროთ და მიხვდეთ თუ რამხელა მსხვერპლი და რამდენი რამაა საჭირო სისტემის შესაცვლელად!!!

ადამიანები იცვლებიან, იცვლება მათი თანამდებობრივი რანგი.. რანგის ცვლასთან ერთად იცვლება მათი ხასიათი, თუმცა იმის მიუხედავად თუ ვის უკავია თანამდებობა, სისტემა მაინც შეუცვლელი რჩება, რადგან მის შეცვლას ძალზედ დიდი დრო, ენერგია და მსხვერპლი სჭირდება!!!

პ.ს. კონკრეტულ ჩინოვნიკებთან მსგავსება და პარალელები ქართულ სინამდვილესთან,თქვენთვის მომინდვია…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

4 Comments so far »

  1.  

    ბექა said

    September 15 2012 @ 20:30

    ვა საკაიფოა დამევასა მაგრად

  2.  

    porno video said

    September 15 2012 @ 20:30

    უმაგრესია

  3.  

    ბნელო said

    October 24 2012 @ 20:30

    პირველ ნაწილზე რას გვეტყვი?

  4.  

    svani said

    October 24 2012 @ 20:30

    რა უნდა ვთქვა?! უძლიერესია ისიც!!! უბრალოდ მე უკუღმა ვნახე… ))
    ჯერ ეს და მერე ის ))

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online