დიდი ხანია, ამ პოსტის დაწერა მინდა და აქობამდის ვერაფრით მოვიცალე…

ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგანაც ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული არის იმის მტკიცება, რომ “ხალხი ბრძენია”…

არ ვიქნები მართალი, რომ არ აღვნიშნო, ამ უკანასკნელსაც, ძირითადად ვიწრო გაგებით, მხოლოდ ქართველ ერზე ამბობენ…
მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?! მართლა ბრძენია თუ არა ქართველი ერი?!

უკვე მოძველებული კლიშეა, რომ ქართველები უნიჭიერესები ვართ, მაგრამ ზარმაცები… პრინციპში სრული სიმართლეა, მაგრამ რატომ გვიხარია, ვერ ვხვდები… : )) თუ ავიღებთ ქართველი ერის ნიჭიერებას და შევაფარდებთ მის რაოდენობასთან, ამას დავუმატებთ სიზარმაცის კოეფიციენტს, მივიღებთ ისეთ მაჩვენებელს, რომლითაც, ალბათ, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, პირველები ვიქნებით, ზუსტად ისევე, როგორც “წერა-კითხვის” ცოდნით, მაგრამ…

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, “მარიტადან” დაწყებული, იმას ვსწავლობ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ხალხი ბრძენი კი არა ბრბოა…

“ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!”

შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ბრძენ ერს არ შეშვენის ისეთი მმართველი, როგორიც ჩვენ გვყავს… სხვა მასალის დაძებნა მეზარება, უბრალოდ ერთ ციტატას შეგახსენებთ, რომელიც რამოდენიმე დღის წინ გუნებაში ჩამრჩა… “ახალი პირადობის მოწმობა უფრო მეტია ვიდრე თმის საშრობი ან უბრალოდ პირადობის მოწმობა”. მაგრამ უსამართლობა იქნება ჩემი მხრიდან, მხოლოდ მმართველის გაკრიტიკება… ზოგადად მმართველი გუნდიც ბრბოს ჩამოჰგავს, რომელიც მათი თქმით არ “ჩამოიშალა” და არც აწი აპირებს…

ბოლომდე პირნათელი, რომ ვიყო მკითხველის მიმართ, ვერც ქართული ოპოზიციით დაიკვეხნის ბრძენი ერი!!! მიუხედავად უდიდესი სიძულვილის და პროტესტისა, მე არასდროს დავდგები ბურჯანაძის ან ნოღაიდელის გვერდით… არც არასდროს ამომდიოდა რომელიმე მათგანზე მზე და მთვარე, მაგრამ როცა ადამიანი მხოლოდ გამობუნძულების შემდეგ დაიწყებს იმ მანკიერებებზე საუბარს, რაც იქამდეც ნათელი იყო, მისი ზრახვანი ადვილად მისახვედრია…

რაც არ უნდა ცუდი ოპოზიციონერი იყოს ბურჯანაძე და სულ “ცხონებული” ბენ ლადენის გეგმებით, რომ აწყობდეს მიტინგებს… რაც არ უნდა “ბენტერა” და “15 ლარის” ადამიანები იდგნენ იმ მიტინგებზე… ისეთი ფორმით და აგრესიით დაშლა, როგორიც ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ჩვენთან, ჩემთვის მიუღებელია!!!

იმასაც აუცილებლად ვიტყვი, რომ არც ბატონი რეზო ესაძე, არც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, არც ყველასთვის საყვარელი “ლიმონა” ანუ გია ბურჯანაძე არ მდგარა იქ ან 15 ლარის გამო ან ბურჯანაძის სიყვარულით… ყოველშემთხვევაში, მე ასე ვთვლი!!! მიმაჩნია, რომ ისინი უბრალოდ თავიანთ პროტესტს გამოხატავდნენ და არა ბურჯანაძის პიარ-კამპანიას!!!

რაც შეეხება, ზემოთხსენებულ მიტინგს, არცერთი რაციონალური ადამიანი არ დავობს, რომ მას შემდეგ, რაც ლიდერებს თავში აღლუმის ჩაშლა მოუვიდათ, ის უარეს მარაზმში გადაიზარდა… მიტინგი დასაშლელი იყო, მაგრამ რატომ ცდილობს ხელისუფლება ყველა მიტინგის დაშლა მათთვის ასე “საძულველი” რუსების 9 აპრილს დაამსგავსოს, ვერ ვხვდები!!! შეიძლება, კიდევაც ვხვდები, მაგრამ ვგმობ ასეთ უმსგავსობას!!!

ძალიან სასაცილოა ის ჩანაწერებიც, რომლებიც მომენტალურად ქვეყნდება ხოლმე, თუკი ოდნავ აფაფხურდება ოპოზიცია… და კიდევ უფრო ირონიული ისაა, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ამ ჩანაწერების სჯერა… : )) მე შეიძლება იმაზე უარესი წარმოდგენის ვარ ნინოს პერსონაზე,დ ვიდრე ეს ჩანაწერშია წარმოჩენილი, მაგრამ მსგავსი სისულელის, მაინც არ მჯერა!!! ეგ, რომ მართალი იყოს, ვინ დაასწრებდა შ.ს.ს.-ს მის დაკავებას?! თუ იმიტომ არ იჭერენ, რომ ჯერაც მათი კადრია?! : )) ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ყალბი ჩანაწერის გამო მოხვდა ციხეში და ნინოს “ავთენტურ” ჩანაწერზე არ დაიჭერდნენ?! : ))

ეგეც, რომ არა, ყველაზე ირონიული მომენტი, ჩანაწერების შინაარსია ხოლმე:
“-ალო
-გამარჯობა ენვერ, მოდი ვინმე მოვკლათ…
-გოგიჩაიშვილი, შენ ხარ?! მოდი ბაზარი არაა, მაგრამ სად?! ან როდის!?
-აი, ხვალ, დღის სამ საათზე, კიკვიძესთან…
-კაი, მარა ხომ აზრზრე ხარ, “წიომნად” და რამე, ტელეფონით არსად დარეკო, ხომ იცი ყველას უსმენენ…”

როცა ამხელა მარაზმში ვცხოვრობთ იქიდანაც და აქედანაც, როცა მიშა პრეზიდენტია და შალვა ოპოზიცია, როცა “ერორს” და იმედს, უპირისპირდება “მაესტრო” და “კავკასია”, როცა ხალხის უბედურებას ხელისუფლება ცინიზმით უყურებს, ოპოზიცია კი არაფრის მაქნისია, მაშინ სააკაშვილზე “უკეთესს” მმართველზე, პრეტენზიაც კი არ უნდა გვქონდეს…

და ბოლოს:
“შევარდნაძემ დაიბარა: უკუღმა დამმარხეთო… კი, მაგრამ, უკუღმა რატომ ბატონო ედუარდ?! დრო მოვა და ერთ ადგილას კოცნა მოგინდებათ-ო, მიუგო ედიკამ და წავიდა sAAAAAAAAxlSHi…”

Comments

comments

Powered by Facebook Comments

10 Comments so far »

  1.  

    Jessie said

    May 30 2011 @ 20:30

    საღოლ :)) საღლ :) კარგი იყო.. მართლაც რომ ბრბო ვართ და სანამ ეს ინდივიდები არ გავხდებიტ უკეთესი მმართველი არამგონია გვეღირსოს….

    “და ბოლოს:
    “შევარდნაძემ დაიბარა: უკუღმა დამმარხეთო… კი, მაგრამ, უკუღმა რატომ ბატონო ედუარდ?! დრო მოვა და ერთ ადგილას კოცნა მოგინდებათ-ო, მიუგო ედიკამ და წავიდა sAAAAAAAAxlSHi…”” >> კაი იყოო , კაი…. ჩვენ ყოველთვის გვინდა ცვლილება , მაგრამ სად მიგვიყვანეს ეს ცვლილება არ ვიცით :))))

    კარგი დაწერილია :)))))

    ზოგჯერ იცი რა მგონია, რომ ეს ყველაფერი თეატრია.. სააკაშვილის მოსვლაც (თავის დროზე) დადგმული სპექტაკლი იყო (აბა რატომ არ იმოქმედა ედიკამ, როგორც ახლა მიშამ და არ დაარბია ხალხი, რა ჭკუამ დაუშლა თუ გონებამ, თუ დარბილდა), მგონი ესეც დადგმული იყო..რავი ზოგჯერ მგონია, რომ მსოფლიო ყურადღების მოსაზიდად აწყობენ ასეთ აქციებს და ვენ მხოლოდ მარიონეტები ვართ :( :( :( :(

  2.  

    ჭიამაია said

    May 30 2011 @ 20:30

    როგორ არ დაგეთანხმო ეხლა.. ხალხი ბრძენი კი არა უმეტესად ბრბოა… რომელიც არ აზროვნებს.

  3.  

    აქსიომა said

    May 30 2011 @ 20:30

    ვერასდროს შევეგუები ქართველი ადამიანების ასეთი სისატიკით წამებას. არ მაინტერესებს ოპოზიცია- პოზიცია, მაგრამ 9 აპრილი დამავიწყა 26 მაისმა. რა დააშავა საცოდავმა ჩემმა ერმა? ასე ცხოველებივით უნდა ექცეოდეს საკუთარი მთავრობა ხაალხს?

  4.  

    გია მახარაძე said

    May 31 2011 @ 20:30

    კარგი დაწერილია

  5.  

    ქეთუსი said

    May 31 2011 @ 20:30

    ”ვერც ქართული ოპოზიციით დაიკვეხნის ბრძენი ერი!” –დასაკვეხნი კი8 არადა,სამარცხვინოა.

    კიდევ გაოგნებული ვარ 26 მაისის ამბებით.ეს არ იყო მიტინგის დასლა,ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია!

    რატომ იმეტებს ტავის ხალხს ასე მტავრობა,და რა მოგების მიღებას გეგმავს ვერ ვხვდები !

  6.  

    cucqira7 said

    June 1 2011 @ 20:30

    აუ მაგარი პოსტია. ყველაფერში გეთანხმები

  7.  

    დათ said

    June 4 2011 @ 20:30

    ამ გადაცემას უყურეთ თხოვნა იქნება თU გაინტერესებთ მართლა რატომ და რის გამო მოხდა დარბევა და მთელი უბედურება და სამარცხვინო რატო იყო ეს მიტინგი ბაჩუკი ქარდავას აზრს ვიზიარებ და მოუსმინეთ თქვენც http://www.youtube.com/watch?v=Hx8twWn4d-E

  8.  

    svani said

    June 4 2011 @ 20:30

    სიმართლე გითხრა, ქარდავას მოსმენის არც დრო მაქვს და ნერვები, მაგრამ ბურჯანაძის აქციებს არც მე ვემხრობოდი…

    მგონი, ნათლად მაქვს პოსტში დაფიქსირებული ჩემი პოზიცია…
    ხალხი გაიმეტა, ორივე მხარემ და მაგიტომ ობიექტურად, რომ აღვნიშნოთ მაგარი ….-ები არიან… : ))

  9.  

    ნანა said

    June 5 2011 @ 20:30

    ლიკე!

  10.  

    basila1913 said

    September 17 2011 @ 20:30

    ვენაცვალე ედიკას დროს , რაც არ უნდაიყოს “ბრმა სიმართლის მსმენელები” , მოკლედ ტელევიზია გვადებილებს , ხალხიც უკვე გადაირია , რეებს უყურებენ რეებზე იცინიან??? მოკლედ ეხლა რაც არუნდა იყოს we are in shit… 😉

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online