სახლში ფეხის შემოდგმა და ე.წ. ლეპტოპის ჩართვა ერთი იყო… თუმცა, ეს ქმედება როდი იყო ელექტრონული ფოსტის ან თუნდაც Fესიბუქის შემოწმების მიზნით გამოწვეული… ჩემი მთავარი მოტივი, იმ უზომო სასიამოვნო შთაბეჭდილებების გაზიარება იყო, რომელიც ლარს ფონ ტრიერის ფილმმა, კერძოდ კი Breaking the Waves-მა მომანიჭა!!!
არც კი ვიცი რითი დავიწყო ან სიტყვებით როგორ გადმოვცე ჩემი აღფრთოვანება… ეს იყო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ორ საათნახევარი ჩემს ცხოვრებაში, თუკი ამ უკანასკნელს მხოლოდ კინოს ჭრილში განვიხილავთ… ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ტრიერს აღმერთებს და დღედაღამ ქება-დიდებას არ იშურებს მისთვის, თუმცა დღევანდლამდე ვერაფრით წარმოვიდგენდი თავს მათ სიაში!!! ერთადერთი ტრიერის ფილმი, რომელზეც დღემდე ჭკუა მეკეტებოდა იყო ‘Dancer in the Dark’…
დღეს კი (უფრო სწორად გუშინ) მორიგი ფავორიტი გამომიჩნდა, რომელმაც, ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ახლიდან აღმომაჩენინა ტრიერი… Breaking the Waves მოგვითხრობს ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ სიყვარულის ისტორიაზე, თუმცა ის მხოლოდ ამ თემით არ იფარგლება… მასში მრავლადაა ცხოვრებისეული ფილოსოფია… პრობლემები, რომელსაც ერთად ყოფნა იწვევს და ასევე განშორებისგან გამოწვეული ტკივილი…
beware of spoilers!!!
ტრიერს გენიალურად აქვს შერწყმული სიყვარულის და რელიგიის თემატიკა… ის ერთმანეთს ორ უკიდურესობას უპირისპირებს, აბსოლუტურ ფანატიზმს და
წარმოუდგენელ, არაამქვეყნიურ სიყვარულს… ამასთანავე, ლარსს არც რწმენის ფაქტორი გამორჩენია… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ფილმის ნახვით, ადამიანმა შეიძლება ცხოვრება ისწავლოს…
Breaking the Waves-ში ნათლადაა ნაჩვენები თუ რამდენი უღმერთობა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა იმ გრძნობის გავლენის ქვეშ, რომელიც ფილმში ღვთისგან ნაბოძებ ნიჭად არის მოხსენიებული…
აიტანოს უამრავი ტანჯვა, ტკვილი თუ დამცირება და ამასთან ერთად არ დაკარგოს რწმენა!!!
თუმცა, ჩემი აზრით, ბესმა სწორედ მაშინ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა, როცა საკუთარ თავში და რწმენაში ეჭვი შეიტანა… მან ეჭქვეშ დააყენა ყველაფერი ის, რისიც მთელი ცხოვრება ბრმად სწამდა…
ბესის და უფლის ყოველი საუბრისას, თვალწინ მიდგებოდა კადრები სტენლი კუბრიკის გენიალური ფილმიდან ‘Shining’, სადაც ნიკოლსონის პერსონაჟის შვილი – დენი ელაპარაკება მის წარმოსახვით მეგობარ ტონის… და ჩემი აზრით, სრულიად რეალურია, რომ ამ გენიალური სცენების შთაგონება სტენლის შედევრიდან მოდიოდეს, რადგან კუბრიკი ერთ-ერთი იმ რეჟისორთაგანია, რომელმაც ლარსის თქმით, მასზე დიდი ზეგავლენა იქონია…
ძალიან, რომ არ გამიგრძელდეს, ამ ფილმში თქვენ გელით გენიალური საუნდტრეკები, უმაღლესი დონის ოსტატობა მსახიობთა მხრიდან და ცხოვრებისეული ღრმა ფილოსოფია…
პ.ს. მთელ ფილმს ლაითმოტივად გასდევს ეკლესიებზე ზარების უქონლობა, თუმცა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ ვითომ პატარა დეტალით ტრიერი გენიალური ფინალისათვის გვამზადებდა!!!
Comments
Powered by Facebook Comments









mamuka said
April 27 2012 @ 16:39
ki, sjobs namdvilad
gio_samsiani said
April 27 2012 @ 16:39
ტრიერის ყველა ფილმი იმაზეა თუ რისი ჩადენა შეუძლია ადამიანს, დოგვილი არ მოგწონს? სიბნელეში მოცეკვავეს მე დოგვილი მიჩევნია(იმ ადამიანებში ვარ მე ქე რომ ტრიერს აღმერთებს)
svani said
April 28 2012 @ 16:39
ადრე მაქვს ნანახი და ვინძლო მაშინ ბოლომდე ვერ დავამუღამე, ისე კი, იდეა მომეწონა, მაგრამ იმენა არანორმალურია ეგეთი ფილმი რომ გადაიღო… ))
Jessie said
May 1 2012 @ 16:39
დავინტრიგდი..უნდა ვუყურო
giv said
June 9 2012 @ 16:39
ყველა მიქებს ამ ფილმს და გული ვერ დავუდე…
მართლა ეგეთი კარგი რამეა?..
ერთმა ძმაკაცმა ტვინი შემიჭამა და ყოველდღე მეკითხება არ უყურეო?
)
svani said
June 10 2012 @ 16:39
წაიკითხე და მაინც მეკითხები თუ დაგეზარა?!
Eko Mamaladze said
November 17 2012 @ 16:39
vuyure the davmunjdi… albat kidev dzalian didxans ver gamoval shtabechdilebidan..
ირაკლი ცერცვაძე said
November 17 2012 @ 16:39
es raaris?
Eko Mamaladze said
November 17 2012 @ 16:39
filmi iko)))))) tan dzaalian mdzime.
Aleksandre Melkadze said
December 5 2012 @ 16:39
udzalianmagresi filmia.
Tamuna Melkadze said
December 5 2012 @ 16:39
San da gmomigzavne rame linki , ritac vnaxav am films..
Giorgi Khergiani said
December 6 2012 @ 16:39
http://www.imovies.ge/movies/11809
Giorgi Khergiani said
December 6 2012 @ 16:39
http://www.imovies.ge/movies/11809
Eka Sanikidze said
December 18 2012 @ 16:39
genialuria chemi ert erti usayvarlesi filmiii <3.