და აი დადგა ის ნანატრი დღეც, როცა მე სამკვდრო-სასიცოცხლოდ უნდა შევება ყველაზე გენიალურ და მაქსიმალისტ რეჟისორს სტენლი კუბრიკს, კერძოდ კი მისი კოსმიური ოდისეის გარჩევას შემოგთავაზებთ…

მიუხეადავად იმისა, რომ კუბრიკი ჩემი უსაყვარლესი რეჟისორია, მისი ეს ფილმი არცთუ დიდი ხნის წინ ვნახე, გარკვეული მიზეზების და გამო… კრიტიკოსთა გარკვეული კატეგორია, კრისტოფერ ნოლანს ადარებს სტენლი კუბრიკს… მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს შეიძლება ძალიან სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ვთვლი რომ ორივე გენიალური რეჟისორი საოცარი “perfectionism”*-ით გამოირჩევა და ორივე წინ უსწრებს თავის ეპოქას… ამ უკანასკნელი წინადადების სიცხადეში კი, ალბათ, ეს პოსტი დაგარწმუნებთ, რადგან ამ ფილმში კუბრიკს 1968 წელს ისეთი რაღაცებიც აქვს გადაღებული “2001 წლისთვის”, რაც სწავლულ-მეცნიერებს 2011 სთვისაც ვერ მოუხერხებიათ ჯერჯერობით…

This review will definitely contain SPOILERS so BEWARE!!!

სანამ ფილმის დეტალურ განხილვაზე გადავიდოდე, მინდა შევეხო ფილმის დასაწყისს, რომელიც ძალზედ უცნაურია და ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, რომ ფილმი იწყება შავი კადრით, რომლის ფონზეც ისმის მუსიკა და ეს გრძელდება მთელი სამი წუთი… მხოლოდ სამი წუთის შემდეგ ჩნდება MGM-ის ლოგო…

თავიდან, როცა ფილმს ვუყურებდი, ეს შუალედი კუბრიკის ჩანაფიქრი მეგონა, რადგან სტენლის ძალიან უყვარდა თავისი ფილმების სიმბოლური დეტალებით დატვირთვა… თუმცა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მოძიება ვცადე ამის შესახებ, გაირკვა, რომ ეს უბრალოდ ტექნიკური წუნია, სწორედ ისეთი, როგორიც სტენლის ფილმის “Shining”-ის დასაწყისში გამოჩენილი ვერტმფრენია… : ))

ფილმის პირველ ნაწილს ჰქვია “THE DAWN OF MAN”. (ანუ “კაცობრიობის განთიადი”) ეს ეპიზოდი იწყება არაჩვეულებრივი მუსიკის ფონზე და საერთოდაც მუსიკა ამ ფილმში უდიდეს როლს თამაშობს, რადგან კუბრიკმა ის გამოიყენა იმისათვის, რათა მაქსიმალურად ემართა მაყურებლების განწყობა დიალოგების წინ ან შემდეგ… ანუ რას ვგულისხმობ, მთელს ფილმში ვერ ნახავთ ისეთ ეპიზოდს, სადაც დიალოგის ფონზე ისმის მუსიკა, ის ყოველთვის ან დიალოგამდე იწყება ან მის შემდეგ…

კამერა გადაღებას იწყებს კოსმოსში და ნელ-ნელა ეშვება დედამიწაზე, სადაც ჩვენ ვხვდებით მაიმუნების და ჭიანჭველაჭამიების გარემოცვაში…
მაიმუნები ძალიან პრიმიტიულად იქცევიან, საკვების გამო ჩხუბობენ და არაფრით ჩამოჰგვანან ჰომოსაპიენსებს, თუმცა ერთ-ერთი განთიადისას მაიმუნები აღმოაჩენენ საგანს, რომელიც ძალიან ეუცხოებათ, რადგან ის არაამქვეყნიურია…

იდეაში, ეს საგანი, კოსმოსიდან ჩამოფრინდა, ხოლო მასთან მაიმუნის შეხებამ კი ამ პრიმიტიულ არსებას გონება გაუნათა და უბიძგა ქვის ხანაში გადასვლისაკენ… სწორედ ამაზე მიგვანიშნებს, ის გენიალური გადასვლები, რომლებსაც კუბრიკი გვთავაზობს, როცა ჯერ მაიმუნი გვევლინება კადრში, შემდეგ კი ეს უცნაური საგანი მზის დისკოთი თავზე და შემდეგ უკვე ისევ მაიმუნი, რომელიც ხვდება, რომ ძვლის იარაღად გამოყენება შეუძლია…

მაგრამ რატომ მოხვდა ეს ზებუნებრივი საგანი შუა აფრიკაში, მაინცდამაინც ამ მძინარე მაიმუნების გარემოცვაში?! როგორც ყველამ კარგად იცით, მაიმუნების ერთ-ერთი სახასიათო თვისება, რომლითაც ძალიან გვგვანან ადამიანებს არის ის რომ არიან ძალიან ცნობისმოყვარეები… სწორედ ამ ცნობისმოყვარეობას მიჰყავს მაიმუნები უცხო საგნის დახმარებით იმ აღმოჩენასთან, რასაც იარაღი ჰქვია…

ამ ყველაფრის მერე კი, ასევე საოცარი გადასვლით, კუბრიკს გადავყავართ კოსმოსში… აწ უკვე გონებაგანათებული მაიმუნი ზევით აგდებს ძვალს და როცა კამერა მიყვება ძვალის დაბლა ვარდნას, უცებ კოსმოსში აღმოვჩნდებით… იმდენად “საიდან სადაო” ეფექტს ტოვებს ეს ყველაფერი, რომ თუ ასრებ იმის გააზრებას, მართლა საიდან სად მოვედით, შოკში ვარდები ადამიანი და გარკვეულწილად, მცირედი სიამაყის გრძნობაც გეუფლება, როგორც ევოლუციის პიკზე მყოფს. ასევე, ჩვენ ვხედავთ ხომალდს, რომელიც ძალიან ჰგავს ბორბალს და ჩემი აზრით, ამასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გამოგონებადაა მიჩნეული ბორბალი…

თუმცა, კუბრიკი ამ ყველაფრით დიდი ხნის განმავლობაში ტკბობის ფუფუნებას არ გვაძლევს… ის მალევე გვაჩვენებს, რომ ყველაფერი არც ისე არაჩვეულებრივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს…
ძალიან საინტერესოა პირველი პრობლემის კუბრიკისეული შემოთავაზება, რომელიც ძალიან პატარა დეტალია, მაგრამ გენიალური…
შეიძლება ბევრ თქვენგანს არც მიექცია მფრინავი პასტისთვის დიდი ყურადღება, თუმცა ამას, ჩემი აზრით, კოლოსალური დატვირთვა აქვს და მინიშნებას გვაძლევს იმაზე, რომ კოსმოსში, ადამიანი კარგავს ძალაუფლებას თავის იარაღებზე…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online