Archive for March, 2012

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი ამ ფილმის 2006 წელს გადაღებული ვერსია, რომელშიც ნიკოლას კეიჯი ასრულებს მთავარ როლს. სამწუხაროდ, სკოლის ასაკში მეც დავხარჯე მასზე საათი და ორმოცდაორი წუთი, რომელსაც დღემდე ვნანობ, იმდენად იდიოტური რიმეიქის გადაღება მოახერხა ნეილ ლაბუტმა…

რაც შეეხება ორიგინალს… Read the rest of this entry »

ალბათ, ბევრ თქვენგანს ნანახი აქვს ეს ფილმი, რადგან ახლაც კი მახსოვს თუ რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა მის გასვლას კინოთეატრებში და თუ როგორ მაჟრჟოლებდა ყოველ ჯერზე, როცა კი მის რეკლამას მოვკრავდი თვალს ტელევიზორში… რა გასაკვირია, მაშინ მე მხოლოდ 9 წლის გახლდით, რადგან “ალქაჯი ბლერიდან” 1999-წლის ფილმია. იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე დამეწერა, თუმცა კი მგონია, რომ მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები არ გამოტოვებდით თავის დროზე მისი ნახვის საშუალებას… თუ ვცდები, მომყევით… : )) Read the rest of this entry »

აწ უკვე გასული კვირის სამუშაო დღეებში, ისე მოხდა, რომ არცერთი ფილმი არ მინახავს თუ არ ჩავთვლით ‘Welcome to the Rileys’, რომელსაც რატომ ვუყურე, დღემდე არ ვიცი… მაგრამ ეს ჩავარდნა, ‘ვიკენდზე’ ავანაზღაურე და რამდენიმე ძალიან კარგი ფილმი ვნახე…

მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტირანოზავრი… სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამაზე მისი სახელიც მეტყველებს… (იმიტომ, რომ ძალიან ცდებით თუ ფილმი სპილბერგისეული ფანტასტიკა გგონიათ…) Read the rest of this entry »

ალბათ, ყველას თუ არა უმეტესობას გაქვთ დღეები, როცა მძიმე ფილმის ყურების ხასიათზე არ ხართ… ეს არცაა გასაკვირი… ბევრი ცდილობს კინოს ყურებით, იმ დაძაბულ და რუტინულ რეჟიმს მოსწყდეს, რომელშიც იმყოფება… ცოტა გაერთოს, გახალისდეს და დაიმუხტოს სასიამოვნო გრძნობებით… Read the rest of this entry »