7 ფსიქოპატი სწორედ ისეთი ფილმია, ნახვის მერე მომენტალურად ხელები რომ გექავება ადამიანს დასაწერად!!! (ბლოგერებიც ხო ადამიანები ვართ, ბოლოს და ბოლოს…) იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ფილმით, რომ ორჯერ ვნახე კინოში და მესამეჯერ ძმაკაცს ვაჩვენე… ამ პოსტის წერისასაც კი საუნდტრეკები ჩამესმის და დიდი შანსია, რომ მეოთხედაც ვნახო გობლინის გახმოვანებით… ამდენჯერ, ასე მიყოლებით, ერთადერთი “inception” იყო, რომ ვნახე და 7 ფსიქოპატის არ იყოს, მის გამოსვლასაც 1 წელი ველოდებოდი…

6 მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა ნახოთ მარტინ მაკდონაჰის ახალი ქმნილება:
I) ყველაზე ცუდი იუმორის მქონე ადამიანსაც კი მრავალჯერ გაეცინება ფილმის მსვლელობისას… (შავი იუმორის მოყვარული – მოსასულიერებელი გავხდი…)
II) არ ჰგავს ამერიკულ უაზრო კომედიებს… იუმორიც კი აზრიანი და დახვეწილი აქვს…
III) გააჩნია იმდენად ორიგინალური სცენარი, რომ თამამად შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ტარანტინოს!!! ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მარტინ მაკდონაჰიც ისეთივე საყოველთაოდ აღიარებული გახდება, როგორც კვენტინი და მერე მაინც მოგიწევთ მოდას აყოლა და ძახილი, რომ მაკდონაჰი უძლიერესი რეჟისორია… 😉 (ასე რომ თავიდანვე დაგვნებდეთ, სჯობს…)
IV) უბრალოდ მონაწილე მსახიობების ჩამონათვალი: კრისტოფ ვოკენი, სემ როკველი, ვუდი ჰარელსონი, კოლინ ფარელი…
V) გენიალური საუნდტრეკები, რომელიც ფილმს უფრო შთამბეჭდავს, ემოციით აღსავსეს და სასიამოვნო საყურებელს ხდის… იმდენად კარგადაა შეხამებული მუსიკა ფილმთან, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ახლაც მათ ფონზე მიწევს პოსტის წერა…
VI) ყველა ზემოთხსენებული მიზეზი!!! (პ.ს. საუნდები მედიაპლეიერში მაქვს ჩართული)

მოკლედ თუ ისეთი იღბლიანი ხართ, რომ ჯერ არ მიგიღიათ ფსიხებისგან კუთვნილი დაუვიწყარი სიამოვნება, სასწრაფოდ დატოვეთ ჩემი ბლოგი!!! თქვენ აქ აღარაფერი გესაქმებათ!!! (მინიმუმ საათი და ორმოცდაათი წუთი)

მოერიდეთ სპილერებს!!!

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პლიუსი ჩამოვთვალე პოსტის დასაწყისშივე, ყველა ზემოთხსენებული სიკეთის გარდა, ფილმი დაკომპლექტებულია საინტერესო პერსონაჟებით… დაწყებული ვიეტნამელი ბუდისტი ფსიქოპატით, დამთავრებული შვილმკვდარი კუაკერით…

თუ კვენტინ ტარანტინო ახერხებს ძალიან მარტივ, ლამის იდიოტურ ტექსტებში ჩააქსოვოს ფილოსოფია, მარტინ მაკდონაჰი კიდევ უფრო წინ წავიდა და ამასთან ერთად, შეძლო ფილოსოფიური ტექსტების იუმორის დონეზე დაყვანა…

“Hans: An eye for an eye leaves the whole world blind.
Billy: No, it doesn’t. There’ll be one guy left with one eye. How’s the last blind guy gonna take out the eye of the last guy left?”

“ჰანსი: თვალი თვალის წილ დევიზით, მხოლოდ ბრმებიღა დარჩებიან დედამიწაზე…
ბილი: მგონი ცდები… ნებისმიერ ვარიანტში დარჩება ერთი ადამიანი ცალი თვალით. როგორ მოახერხებს ბოლო ბრმა, გამოთხაროს თვალი უკანასკნელ თვალხილულს?!” (განდი რაღაცებს ბოდავდა…)

მარტინ მაკდონაჰი, შანსს არ უშვებს ხელიდან და სემ როკველის პერსონაჟის წყალობით, რასაც ჰქვია “აფარჩაკებს” ამერიკულ ბლოკბასტერებს… თუმცა, არა მხოლოდ მისი მეშვეობით… თუ კარგად გავიხსენებთ ფილმს, არის გენიალური მომენტი, სადაც კრისტოფ ვოკენი უარს ამბობს ხელების აწევაზე, როცა პაულო მას მოკვლით ემუქრება და ეს უკანასკნლი იმდენად გაკვირვებულია, რომ არ იცის თუ როგორ მოიქცეს… (სწორედ იმიტომ, რომ ფილმებში ასე არ ხდება… უფრო სწორად ამერიკულ ფილმებში…)


მაგრამ მარტინმა როდი იკმარა ეს?! თუ რობერტ როდრიგესი იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც სტივენ სიგალი მოკლა თავის ფილმში, მაკდონაჰმა რამდენიმე წუთში მოახერხა ის, რაც დევიდ ფინჩერმა ვერ შეძლო მთელი ორსაათნახევრის განმავლობაში… მან მოკლა ზოდიაქო!!!

7 ფსიქოპატში ძალიან ბევრი საინტერესო მომენტია, რომელიც “უბრალო” მაყურებელს შეიძლება გაეპაროს და ამ მხრივ, ყველაზე საინტერესო პერსონაჟი არის ბილი, რომელიც ძალიან ხშირად იტყუება, თუმცა ვინც ყურადღებით უყურა ფილმს, მიხვდებოდა რომ მისი ტყუილები, მხოლოდ გარშემომყოფთა დიდი სიყვარულით იყო გამოწვეული!!! მან დაიწყო მაფიოზების ხოცვა, მხოლოდ იმიტომ რომ დახმარებოდა კოლინ ფარელის პერსონჟ მარტის სცენარის დაწერაში… ამაში გამოუტყდა კიდეც, თუმცა ის იმდენად მთვრალი იყო, რომ მეორე დღეს აღარც კი ახსოვდა… ხოლო როცა ბილმა შეახსენა, ძალიან ცუდად გახდა, ამიტომ ბილი იძულებული იყო მოეტყუებინა მეგობარი… მან ასევე სცადა კრისტოფ ვოკენის გმირის, ჰანსის მოტყუება, რათა შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა, თუმცა ჰანსი მიუხვდა ბილის ამ ჩანაფიქრს და სწორედ ეს მომენტია ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ ფილმში, რადგან აქედან ირკვევა როდის და რა მიზნით ტყუოდა ბილი…

თვითონ ჰანსის პერსონაჟი და მისი ისტორია ღირს მთელ ფილმად!!! თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახლა ღამის 4 საათია და მე ხვალ უთენიას სამსახურში ვარ წასასვლელი, სჯობს აღარც თქვენ გადაგღალოთ და დასასრულისკენ წავიყვანო პოსტი…

ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ ფილმის სცენარი “ღადავ-ღადავში” ჩვენ თვალწინ დაიწერა და ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ ჰქვია მთავარ პერსონაჟს მარტი (მარტინ მაკდონაჰი)… თუ კარგად გავიაზრებთ, მთელს ფილმში, ის ყველაზე პასიური და უაზრო პერსონაჟია, მაგრამ რეალურად ისაა მთავარი გმირიც, სცენარისტიც და ჩემი საყვარელი რეჟისორის იდეალიც!!!

და ბოლოს ამდენი წერითაც კი ვერ მოვაბი თავი მთლიანად სათქმელს და კინაღამ მთავარი გამომრჩა, რომ ძალადობით და ტერორიზმით არაფერი შეიცვლება, მხოლოდ იდეისთვის თავის მსხვერპლად შეწირვას შეუძლია შეცვალოს სამყარო!!! შეუძლია კი?! ეკითხებიან ბუდისტ ბერს, რომელიც გაჟღენთილია ბენზინით და რომელსაც ხელში ასანთი უჭერია (მიმაჩნია რომ უჭირავს არაა სწორი ფორმა)… ის კი პასუხობთ, იქნებ შეიცვალოს და ასანთს ცეცხლს უკიდებს…

“კამერა გადადის სისხლით მორწყულ სასაფლაოზე, სადაც ცისფერი განთიადია… ცა ისეთი სუფთა და გამჭვირვალეა, ადვილი მისახვედრია, რომ მშვიდობა და სულიერი სიწყნარე შესაძლებელია ამ არცთუ უბრალო მაგრამ მშვენიერ ქვეყანაზე… ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ მშვიდობიანად, რადგან მშვიდობა ასწორებს!!!”

Comments

comments

Powered by Facebook Comments

12 Comments so far »

  1.  

    ია said

    January 11 2013 @ 20:30

    ძალიან კარგი პოსტია!

  2.  

    Kate Alukard said

    January 11 2013 @ 20:30

    არ ვიცი რა ვთქვა წავალ კიდევ ერთხელ ვუყურებ <3

  3.  

    gocha said

    January 11 2013 @ 20:30

    ზოდიაქო კაი იყო :დ :დ

  4.  

    D3VI said

    January 11 2013 @ 20:30

    სპოილერებით გაქვს სავსე პოსტი. არ შეიძლება, მუღამს გაუფუჭებ მომავალ მაყურებელს

  5.  

    svani said

    January 12 2013 @ 20:30

    მეღადავები?! :დდდდ
    რამხელა ასოებით აწერია მერე რომ სპოილერებია პოსტშიო, ვერ ხედავ?! O.o

  6.  

    გვანცა said

    March 25 2013 @ 20:30

    კარგი პოსტია მაგრამ ფილმი ჯობია :)

  7.  

    Lord Vader said

    March 31 2013 @ 20:30

    იანვრის მერე კაი ფილმი არ გინახავს? :) თუ დრო არ გაქვს?

  8.  

    svani said

    April 3 2013 @ 20:30

    ვეღარ მოვაბი თავი და თან ყველა ფილმზე არც მეწერინება… : //
    ერთზე მაქვს დაწყებული და ძალიან მინდა რომ მოვაბა თავი…

  9.  

    Gmchedela said

    June 1 2013 @ 20:30

    kai statiaa momwons

  10.  

    billy the kid =]]] said

    August 23 2013 @ 20:30

    მარტინ მაკდონაჰის ტარანტინოსთან შედარება ჩემი აზრით მკრეხელობაა :)))) გაი რიჩის შედარებაც არ შეიძლება ტარანტინოსთან, ამაზე რო არაფერი ვთქვათ. [გაი რიჩის ბევრად უკეთესი იუმორი აქვს] ფილმიც დიდი არაფერია. ეგეთი უაზრო ხოცვა-ჟლეტა არსად არ მინახავს 😐 ტარანტინო გენიოსია და მაკდონაჰი უნიჭო მიმბაძველი 😉

  11.  

    svani said

    August 23 2013 @ 20:30

    არასპრავედლივი კომენტარია : ))))))))

  12.  

    Irlapero said

    October 11 2013 @ 20:30

    გაცილებით ძლიერია მაკდონა ტარანტინოზე.. უბრალოდ, ძალიან ზარმაცია და სანამ ფული არ გამოელევა ბოლო გადაღებული ფილმიდან, მანამდე არ მუშაობს ახალზე და უბრალოდ, როგორც ნამდვილი ირლანდიელი, გულაობს, ლოთაობს და ა.შ..

    ფსიქოპატებში, არამარტო სცენარია გენიალური, არამედ, რამოდენიმე ისეთ სცენაა, სადაც სარეჟისორო ხელოვნებაც უმაღლესადაა: თუნდაც, სასამართლოს კადრის შემცირების მომენტი, როდესაც კვაკერი სადღაც გვერდით და მაღლა იხედება..

    მოკლედ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ჩვენი თაობის საუკეთესო ფილმია.. საუკეთესო და არა ერთ-ერთი საუკეთესო..

    პ.ს.
    გაეცანით რიჩარდ რომერის შეფასებას.. საკმაოდ ძლიერი და დაფასებული ექსპერტია..

    http://www.richardroeper.com/reviews/sevenpsychopaths.aspx

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online