მიუხედავად დაძაბული რეჟიმისა, მაინც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფილმების გარეშე დღე არ ჩავაგდო, საბოლოო ჯამში კი მინიმუმ ერთი-ორის ნახვას ვახერხებ კვირაში… ეს ფაქტი დიდად ვერ მახარებს, მაგრამ სულ არაფერს კი სჯობს(ჯი)…

ფილმმა, რომელზეც ორიოდ სიტყვა მინდა რომ დავწერო, ძალიან სასიამოვნოდ გამაოცა… იშვიათად, რომ ამ ჟანრში, ფილმი ასე მომეწონოს…

“Another Year” ბრიტანელი რეჟისორის, მაიკლ ლის ფილმია… მაიკლი ოსკარზეც იყო წარდგენილი, თუმცა არა როგორც ამ ფილმის რეჟისორი, არამედ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში… (Best Writing, Original Screenplay)

ახლა კი რაც შეეხება ფილმს – იგი ძალიან ცხოვრებისეულ, რამდენიმე ბრიტანული ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს… ამ ოჯახებს, რაღა თქმა უნდა, ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირი გააჩნიათ, თუმცა მათი წევრები რადიკალურად განსხვავებული ადამიანები არიან…

სიტუაციები, რომლებსაც საქართველოშიც ძალიან ხშირად ვეჩეხებით; ადამიანების ხასიათები, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით; შესანიშნავი რეჟისურა, არაჩვეულებრივი სცენარი, სასიამოვნო საუნდტრეკები და ბრიტანული იუმორი, ძალიან დიდი დოზით… ჩემი აზრით, ეს ყველაფერი, ჯამში აღებული, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ფილმი თამამად შევიყვანოთ “აუცილებლად სანახავი” ფილმების სიაში… (must see)

უყურეთ, ისიამოვნეთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებები… ^^

Comments

comments

Powered by Facebook Comments

8 Comments so far »

  1.  

    ენდი said

    February 7 2012 @ 20:30

    შერლოქს უყურე სვან?

  2.  

    svani said

    February 9 2012 @ 20:30

    ფილმსაც და სერიალსაც… : ))

  3.  

    ენდი said

    February 9 2012 @ 20:30

    tv seriebs linki damide ra tu dzalgidzs

  4.  

    svani said

    February 9 2012 @ 20:30

  5.  

    Dr. Schüssler said

    February 11 2012 @ 20:30

    დღეს ვუყურე და ძაან მომეწონა…:)))

  6.  

    ccleaner said

    February 20 2012 @ 20:30

    მართლა მაგარი ფილმია +1 ჩემგან 😉 კინოკრიტიკოსების შეფასებაც მშვენიერი აქ 80/100-ზე.

    ესეთი კარგი ფილმების რეკომენდაცია გაგვიწიე ხოლმე :)))

  7.  

    სანდრო said

    March 26 2012 @ 20:30

    Mike Leigh-ს 2 ყველაზე მართლა მაგარი ფილმია Secrets & Lies და Naked. Another Year არ მინახავს მაგრამ არ მგონია იმ 2-ს სჯობდეს. ვუყურებ რა თქმა უნდა თუნდაც იმიტომ რომ ის 2 ფილმი არის ამავე რეჟისორის. და მაინც Stanley Kubrick <3

  8.  

    loler said

    May 19 2012 @ 20:30

    BIAFF-ზე უჩვენეს ეს ფილმი შარშან. ცოტა არ იყოს და მოსაწყენი ფილმია.

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online