სანამ თვითონ BIAFF-ზე დავიწყებდე საუბარს, პატარა შესავალი მინდა გავუკეთო ამ პოსტს…

მე ბევრისთვის არ ვასოცირდები ბლოგერთან და ეს ყველაზე მეტად ჩემი პროფესიის დამსახურებაა, რომელსაც
არანაირი კავშირი არ აქვს სოცმედიასთან… მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის საინტერესოა ის სფერო,
რომელშიც ვმოღვაწეობ, მაინც ვთვლი, რომ გარკვეულწილად აუდიტის ამბავში შეზღუდული ვარ კრეატივში და
ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ მაქვს ბლოგი… წერა მეხმარება კინემატოგრაფისადმი
ჩემი უდიდესი სიყვარულის გამოხატვაში…

მას შემდეგ, რაც კინო ჩემთვის გახდა ნარკოტიკი, ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ სამსახურზე, სადაც ყოველდღიურად მრავალი
ახალი კინოფილმის ნახვა მომიწევდა… სადაც ერთადერთი თემა რომელზეც ვიქნებოდი კოცენტრირებული იქნებოდა ფილმები
და არაფერი სხვა!!!

მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო BIAFF-ს და უკლებლივ ყველა იმ ადამიანს,
ვინც კი რაიმე წვლილი შეიტანა ბლოგერებისთვის სწორედ ასეთი შანსის მიცემაში…
BIAFF-ის მესვეურებმა აბსოლუტურად ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისათვის, რათა ჩვენი მთელი ძალისხმევა და
შემოქმედებითი წვა ყოფილიყო ფესტივალის გაშუქებისკენ მიმართული… როგორც ყოველთვოს და ყველგან, იყო
მცირედი გაუთვალისწინებელი და ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი გაკეთდა მათ
აღმოსაფხვრელად და მე პირადად, მივიღე იდეალური გარემო, ფილმებზე საწერად… ^^

რახან ჩემს სამსახურზეც და ჰობიზეც ბევრი ვისაუბრე, ვთვლი რომ აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ
საქმეების სიმრავლის გამო, სამწუხაროდ მხოლოდ 3 დღის გატარების საშუალება მომეცა ბათუმში…
ამ ამბავს თავიდანვე შეჩვეული ვიყავი, თუმცა გახსნის ფესტივალზე, როდესაც ვნახე მონაწილე ფილმების ტრეილერები,
გული ჩამწყდა…
ეშმაკმაც დალახვროს, ასეთი შანსი რომ მოგეცემა და იძულებული რომ ხარ სანახევროდ გამოიყენო…

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენებმა ფილმმა დიდად ვერ მოხიბლა პუბლიკა, მე მაინც ვთვლი,
რომ ძალიან ბევრს ვკარგავ, რადგან ახლა თბილისში ვარ და არა BIAFF-ზე… რაც შეეხება პირველ ფილმს, რომელზეც წეღან მოგახსენებდით,
ეს იყო პოლონელი კინორეჟისორის Jerzy Hoffman-ის ფილმი “ვარშავის ბრძოლა 1920′, რომელიც გაგიკვირდებათ და
3D-ში იყო გადაწყვეტილი…

მე, ზოგადად, ძალიან მკაცრი ვარ ომზე გადაღებული ფილმების მიმართ, რადგან ამ საკითხზე, როგორც ჩვენს ბავშვობვაში
იტყოდნენ “მილიონ ტრისტა” ფილმი მაინცაა გადაღებული და როცა ისევ ამ დაღეჭილ თემატიკას ეჭიდები, მინიმუ რამე ახალი უნდა თქვა,
რაც ძალიან რთული საქმეა…  საომარ ფილმებში ძალიან ადვილად შეგიძლია ითამაშო მაყურებლის გრძნობებზე, პატრიოტიზმზე,
აჩვენო ყველა ის საშინელება, რაც შეიძლება ომში ჩაიდინოს გაცხოველებულმა ადამიანმა და მოკლედ რომ ვთქვა,
გადაიღო ისეთი ფილმი, რომელიც ბევრ სხვადასხვანაირ ემოციას გამოიწვევს მაყურებელში… თუ დარწმუნებული არ ხარ რომ ომზე გადაღებული ფილმი სერიოზულ გავლენას მოახდენს პუბლიკაზე, სჯობს
საერთოდ არ გადაიღო…

რა შეიძლება ითქვას თვითონ ფილმზე?! პატრიოტული მუსიკით გაფორმებული (რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო და სუბტიტრების გარეშეც კი იგრძნობოდა შინაარსი), მეტწილად საინტერესო
დიალოგებით, იდიოტურად გაწელილი ბატალური სცენებით, რატომღაც 3D-ში (კომერცია რიულს ზი უერლდ) და ყველაზე ყველაზე ბანალური დასასრულით, რომელიც
ალბათ, მხოლოდ “აგვისტოს 5 დღის” ending-ს თუ სჯობს…

10 ბალიანი შკალიდან მაქსიმუმ 6-ს
თუ მივცემდი ამ ფილმს და ამ შემთხვევაშიც შეიძლება სინდისს ‘ვექენჯნე’ :დ

რაღა თქმა უნდა, გემოვნება ძალიან ინდივიდუალური თემა არის, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მე,
რომელსაც ასეთი კრიტიკული განწყობა მქონდა ფილმის მიმართ, მისით ერთ-ერთი ყველაზე მეტად “მოხიბლული” ადამიანი ვიყავი
და არაა ძნელი მისახვედრი თუ რა აზრის იყვნენ სხვები…

ჩემი მოკრძალებული აზრით  BIAFF  ამ ფილმით არ უნდა გახსნილიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემი მეგობრები
და ყველა ის ადამიანი, ვინც ესწრება, ბევრ ისეთ შედევრებს ნახავენ, რომლებიც ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ…

თუნდაც  Once Upon a Time in Anatolia, რომელზეც მე ჭკუა მეკეტება და ახლო მომავალში ვაპირებ პოსტის დაწერას…

მე კი თბილისიდან ინტერნეტის საშუალებით ვეცდები, რომ არ ჩამოვრჩე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ივენთს,
რაც კი კინოსთან დაკავშირებით ხდება საქართველოში…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online