Archive for კინემატოგრაფი

გამარჯობა, მე 24 წლის ვარ და დღესაც ისეთივე აღტაცებით ვუყურებ მულტფილმებს, როგორც ბავშვობაში. ახლაც ისე მიციმციმებს თვალები, როგორც ჩემს თანატოლებს (“ბნელი 90-იანებიდან”), “გრენდაიზერის” მუსიკის გაგონებაზე…

თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს… ხანდახან იმასაც ვფიქრობ (ბებიაჩემის არ იყოს), რომ მულწიკები ვეღარაა ისეთი, როგორიც ადრე. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლიუსები… იშვიათ გამონაკლისებს უფრო მეტად ვაფასებთ! ^^ Read the rest of this entry »

მას შემდეგ რაც ნოლანი აღმოვაჩინე, სუნთქვაშეკრული, წლობით ველოდები ყოველ ახალ ფილმს და  იმედი ჯერაც არ გამცრუებია… (მიუხედავად ამხელა მოლოდინისა)

პირიქით!!! Read the rest of this entry »

ამბავი იმისა თუ როგორ შეიძლება დააკარგინო მაყურებელს ფული, დრო და მოთმინება!!! Read the rest of this entry »

ვინც ჩემს ბლოგს (რატომღაც) აქტიურად ადევნებთ თვალყურს, შეიძლება გახსოვდეთ ჩემი პოსტი A Separation. გუშინ კი, 2 წლის შემდეგ, “სეფერეიშენის” რეჟისორი ასგარ ფარჰადი ხელახლა აღმოვაჩინე…

ამ ფილმის ნახვამდე, ვერ წარმოვდიგენდი თუ დრამის და მისტიკის ასე საოცრად შეზავება შეიძლებოდა!!! (და ეს მაშინ, როცა ჩემს Gone Girl-ის პოსტს ყავლი ჯერაც არ გასვლია) Read the rest of this entry »

გუშინ, საქართველოს (რეალურად კი თბილისის) კინოთეატრებში, შედგა დევიდ ფინჩერის ბოლო ნამუშევრის პრემიერა. ფინჩერის ბოლო ფილმს “Gone Girl” ჰქვია, რაც ქართულად როგორც “გაუჩინარებული ქალი”, ისე ითარგმნა. მიუხედავად იმისა რომ “გაუჩინარებული ქალი” ქართულად ცოტა კომიკურადაც კი ჟღერს, Gone Girl არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაზავი დრამის, მისტიკისა და თრილერის… Read the rest of this entry »

ცოდვების ქალაქად ქცეულ თბილისში, ცოდვების ქალაქი 2-ის პრემიერა გაიმართა გუშინ… დიდი ხანი ვერ ვახერხებდი პოსტების წერას და მინდა რომ ამ ფილმზე მაინც მოგითხროთ…

Read the rest of this entry »

ამ ფილმზე ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო ჩემს “news feed”-ში. ბევრი წერდა რომ დიდი სისულელეა, მაგრამ ბევრიც ძალიან აქებდა… პოლემიკა უფრო გამძაფრდა მას მერე, რაც ფილმი ოსკარის 10 ნომინაციაზე წარადგინეს. გადავწყვიტე, ორიოდე სიტყვით, ჩემი აზრიც გამეზიარებინა… Read the rest of this entry »

“გსურთ რომ მეტი იცოდეთ რორშახის შესახებ?! კი ბატონო… მე მოგიყვებით რორშახზე…” Read the rest of this entry »


7 ფსიქოპატი სწორედ ისეთი ფილმია, ნახვის მერე მომენტალურად ხელები რომ გექავება ადამიანს დასაწერად!!! (ბლოგერებიც ხო ადამიანები ვართ, ბოლოს და ბოლოს…) იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ფილმით, რომ ორჯერ ვნახე კინოში და მესამეჯერ ძმაკაცს ვაჩვენე… ამ პოსტის წერისასაც კი საუნდტრეკები ჩამესმის და დიდი შანსია, რომ მეოთხედაც ვნახო გობლინის გახმოვანებით… ამდენჯერ, ასე მიყოლებით, ერთადერთი “inception” იყო, რომ ვნახე და 7 ფსიქოპატის არ იყოს, მის გამოსვლასაც 1 წელი ველოდებოდი… Read the rest of this entry »

მე მიყვარს მარტინ მაკდონაჰი და იმდენი მაქვს საწერი, რომ არც კი ვიცი რითი დავიწყო… ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც ნახულობენ ტარანტინოს ფილმებს მხოლოდ იმიტომ, რომ ტარანტინოა და არა იმიტომ, რომ ხელოვნებაა!!! Read the rest of this entry »