Archive for რჩევები

ჩემი აზრით, ამ პოსტს ყველაზე სიმბოლური პოსტერი აქვს… იმედი მაქვს, რომ თავად მიხვდებით რატომაც… Read the rest of this entry »

მას შემდეგ, რაც (სამსახურის გამო) დაღონებულს მომიხდა ბათუმის დატოვება, სადაც საერთაშორისო კინოფესტივალ BIAFF-ზე ვიყავი მიპატიჟებული, გამიჩნდა საოცარი პროტესტის გრძნობა!!! კინოფესტივალზე ორად ორი ფილმის ნახვა მოვასწარი, რომელთაგანაც პირველი ‘გრეით ფეილიარ’ იყო, რომელზეც ასე თუ ისე ვისაუბრე წინა პოსტში, მეორე კი საერთოდ არ მახსოვს, რადგან წინა დღის უძინარი ვიყავი… ამიტომაც, ჩემს თავზე რომ არ მომშლოდა კვლავაც და კვლავაც ნერვები, გადავწყვიტე ხელმეორედ მეყურებინა ფილმისთვის, რომელიც ერთადერთი იყო ფესტივალის სიაში, ისეთი მე რომ ნანახი მქონდა… Read the rest of this entry »

ამა წლის 19 სექტემბერს, კინოთეატრ რუსთაველში გაიმართა “Resident Evil: Retribution”-ის დახურული ჩვენება, რომელიც ერთი დღით უსწრებდა წინ მის პრემიერას საქართველოში… Read the rest of this entry »

სანამ თვითონ BIAFF-ზე დავიწყებდე საუბარს, პატარა შესავალი მინდა გავუკეთო ამ პოსტს… Read the rest of this entry »

ეს ფილმი თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში, რეჟისორის და მისი თემატიკიდან გამომდინარე, რომ აღარაფერი ვთქვა ტრეილერზე, რომლის ნახვის შემდეგაც, ჩემი ცნობისმოყვარეობა “პრომეთეს” მიმართ ერთი ორად გაიზარდა!!! მიუხედავად იმისა, რომ ქართული კინოთეატრების Facebook გვერდზე, მრავალჯერ შემპირდნენ რომ მას აუცილებლად აჩვენებდნენ, აგვისტოშიც კი არ გაუშვეს… Read the rest of this entry »

ალბათ, ბევრს და ბევრჯერ გქონიათ უსამართლობის შეგრძნება… იმის ილუზია, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება… გაგჩენიათ უკეთესობის იმედი… არ გამიკვირდება, რადგან მეც ბევრჯერ განმიცდია… მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანები იქცევიან არასამართლიანად, ყველაზე დიდი უსამართლობები მაინც სისტემის კისერზეა!!! ფილმი, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ, მიუხედავად იმისა რომ ბრაზილიურია, ერთი ერთშია ჩვენს რეალობასთან… Read the rest of this entry »

როგორც იქნა, დადგა 2012 წლის 26 ივლისი და მეღირსა ნოლანის ტრილოგიის დასასრულის ნახვა… კრისტოფერ ნოლანი ჩემთვის იმ რამდენიმე რეჟისორს შორისაა, რომელთა ფილმებს შემიძლია წლები ველოდო და მაინც გაადაჭარბონ ჩემს მოლოდინს!!! Read the rest of this entry »

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სპეცეფექტების ეპოქაში ვცხოვრობთ… კინო თანდათან უფრო გასართობ და სანახაობრივ ეფექტს იძენს, სააზროვნოდ კი მხოლოდ წიგნებიღა რჩება… რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ დღევანდელი კინოინდუსტრია მიზნად ისახავს მაყურებლის ვიზუალურად გაოგნებას და ამ გზით მისგან ფულის უხვად დაცინცვლას… ამგვარ კომფორტს შეჩვეულ ადამიანებს კი ძველი ფილმების ყურება გასაკვირი არაა რომ ეზარებათ… Read the rest of this entry »

სახლში ფეხის შემოდგმა და ე.წ. ლეპტოპის ჩართვა ერთი იყო. თუმცა, ეს ქმედება როდი იყო ელექტრონული ფოსტის ან თუნდაც Fესიბუქის შემოწმების მიზნით გამოწვეული… ჩემი მთავარი მოტივი, იმ უზომო სასიამოვნო შთაბეჭდილებების გაზიარება იყო, რომელიც ლარს ფონ ტრიერის ფილმმა, კერძოდ კი Breaking the Waves-მა მომანიჭა!!! Read the rest of this entry »

მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე, მინდა გითხრათ, რომ საუკუნეა ამ ფილმზე პოსტის დაწერა მინდა და როგორც იქნა, ვაღირსე საკუთარ თავსაც და თქვენც… ლოგიკურად, თქვენც მიხვდებოდით, რომ ამდენი ხნით, რაღაც სისულელის გამო, თავს არ შევიწუხებდი… Read the rest of this entry »