ფილმი, რომელიც გუშინწინ ვნახე და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა!!!

ერთადერთი რამ, რასაც ჭირივით ვერ ვიტან, ეს უსამართლობაა… იმდენად ვერ ვიტან და განვიცდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს მე შემეხება, ჩემს მეგობარს, ახლობელს თუ საერთოდ უცნობ ადამიანს…

მირჩევნია მშიოდეს, მწყუროდეს, სიბნელეში ვცხოვრობდე, მაგრამ დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი სიმართლე არ დაიკარგება!!! რავი, მე ასე ვთვლი და ასე მიმაჩნია, თქვენი ნებაა დამეთანხმებით თუ არა…

სწორედ ამ თემატიკას ეხმიანება ზემოთხსენებული ფილმი “Conviction”. მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი სვონკი დიდად არ მიყვარს და რეალური მიზეზი ამის, თვითონაც არ ვიცი, ეს არანაირად არ აკნინებს ამ ფილმს…

ჰილარი სვონკის ძმა არის გაუწონასწორებელი ხულიგანი, რომელსაც მუდამ პრობლემები აქვს პოლიციასთან… მას ძალიან ბევრჯერ მოუწია მცირე ხნით ციხეში ჯდომამ, თუმცა ბოლოს პოლიციასაც მობეზრდა მასთან კატა-თაგვობანას თამაში და მოუგონა ბრალდება, რომელსაც ვერ უმტკიცებდა თუმცა არც ის არის გამორიცხული რომ ის მართლა დამნაშავე ყოფილიყო…

რას გააკეთებდით თქვენ, როცა იცით რომ საკუთარი ძმა ციხეში ტყუილუბრალოდ ზის და თქვენ იმისი საშუალებაც კი არ გაქვთ, რომ ნორმალური ადვოკატი დაუქირავოთ?!

ეს ისე, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად… თუ გეგონათ, რომ ფილმს მოვყვებოდი თავიდან ბოლომდე, მინდა გითხრათ რომ აშკარად შეცდით… რაც შეეხება მის დანარჩენ დეტალებს, სვონკის ძმას ჩემი უსაყვარლესი მსახიობი სემი როკველი თამაშობს და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივადაც ახერხებს!!! ფილმის რეჟისურას რაც შეეხება, რაღაც მომენტებში ესოდენ ბანალურადაც კი მეჩვენებოდა, მაგრამ ნახევარი ფილმი კურცხალები მგორავდნენ… : )) ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აქაოდა თქვენც იმავეს ელოდოთ, მაგრამ არაა გამორიცხული… უბრალოდ მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ… : ))

anyway, ამ ფილმს ძალიან კარგ რეკომენდაციას ვუწევ… მართალია ამ ჟანრში ბევრი სხვა, უკეთესი ფილმი გადაღებულა, მაგრამ “Conviction”-ის ნახვა თუ არაფერს შეგმატებთ, იმას მაინც ვერ იტყვით, რომ ფუჭად დაკარგეთ დრო და ვერ ისიამოვნეთ… : ))

The Next Three Day-ს გამახსენა ამ ფილმმა, მაგრამ რახან ეს უკვე გირჩიეთ, გაცილებით მაგარ ფილმსაც გეტყვით იმავე უსამართლოდ ციხეში ჩასმის თემატიკაზე…

უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ამ ასპექტში “In the name of the father”, “must see” ანუ აუცილებლად სანახავი ფილმია!!! ბევრს აღარ ვილაპარაკებ ამ ფილმზე, უბრალოდ თუ მხოლოდ ჩემმა რჩევამ ვერ დაგარწმუნათ, დავძენ რომ ფილმი იყო 7 ოსკარზე წარდგენილი და მთავარ როლებში ისეთი გენიალური მსახიობები არიან როგორიცაა დენიელ დეი ლუისი და როგორიც იყო პიტ პოსლსვაიტი…

Comments

comments

Powered by Facebook Comments

6 Comments so far »

  1.  

    აქსიომა said

    May 21 2011 @ 20:30

    არაჩვეულებრივად გამოგდის ფილმების მიმოხილვები. აუცილებლად ვნახავ.:)

  2.  

    svani said

    May 21 2011 @ 20:30

    thx… : ))

  3.  

    გია მახარაძე said

    May 21 2011 @ 20:30

    “Requiem for a Dream” სვანი ამ ფილმის მიმოხილვას თუ დადებ ძაან გამახარებ :)

  4.  

    svani said

    May 21 2011 @ 20:30

    ეგ არც ისე ადვილია სიმართლე რომ გითხრა… : ))
    ისე სერიოზული განხილვების დასაწერად, ფილმების ახლიდან ნახვა მჭირდება ხოლმე… “დასკანალნად”, რაც ძალიან დიდ დროს ითხოვს… :S

  5.  

    Wise Camel said

    May 25 2011 @ 20:30

    ეს ფილმი ნანახი არ მაქვს მაგრამ In the name of the father მართლა ძალიან მაგარი ფილმია და ჩემი აზრით ისიც უსამართლობაა რომ პიტ პოსლსვაიტის როლების უმეტესობა მეორეხარისხოვანი იყო, ყველა ფილმში მომწონდა ამ მსახიობის როლები. ისე ამ ტიპის ფილმებიდან ასევე გამოვარჩევდი “The Hurricane”, დენზელ ვაშინგტონი შესანიშნავად თამაშობს, ოცჯერ მაინც მაქვს ნანახი და კიდევ დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.

  6.  

    svani said

    May 25 2011 @ 20:30

    კი, მართლაც მაგარი მსახიობი იყო და ძალიან ბევრ, გენიალურ ფილმში აქვს ნათამაშები… და ჩემი აზრით, მისი როლები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც მეორეხარისხოვანი, რომ ბევრი მთავარ როლს სჯობდა… : ))

    ნახე ესეც, კარგი ფილმია… : )

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online