მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე, ფილმების ყურებას იშვიათად თუ ვახერხებ… : | თქვენ ვერ წარმოიდგენთ თუ რამხელა დარტყმაა ეს ჩემთვის… ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ბლოგს ჩემი ხელი დააკლდა… : )) ბეჯითი ბლოგერი არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა შეძლებისდაგვარად ვეცდები, რომ მოწყენის საშუალება არ მოგცეთ…

ისეთი წინასიტყვაობა გავუკეთე, რომ ეს პოსტი იდეაში ფილმებზე უნდა იყოს, მაგრამ პირიქით, იმ პროტესტის გრძნობაზეა, რომელსაც ჩემში მათ გარეშე არსებობა, ვიმეორებ არსებობა და არა ცხოვრება იწვევს… : ))

ყოველივე ზემოთ თქმულმა, ერთ მარტივ აზრამდე მიმიყვანა, რომელიც ყველაფერს ხსნის და რომელსაც კულუარებში Women’s Logic სახელით მოიხსენიებენ… : )) უკვე დანამდვილებით შემიძლია ვივარაუდო, რომ ის ძალა, რამაც დედამიწაზე სიცოცხლე შექმნა, მდედრობითი არსისაა, სხვა შემთხვევაში ვერანაირ ახსნას ვერ მოვუძებნი იმ ფაქტს, რომ საშუალო სტატისტიკურ ადამიანს უნდა გიწევდეს მინიმუმ 16 წელი სკოლაში სიარული, სწავლა, უშველებელი წიგნებით გატენილი ჩანთის თრევა…

4 წელი ინსტიტუტში მასწავლებლების ლექტორებით და ჩანთების ლეპტოპებით ჩანაცვლების პერიოდი, ტესტები, გამოცდები და აწ უკვე ‘დაგმობილი ლენინი’სეული “სწავლა,სწავლა და სწავლა”…
მაგრამ ეს როდი კმარა, მსგავსი განათლება ზღვაში წვეთია დღესდღეისობით…

მინიმუმ 1-2 წელი მაგისტრატურასაც თუ არ მიახარჯეთ, დამიჯერეთ, ვერაფრით შეიცნობთ წუთისოფლის ავან-ჩავანს…

ამ ყველაფრის შემდეგ კი მაინც იმ იდიოტურ სამსახურში ოფლის ღვრა მოგიწევთ, რომელიც 95%-ის ალბათობით არ იქნება ისეთი, როგორიც წარმოგედგინათ და როგორზეც ოცნებობდით…

მერე კი თუ ოდესმე მიაღწევთ თქვენი კარიერის პიკს და აღარ გეყოლებათ HORRIBLE BOSS-ები (ვინ იცის იქამდე იქნებ ტრაილერმაც გაგიტანოთ…) შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ თქვენი თავი შემდგარად ჩათვალოთ და თუ იქამდე არ მოგისწრიათ, ახალი თავის ტკვილი დაიმატოთ, ოჯახის სახით… : )))
საბოლოოდ, კარიერის პიკში მყოფსაც კი არ დაგაკმაყოფილებთ ის, რაც გაგაჩნიათ და მაინც მეტის გაკეთების სურვილში, სახსრების ტკივილში, დაჩაჩანაკებული სხეულის თრევაში და ცოდვილობაში ამოგხდებათ სული… დაგესმებათ წერტილი, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე!!!

თუმცა შენ არ ინერვიულო, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ კი აქ დამრჩომთ, ნამდვილად არ დაგვენანება შენს სახელზე თითო ჭიქის აწევა!!! შენი ხსოვნა იყოს!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

7 Comments so far »

  1.  

    joke_maker said

    January 22 2012 @ 20:30

    არც ისე ბედნიერი ვარ იმით რო პირველი ვწერ კომენტარს. 😀 😀 ორიGინალური დასასრული იყო, პოსტი მომეწონა და სხვა ბლოგერებისგან არაგანსხვავებით შენც “წაიუბედურიენისპატრონებ” ასე რო შეგიძლია არამხოლოდ ფილმებზე წერო. ნება დაგრთე და უკვე ბურთიც შენია და მოედანიც (ბარსელონა გაგახსენდა ბოლო სიტყვებზე ხო? ეეეჰ მეც)

  2.  

    svani said

    January 23 2012 @ 20:30

    ვწერ ხოლმე, ისედაც, თუმცა შენც შეამჩნევდი, რომ დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობენ… :)

  3.  

    ganmbloke said

    January 31 2012 @ 20:30

    განმბლოკე ვა 😛

  4.  

    svani said

    February 1 2012 @ 20:30

    ვინ ხარ?! O.o

  5.  

    ganmbloke said

    February 2 2012 @ 20:30

    ეჰ, ვეგარც მცნობ უკვე? 😀 ადრე სიყვარულს მეფიცებოდი აბა 😀

  6.  

    svani said

    February 2 2012 @ 20:30

    მაგდა მგონიხარ… O.o

  7.  

    ganmbloke said

    February 4 2012 @ 20:30

    ისე, რა წესი იყო რომ დამბლოკე 😀 ყველაფერს უკუგმა რატომ გებულობ? 😛

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online