“განქორწინება იტალიურად!!!”
სანამ, კერძოდ ფილმზე დავიწყებდე საუბარს, მინდა გითხრათ, რომ ერთი ჩვეულებრივი კინომოყვარული გახლავართ, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ევროპული კინო. დღეს, მინდა ვისაუბრო იტალიურ კინოზე. მიუხედავად იმისა რომ იტალიური ფეხბურთი მძაგს და შესაბამისად ყველაფერი იტალიური, (ვისაც ფეხბურთი უყვარს მიხვდება რაზეც მაქ საუბარი) კინო ის სამყაროა, სადაც იტალიელებმა ჩემი და არა მარტო ჩემი, ღრმა სიმპატია დაიმსახურეს.
ამ პოსტში, ბრწყინვალე იტალიელი რეჟისორის Pietro Germi – ის გენიალურ ფილმზე Divorzio all’italiana – ზე მინდა მოგითხროთ… რომელშიც, მთავარ როლებს Marcello Mastroianni და Stefania Sandrelli ასრულებენ.ფილმი გადაღებულია 1961 წელს და იმდროინდელი იტალიელი საზოგადოების უხერხულ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული. საზოგადოება, რომელსაც ურჩევნია ყალბი ცხოვრების და გრძნობების ხარჯზე შეინარჩუნოს უკვე დრომოჭმული ტრადიციები, ხშირად ხვდება გამოუვალ და ამავდროულად სასაცილო სიტუაციებში. ჩემი აზრით, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც მის შეცვლაში უდიდეს როლს ასრულებს ზოგადად ხელოვნება და რა თქმა უნდა კინოხელოვნებაც, უბრალოდ საჭიროა მისი ისეთი სახით არსებობა, რომლითაც ჩვენს ამ მანკიერ მხარეებს “ლაითად” და სასაცილოდ დაგვანახებს…
ისე, რომ ცოტა დავფიქრდეთ და ცოტაც დავცინოთ კიდეც საკუთარ თავს… ამით, იმისი თქმა მინდა, რომ დაახლოებით იდენტური პრობლემები დგას დღეს საქართველოში ჩვენ წინაშე თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ერთ დიდ განსხვავებას – იტალიაში, მსგავსი სახის პრობლემებს, აწ უკვე გასული საუკუნის 60-70 იან წლებში გადაუსვეს ხაზი, ჩვენთის კი დღევანდელობის პრობლემადაა ქცეული. შანსი იმისა, რომ Pietro Germi -ის დონის ხელოვანი გამოჩნდება საქართველოში და ისევე ოსტატურად შეძლებს ჩვენი საზოგადოებისთვის თვალის ახელას, როგორც ზემოთხსენებულმა რეჟისორმა მოახერხა ისწრაფვის ნულისაკენ…
ნათქვამია, „სჯობს ‘ჯი’-ზე შეხვიდე გვიან, ვიდრე არასდროსო“, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთვის “ადრეა” ჯერ ეს ყველაფერი… არადა, რაღა ადრე?!?!?!?!
მოკლედ, უყურეთ ამ გენიალურ ფილმს და დატკბით, როგორც Marcello Mastroianni – ის სამსახიობო ოსტატობით, ასევე Stefania Sandrelli – ის სილამაზით.


პოსტის ავტორი: mushvan
რედაქტირება გავუკეთე მე… (attention to details ppl!!!)

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    jessie said

    December 8 2011 @ 20:30

    მასტროიანი გენიალური მსახიობია და ამ ფილმშიც და მეორე ფილმი როა სოფი ლორენთან რომ თამაშობს – დაქორწინება იტალიურად.. ორივე ძალიან საინტერსო ფილმია, სასაცილოც და სატირალიც (რეალობიდან გამომდინარე) და ნამდვილად დაგეთანხმები, რომ თუნდაც განქორწინება იტალიურად, ამ ფილმში პრობლემები დღეს ჩვენ გვაქვს …. ტეხს.. :(

    კაი პოსტია სვან. ეზ იუჟუალ

    ^_^

  2.  

    svani said

    December 8 2011 @ 20:30

    ეს არაა ჩემი დაწერილი…
    წავუმძღვარე კიდევაც…

  3.  

    data said

    December 13 2011 @ 20:30

    დღეს ვუყურე “” El laberinto del fauno ” (ფაუნის ლაბირინთი) “” ამ ფილმს ამ საიტზეც დევს ფილმის განხივლვა http://sjobs.ge/?p=41#more-41 და მგონია რომ ეს ფილმი გმობს ქრისტიანობას . 45 ე წუთზე და 12 წამზე დაინახავთ ღვთისმშობელს და იესოს და ასევე მათ უკან მდგარ რქიან არსებას (სატანას)გამოსახულს ქვაზე .როდესაც გოგონა მეორედ ჩადის ფავნის სანახავდ და დიალოგის დროსაც იძახის ფავნი რომ ის რქიანი არსება თვინ არის.

  4.  

    data said

    December 13 2011 @ 20:30

    43:54 თუ უყრებთ უფრო კარგად ჩანს

  5.  

    Marilyn Manson said

    January 18 2012 @ 20:30

    Shegidzlia Pulp Fiction-is shesaxeb dado posti? Sheni azri mainteresebs am filmtan dakavshirebit :)

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online