ალბათ, უკვე მოგეხსენებათ, რომ დაიდო “Drive”-ის ლიცენზირებული გახმოვანება. დღეს, ამ ფილმზე მექნება საუბარი, რომელზეც საოცარი აჟიოტაჟი იყო ატეხილი…
ის წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე და გაიმარჯვა კიდეც, საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში… ამას თან ერთვოდა, ჩემი მეგობრების აღფრთოვანებული კომენტარები და პლიუს IMDB რეიტინგი, რომელზეც ფილმი 149-ე პოზიციაზე თავს იწონებს 8.2 რეიტინგით. ერთობლიობაში, ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ სულმოუთქმელად ველოდი ფილმის გამოჩენას და ვთვლიდი, რომ ძალიან სასიამოვნო 100 წუთს გავატარებდი… მაგრამ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება… ლიცენზიასაც არ დავლოდებივარ, სკრინერს ვუყურე და ფილმის ბოლოს დავრჩი გაღიმებული, არცთუ სასიამოვნოდ… : ((

აწი, მოერიდეთ სპოილერებს… (თუ ნანახი არ გაქვთ, ნუ გააგრძელებთ კითხვას…)

დღეს მეორეჯერ ვნახე ეს ფილმი… რატომღაც მქონდა იმედი, რომ მეორე ნახვაზე მაინც მომეწონებოდა (ასეთებიც ხდება ხოლმე), თუმცა ნაცვლად ამისა, უფრო მეტი შეცდომა და აბსურდი აღმოვაჩინე “Drive”-ში…

დავიწყოთ სულ თავიდან… ვისაც ეს ფილმი მოსწონს, ყველა იმას აღნიშნავს, რომ ორიგინალურია და ბლაბლაბლა… “Drive” ისე იწყება, რომ ლუკ ბესონის “გადამზიდი”-ს რიმეიკი გეგონებათ… ფილმის დანარჩენი სიუჟეტის იდეა კი სერიალ “Hack”-ისას ჰგავს, რომელიც ჩემს ბავშვობაში მზეზე გადიოდა… მისი მთავარი გმირი, ეხმარებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთაც პოლიცია არ აღმოუჩენდა დახმარებას… ფილმის ბოლო კი, მართლაც რომ გენიალური კინოს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური დასასრულიდანაა გადმოღებული… საუბარი მაქვს კლინტ ისთვუდის “გრანდ ტურინო”-ზე… მოკლედ ამ ყველაფრის ფონზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სიუჟეტი არცთუ ორიგინალურია!!! (მე აპრიორს არ ვამტკიცებ, უბრალოდ მე ასე მომეჩვენა!!!)

ახლა კი შეცდომებზე…


ეს არის მომენტი, როცა გოსლინგი აპირებს მანქანის მოპარვას “საქმეზე” წასასვლელად… რათა შეყვარებულის ქმარს დაეხმაროს… დააკვირდით ხელს, აშკარად არ უნდა მანქანაზე ანაბეჭდების დატოვება…


ესეც იმავე რაიანი, რომელმაც ზუსტად მანქანის გაღების წინ მოიხსნა რატომღაც ხელთათმანები…


ორივე ხელზე!!! 😀


თუმცა, საჭესთან ისევ ხელთათმანები უკეთია… : ))


არსება, რომელიც ძარცვაზე 25 სანტიმეტრიანი ქუსლებით წავიდა… (სამი იქსი გამახსენდა :D)


ეს კი კადრი, როცა მუსტანგს როვერით მისდევენ და გზაზე ვერცხლისფერი მანქანა შეეჩეხებათ… ცდილობენ გვერდის ავლას და…


უცებ ეს ვერცხლისფერი მანქანა ლურჯ ტოიოტა კოროლად იქცევა… : )) შემდეგ კადრში კი ახლიდანაა სცენა, ზუსტად იმნაირი და სავარაუდოდ იგივე ვერცხლისფერი მანქანის მონაწილეობით…

აი ფოტოც…

ეს კი ეპიკური გოსლინგია, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდა სისხლიანი ქურთუკის გადაგდება ან გამოცვლა, თუმცა კი აშკარად იცის, რომ მისნაირმა ტიპმა ყურადღება არ უნდა მიიქციოს!!! ეგ კი არა, კასკადიორის ნიღაბს ირგებს, თავის დაზღვევის მიზნით, მაგრამ სისხლიან ქურთუკს არაფრის დიდებით არ იცვლის!!! :D:D:D

და აბსურდზე კიდევ ერთი მომენტი, რომ საშუალოსტატისტიკური როვერი ვერასდროს მიეწევა საშუალოსტატისტიკურ მუსტანგს… : ))

ეპიკურია ასევე ის, რომ მაფიოზთაგან ერთ-ერთს იარაღიც კი არ აქვს თან, ზღვის ნაპირზე გადაღებულ სცენაში და ისიც რომ მისი პარტნიორი, გოსლინგის მოსაკლავად მარტო მივა… : |

ბოლოს კი ფილმის ძლიერ მხარეებზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას და ამით დავამთავრებ…

მიუხედავად იმისა, რომ “Drive”-ში მაქსიმალურად შემცირებულია დიალოგები (რა მხრივაც მართლა ორიგინალურია) და გოსლინგის პერსონაჟიც მეტწილად უტყვს განასახიერებს, არ იქნება სამართლიანი, რომ არ აღვნიშნოთ მისი გენიალური შესრულება… მართლაც არაჩვეულებრივად თამაშობს!!! მაგრამ, ჩემი აზრით, ფილმის ყველაზე ძლიერი მხარე მაინც მისი საუნდტრეკებია… საოცრად შეხამებული სიუჟეტთან…
პ.ს. ფილმში სულხან-საბას არაკია ნახსენები “კუ და მორიელი”, რომელიც “ბაყაყად და მორიელად” თუ რაღაც მსგავსად იყო მოხსენიებული და იდეაში, ალბათ ქურთუკზე დახატული მორიელი, სწორედ ამის გაძლიერების მიზნით არის და შეიძლება ამით იმის თქმა უნდოდა რეჟისორს რომ, გოსლინგი კი მოკვდება, მაგრამ თან გაიყოლა ყველა, ვინც მისი შეყვარებულის ოჯახს ემუქრებოდა… ხზ… სხვა დატვირთვა მე ვერ მოვუძებნე… 😀

Comments

comments

Powered by Facebook Comments

8 Comments so far »

  1.  

    Wise Camel said

    December 3 2011 @ 20:30

    აჰა, ეს დღეც მოვიდა, მემგონი პირველი შემთხვევაა რომ არ გეთანხმები.

    პირველ რიგში ჩემი აზრით მართლა დაიმსახურა ის გამარჯვევბები რაც აქვს და 8.2 imdb-ზე რბილად რომ ვთქვათ ცოტაა ასეთი ფილმისთვის.

    რაც შეეხება ფილმში დაშვებულ შეცდომებს, ალბათ იცი რომ მეც ვერ ვიტან მასეთ რაღაცეებს და ათობით პოსტი მაქ დაწერილი, მაგრამ ამ ფილმს რომ ვუყურებდი სულაც არ მანაღვლებდა მონტაჯში გაპარული შეცდომები.

    რეჟისურის, მსახიობების და მუსიკის გარდა ასევე გამოვარჩევდი იმ ატმოსფეროს რაც ამ ფილმშია, მუსიკა და ეფექტები ხშირად სრულ სინქრონშია რაც ძალიან მომეწონა. ატმოფერო ამ ფილმში უბრალოდ საოცრად კარგად იყო შექმნილი, როდესაც ფილმს ვუყურებდი ისე განვიცდიდი თითქოს მე ვყოფილიყავი მთავარი გმირი.

    რაც შეხება დასასრულს თუ ამას გადახედავ ნახავ რომ რეჟისორს მთავარი გმირი არ მოუკლავს: http://screenrant.com/drive-movie-ending-kofi-132077/

    და ბოლოს ბევრს გაუცრუვდა იმედი იმიტომ რომ უმრავლესობას ეს ფილმი მორიგი “ფორსაჟი” ეგონა, თუმცა ეს ფილმი ექშენი არ არის, ექშენისთვის არ უყუროთ!!!!

    და საერთოდ 2011 წლის საუკეთესო ფილმია რაც მინახავს და ოსკარზეც ალბათ მისცემენ ნომინაციას.

  2.  

    svani said

    December 3 2011 @ 20:30

    მე არ ველოდი ფორსაჟს, ნამდვილად… მე გენიალურ ფილმს ველოდი, რომელზეც ყბა უნდა ჩამომვარდნოდა და ჭკუა გადამკეტვოდა… რაც, ჩემდა სამწუხაროდ, არ მოხდა… : ((
    გემოვნების ამბავია, მე არ მომეწონა… :/
    “During his phone conversation with Bernie, after Nino drowns, the Driver references the story “The Scorpion and the Toad”.In the story, the toad carries the scorpion across the river; the scorpion stings the toad, and both drown. When asked by the toad why sting it, when both would drown, the scorpion replied “It’s my nature”. The back of the Driver’s coat shows a yellow scorpion, implying that he is the scorpion in the story.”

    ეგ კაცი ბოდიალობს რაღაცას… თუ მთავარი გმირი მორიელია და მთელი ფილმი ის იდიოტიზმი ქურთული მხოლოდ იმის გამო არ გახადა, რომ მორიელისთვის გვეყურებინა, მაშინ უნდა მომკვდარიყო გოსლინგი და თუ არ კლავდა, რა ჯანდაბად ეცვა მთელი ფილმის განმავლობაში სისხლითდასვრილი ქურთუკი, მაშინაც კი, როცა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ არ მიექცია ყურადღება?! :@:@:@

  3.  

    Wise Camel said

    December 3 2011 @ 20:30

    ორნაირი ინტერპრეტირება შეიძლება მოეძებნოს მაგას.

    1. მაგ საუბრის მომენტში “Driver”-ს ჰგონია რომ ვერ გადარჩება, იმ გოგოსაც კი ეუბნება რომ შენთან შეხვედრა მინდა რადგან ხვალ შეხვედრა მაქვს და ალბათ იქიდან ვერ დავბუნდებიო და საერთოდ ბოლოს როცა მოკლავს იმ “ხუჭუჭა ბიძას” მანქანაში ზის და რამდენიმე წამიანი “close-up”-ია როცა მის სახეზე საერთოთ კუნთი არ ინძრევა, თითქოს მოკვდაო, ჩემი აზრით მაგ მომენტში გადაწყვიტა რომ ღირდა ცხოვრების გაგრძელება.

    2. (მეორე მაგრამ ნაკლებად სავარაუდო ჩემი აზრით) მიუხედავად იმისა რომ გადარჩა როგორც ბოლოს რესოტარნში ეუბნება ნინოს პარტნიორი, გოგოს ხელს არ ვახლებთ მაგრამ შენ ფაქტიურად მკვდარი ხარ, მთელი ცხოვრება შიშში უნდა გაატაროო.

    როგორც რეჟისორი ამბობს, მთავარი გმირი ფილმის ბოლოში ისეთივე დარჩა როგორც თავიდან იყო, მარტოსული და ცხოვრების აზრ დაკარგული, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ეს განსხვავება ის არის რომ მან ახლა იცის, მას შეუძლია იყოს გმირი, ამას ხაზს უსვამს სიმღერის ტექსტიც.

  4.  

    svani said

    December 3 2011 @ 20:30

    საინტერესო მოსაზრებებია…
    შენი პოსტები არ წამიკითხავს, დალინკე აბა, სად წერ ხოლმე… : ))
    შენმა ინტერპრეტაციამს “კლასის” ფინალი გამახსენა… ცოცხლადდარჩენილი ბიჭის სიტყვები, ბევრს უკარგავს ფილმის რეალური შინაარსის აღქმის უნარს… : ))

  5.  

    Wise Camel said

    December 3 2011 @ 20:30

    http://ucnauri.com/blog/wise-camel/page/8

    ყველას ცალცალკე დალინკვა მეზარება. ესენი განხილვები არ არის როგორც შენი პოსტები, უბრალოდ იუმორით დაწერილი პოსტებია სადაც კლიშეებზეა ლაპარაკი რომლებიც უმრავლესობა mainstream ფილმებში მეორდება :))

    “კლასი” რა ფილმია, შეიძლება ვიცი მაგრამ ვერ ვიხსენებ, აბა ერთი imdb ლინკი დააგდე, საინტერესო ჩანს.

    ისე ეს ხომ არ არის? http://www.imdb.com/title/tt1063669/ “კლასზე” უცებ ეს გამახსენდა 😀

  6.  

    svani said

    December 4 2011 @ 20:30

  7.  

    Kate said

    December 24 2011 @ 20:30

    აუჰ.
    ამ ფილმის შესახებ მეც მეწერა ბლოგში, Movies to be seen-ის სათაურ-ქვეშ. ხოდა მე ეს შეცდომები საერთოდ არ აღმომიჩენია. ალბათ იმიტომ, რომ 1-ხელ ვნახე მხოლოდ. რაც არ უნდა იყოს, მე ძალიან მომეწონა.

    ნუ კავინსკის სიმღერა საერთოდ უმაგრესია. ფლეილისტში დავიმატე იუთუბზე.

    პ.ს. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე.

  8.  

    svani said

    December 24 2011 @ 20:30

    welcome… :*

    აუ, რავი, მეც ძალიან მინდოდა, რომ მომწონებოდა, მაგრამ არ გამომივიდა…
    საუნდტრეკებზე მილიარდჯერ აღვნიშნე და არც დამეზარება, გენიალურია!!!
    ფილმი რავი რა, ჩემი სტილი არ იყო, ალბათ… : ((
    თორე ჩემზე მეტად არ გაგიტყდებოდათ არცერთს, რომ არ მომეწონა…

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online