გამარჯობა, მე 24 წლის ვარ და დღესაც ისეთივე აღტაცებით ვუყურებ მულტფილმებს, როგორც ბავშვობაში. ახლაც ისე მიციმციმებს თვალები, როგორც ჩემს თანატოლებს (“ბნელი 90-იანებიდან”), “გრენდაიზერის” მუსიკის გაგონებაზე…

თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს… ხანდახან იმასაც ვფიქრობ (ბებიაჩემის არ იყოს), რომ მულწიკები ვეღარაა ისეთი, როგორიც ადრე. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლიუსები… იშვიათ გამონაკლისებს უფრო მეტად ვაფასებთ! ^^

შენ შეიძლება ფიქრობდე, ამხელა კაცს რა გემულტფილმება-ო?! შეიძლება იმასაც ფიქრობდე, რომ თვითონ კაციც ხარ და ქუდიც გხურავს, მაგრამ არ დაგავოწყდეს რომ ყველა ქუდი ქუდი არ არის. (ჩიბუხისა არ იყოს)

პ.ს. თუ შენ არასდროს დაგინახავს გიგანტური ბოა რომელმაც სპილო გადასანსლა, ეჭვი მაქვს, ზედმეტად უფროსი ხარ მულწიკებისთვის და სჯობს “ექშენებზე” შემოგვიარო : ))

 

თუ მაინც ჩვენთან დარჩი, შენთვის ორი ამბავი მაქვს: კარგი და უკეთესი.
კარგი ის არის რომ შევცდი და მიხარია!!! უკეთესი კი ის, რომ შენთვის გენიალური მულტფილმი მაქვს!!!
უკვე, წინასწარ ვგრძნობ, რომ შენც ისევე შეგიყვარდება, როგორც… (აბა გამოიცანი ვის?)

თუ ჯერაც არ გჯერა “ერთი ნახვით შეყვარების”, გადადე ყველა საქმე და ახლავე დაიწყე “ერნესტი და სელესტინა”-ს ყურება! 😛

ჩვენ ძალიან არატოლერანტულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვობიდან გვიჭედავენ თავს უამრავი სტერეოტიპით. გვეუბნებიან სად როგორ მოვიქცეთ, რა გვეცვას, ვის ვემეგობროთ, ვის არა… ისეთ ასაკში გვნათლავენ, როცა არათუ რელიგიის, არამედ სასკოლო ჩანთის არჩევაც გვიჭირს. თუმცა ჩვენ მერე ვიზრდებით და თვითონ ვხვდებით (ზოგი ადრე, ზოგი გვიან, ზოგიც…) რა იყო სწორი და რა არა. შემდეგ უკვე თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს მულტფილმი კი ერთ პატარა, გაბედულ თაგუნიაზეა, რომელიც თავიდანვე არასტანდარტულად უყურებდა სამყაროს და მასში გამჯდარ სტერეოტიპებს…

პ.ს. ის თუ რა ბედი ეწია სელესტინას, შეგიძლიათ უკვე უჩემოდაც შეიტყოთ… : ))

69-ე სერიის დასასრული

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online