და მაინც, როგორც არ უნდა მივუდგეთ, ყველაფერი ფილმში იწყება მარლა სინგერის პერსონაჟით… “რადგან ამ ყველაფერს, პისტოლეტს, ბომბას, რევოლუციას, რაღაც კავშირი აქვს გოგონასთან, სახელად მარლა სინგერ…”

ჩვენმა ლუზერმა ‘მთხრობელმა’, ექიმის რჩევის დახმარებით საბოლოოდ დაალაგა თავის ცხოვრება… მან ბოლო მოუღო უძილობის სენს ბობის უზარმაზარ ძუძუებში ქვითინით…

მან მიაღწია თავის ერთადერთ წადილს, დაძლია უძილობა… მას უკვე ბავშვივით ეძინა… ეს ყველაფერი კი იმის დამსახურება იყო, რომ ის ებრალებოდათ და თავის სიცოცხლეში პირველად, გრძნობდა იმ სითბოს, რომელიც ასე ძალიან აკლდა… (რაც შეიძლება ვიგულისხმოთ იმ გარემოებიდან, რომ მამამ ის 6 წლის ასაკში მიატოვა…) “როცა სიკვდილის პირას ხარ, ყველა გულისყურით გისმენს… მაგრამ თუ ამასთანავე ხმას არ იღებ, მაშინ ყველა ფიქრობს რომ რამოდენიმე წუთიც და სულს განუტევებ…”

ჩვენი მთავარი გმირის ბედნიერება როდი აღმოჩნდა ხანგრძლივი და გოგონამ, სახელად მარლა სინგერ, მის ცხოვრებაში ისევ ის ქაოსი შემოიტანა, რომელიც ამ, სულიერი სიმშვიდის დადგომამდე იყო…

ყველა ადამიანს ესაჭიროება განტვირთვა, დაძაბული დღის, სამუშაო გრაფიკის შემდეგ… სწორედ ამ განტვირთვას ეძებდა ‘მთხრობელი’, თუმცა მარლას იმავე მიზეზით არ დაუწყია ‘სიმულიანტობა’… შეიძლება სასაცილო შედარებაა, თუმცა მარლას პერსონაჟი ძალიან ჰგავს ოდესუს “ოლდბოი”-დან… სანამ მას 15 წლით გამოკეტავენ, ის უდარდელად ცხოვრობს დღევანდელი დღით და მისი სახელიც სწორედ ამის დადასტურებაა… მარლა და ოდესუ არიან ყველაზე ‘პოხუისტი’ პერსონაჟები, ვინც კი ოდესმე შემხვედრია… რაც არ უნდა სულელურად ჟღერდეს, ერთადერთი მიზეზი ჩვენი პერსონაჟის ხელახლა გაუბედურებისა, უფასო ყავა და დონატები იყო… : ))

როცა, ადამიანი ცხოვრებას მოიწესრიგებ, მოიწყობ და მოვა ვიღაც ‘ურჯუკი’ და ხელყოფს იმ ყველაფერს, რისთვისაც იშრომე, იწვალე, რასაც ძალიან დიდი ხანი ეძებდი, წარმოუდგენლად რთულია რომ ამას შეეგუო… ჩვენს მთხრობელს რამე უნდა ეღონა, თუმცა იგი იმდენად ლუზერი იყო, რომ ვერასოდეს გაართმევდა თავს ამ დავალებას… სამაგიეროდ, მისმა ქვეცნობიერმა იზრუნა ამაზე: აუფეთქა რა, იკეა-ს ავეჯით გამოტენილი სახლი… (ჩემი აზრით, მისი დამოკიდებულება იკეა-ს ავეჯის მიმართ იმ კონტექსტის გაძლიერებაა, როცა ტაილერ დერდენი უხსნის, რომ ჩვენ ყველანი consumers- ანუ იგივე მომხარებლები ვართ-ო…)
თუმცა ამ აფეთქებამდე და ტაილერის გაცნობამდე ერთი ძალიან საინტერესო მომენტია აღსანიშნი!!! მომენტი როცა ნორტონი ჩამოდის ესკალატორზე, ხოლო ბრედი ადის ზემოთ… მთხრობელის პერსონაჟი, ზუსტად ამ მომენტში სვამს ერთ რიტორიკულ შეკითხვას: “თუ შესაძლებელია გაიღვიძო ისეთ ადგილას, სადაც სხვაგვარად ხდება დროის ათვლა, ნუთუ შეუძლებელია, რომ გაიღვიძო სხვა ადამიანად?!”

ხშირად ხდება, როდესაც ჩვენი ქვეცნობიერი ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს, რაც რეალურ ცხოვრებაში არცთუ ადვილი შესამჩნევია… ერთი, მარტივი მაგალითი, რომელიც ახლა მახსენდება არის სრულიად უცხო ადამიანების ნახვა სიზმარში… დარწმუნებული ვარ, მსგავსი სიზმარი ყველას თუ არა, ძალიან ბევრ თქვენგანს უნახავს…

ახლა კი დგება იმის აუცილებლობა, რომ ჩემს ასევე უსაყვარლეს რეჟისორს და ფილმს გადავწვდე, ციტატის მოსაყვანად… “დასაწყისში”, როცა არიადნა კობს სთხოვს, რომ დააშოშმინოს თავის ქვეცნობიერი, კობი უმარტავს: სწორედ იმიტომ ჰქვია მას ქვეცნობიერი, რადგან შეუძლებელია მისი გაკონტროლება… “უალა”, როგორც იტყვიან ფრანგები…

ჩვენი მთხრობელი კი “ნი ტო შტო” რომ ვერ აკონტროლებდა მის მიერვე შექმნილ პერსონაჟს, მან მისი არსებობაც კი არ იცოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში…

ქაოსი და სიგიჟე, რომ ყველაზე გადამდები რამაა, ამას ნათლად მოწმობს ის, რომ სადაც მთხრობელი ჩადიოდა ტაილერის დევნისას, ყველგან ნახულობდა “მებრძოლთა კლუბის” ფილიალებს… თუმცა, არის კიდევ ერთი მომენტი, თუ “ტერმინატორში” კაცობრიობას საკუთარი ხელით და ინტელექტით შექმნილი რკინის ჯართები უპირისპირდებიან, არც ისაა გასაკვირი რომ შენი ქვეცნობიერი დაუპირისპირდეს შენს შეხედულებებს, მოსაზრებებს თუ იდეალებს…

საერთოდ, ასეთი ტვისტი დასასრულის მქონე ფილმებში, ძალიან ბევრი მინიშნებაა ხოლმე თავიდანვე, რომელიც პირველ ნახვაზე არაფრისმთქმელად გვეჩვენება… ყოველ შემდგომ ნახვაზე კი ახალ-ახალ დეტალს აღმოვაჩენთ ხოლმე… (მაგალითად Oldboy-ში დაუმთავრებელი ანეკდოტი, რომელიც ასე იწყება: “მამა და შვილი წავიდნენ საუნაში…”)

ამ ფილმში კი ხსენებული მინიშნებების გარდა, ყველაზე ეპიკურ მომენტში, როცა ბოსის კაბინეტში თავ-პირს ილეწავს ნორტონი, შემდეგ სიტყვებს ამბობს: “რატომღაც, ჩემი პირველი ჩხუბი გამახსენდა ტაილერთან…”
ნეტა რატომ?! : ))

არც მესამე ნაწილი დააყოვნებს… ^^ to be continued!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

8 Comments so far »

  1.  

    ქეით ალუკარდი said

    September 8 2011 @ 20:30

    ესე იგი არ მახსოვს ჯერ შენი გარჩევა წამეკითხოს რომელიმე ფილმის და ყურება არ მომდომებოდეს :))) ახლაც ვიწერ ამას მეასედ უნდა ვუყურო : ))))

    ხოდა რა მინდა გკითხო: ესე იგი ნორტონმა არ იცოდა მაგრამ ტაილერმა ხომ იცოდა რომ ნორტონის ქვეცნობიერი იყო??

  2.  

    გოდო said

    September 8 2011 @ 20:30

    მშვენიერია, კარგად გადმოსცემ! პირველ ნაწილზე ფრო მომეწონა

  3.  

    svani said

    September 8 2011 @ 20:30

    გაიხარეთ, მადლობა… : ))
    კი ქეთევან, ტაილერმა იცოდა… ონ ს სამავა ნაჩალა ზნალ ვსო, ზასრანეც ხრენოვ… : ))

  4.  

    ირმის ნახტომი said

    September 10 2011 @ 20:30

    ეს მომეწონა. მესამეც დაიდება?
    დასაწყისი რომ არ გეხსენებინა ისე არა? ;დ
    Oldboy უნდა ვნახო.

  5.  

    ირმის ნახტომი said

    September 10 2011 @ 20:30

    არც ამაზე მინდა პასუხი ;დ

  6.  

    ტაილერ დარდენი said

    September 12 2011 @ 20:30

    აი ეს ფილმი არის შედევრი, რაღაც სასწაული არის ჩემი გადმოსახედიდან, ნუ აზრია ძაან მაგარი, ჩხუბის მაგივრად შეიძლება ნებისმიერი სხვა რამე ყოფილიყო, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.

    საკმაოდ ბევრჯერ მაქვს ნანახი და ყოველ ახალ ნახვაზე ახალ რაღაცას ვნახულობდი ამ ფილმშI რაც უფრო მითრევდა, მსახიობებიც ხო ძაან მაგრად ასრულებენ, ნორტონიც და პიტიც, ისე კი ამ ფილმმა ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, შემცვალა სხვა მიზნები გამიჩინდა, აზროვნებაც და ა.შ 😀

    მოკლედ ვისაც ვურჩIე ყველა მლოცავს 😀

  7.  

    dat said

    September 18 2011 @ 20:30

    კუბზეც დადე რა პოსტი დიდი ხნის პაუზის შემდეგ მაინც )))) კაი ფილმია 3 ვე ნაწილს ვუყურე დღეს და მაგრად მომეწონა

  8.  

    svani said

    October 2 2011 @ 20:30

    კუბზე არ ვიცი, მაგრამ “ხერხზე” დავდებ, ალბათ… ^_^

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online