როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, ფილმის ერთ-ერთი მთავარი თემატიკა ქაოსია… ქაოსი კი მთქნარებას ჰგავს ძალიან… საკმარისია ვინმემ დაამთქნაროს, რომ მომენტალურად, მისი ქმედების დამნახველთ მთქნარება უტყდებათ… ამიტომაც, ტაილერი და მთხრობელი ძალიან პოპულარულები გახდნენ, თავიანთი “გამოგონების” წყალობით… მათ ჩამოაყალიბეს ბანდები, რომლებიც სიტყვის გადაუბრუნებლად ასრულებდნენ მათ ნებისმიერ მითითებას თუ დავალებას…

ტაილერს ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა, რომელიც ძალიან ორიგინალური და ამავდროულად მიმზიდველიც იყო მთხრობელისთვის… ტაილერი მზად იყო დაენგრია სტერეოტიპები, ნებისმიერი გზით და ნებისმიერ ფასად, თუმცა ამას მთხრობელი დიდი ხანი ვერ ხვდებოდა… ვერ ხვდებოდა კი არა, პირიქით, აღფრთოვანებულიც კი იყო ტაილერის პიროვნებით და მისეული სამყაროს აღქმით…

ეს ყველაფერი კარგად ჩანს ფილმის ერთ-ერთ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში… როდესაც ტაილერი, მაღაზიიდან გამოათრევს რეიმონდ ჰესელს…

რეიმონდ ჰესელი გამყიდველად მუშაობდა სუპერმარკეტში, როცა ერთ-ერთ საღამოს, ტაილერმა ის მარკეტის უკან გამოათრია და კეფაზე ლულამიდებულს ‘სასიამოვნო’ სიახლე გაუმხილა: “რეიმონდ, შენ ახლა მოკვდები!!! შენს დედ-მამას კი სტომატოლოგის დაქირავება მოუწევთ, რადგან სახე გექნება ‘ახეული’…”
და მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ დაინტერესდა ტაილერი, რეიმონდ ჰესელის პირადი ცხოვრებით… გაირკვევა, რომ რეიმონდი
ბიოლოგიას სწავლობდა, რადგან ოცნებობდა ვეტერინარობაზე… ამის გაგონებაზე ტაილერი, იღებს რეიმონდის საფულედან მის მართვის მოწმობას და ულტიმატუმს უყენებს: “თუ 6 კვირაში, შენ ვერ მოახერხებ, რომ ისწავლო ვეტერინარულზე, შენ მოკვდები!!!”

ამ ინციდენტის მერე, მთხრობელი გაბრაზებული სთხოვს ტაილერს, რომ აუხსნას რა ჯანდაბად სჭირდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება… ის კი უმარტავს, რომ მომდევნო დღე რეიმონდის ცხოვრებაში იქნება უბედნიერესი, ხოლო საჭმელი, რომლითაც ის დანაყრდება – უგემრიელესი…
როცა ნორტონის პერსონაჟი ნახულობს, რომ ტაილერს ტყვიებიც კი არ ჰქონია რევოლვერში, ის კიდევ უფრო იხიბლება მისი პიროვნებით…

მთხრობელი ვერ ხვდებოდა რომ ტაილერი ყველაფერზე იყო წამსვლელი, სანამ მისი ერთადერთი მეგობარი არ შეეწირა მორიგ ოპერაციას…
დიახ, ზუსტად ის მეგობარი, რომლის ძუძუებზეც წინა პოსტში ვსაუბრობდი – ბობი იგივე რობერტ პოლსონი.

მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება მთხრობელი, რომ ყველაფერი რიგზე ვერაა… ხვდება, რომ გარშემო ‘დაზომბებული’ ბრბო ჰყავს შემოკრებილი, რომელიც ტაილერის ნებისმიერი დავალებისთვის უდრტვინველად გაწირავს თავს!!! ხვდება ამ ყველაფერს და იწყებს აჩრდილის დევნას… ის თავის მეორე მე-ს ეძებს რეალურ ცხოვრებაში და საბოლოოდ იპოვნის კიდეც, თუმცა ეს აღმოჩენა მისთვის ფრიად შოკისმომგვრელია…

ეს სიახლე ნორტონის პერსონაჟს საერთოდ აურევს თავ-გზას… ის ხვდება, რომ მისი ცხოვრების ნახევარს სხვა ცხოვრობდა მის ნაცვლად, რომელზეც მას არანაირი კონტროლი არც გააჩნდა და არც გააჩნია… ირგვლივ ქაოსია!!! ერთ-ერთი უნიკალური მომენტის მომსწრე ვხვდებით ფილმის მაყურებლები, როცა ძალიან დიდი ხნის გასვლის შემდეგ, მთხრობელი წააწყდება ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც იმ სიტყვებს იმეორებენ, რომელიც დიდძუძუება ბობის გარდაცვალებისას წარმოითქვა: “მისი სახელია რობერტ პოლსონი!!! მისი სახელია რობერტ პოლსონი!!!”

ფინჩერს საოცრად აქვს ასახული, საკუთარ თავთან ბრძოლა… ალბათ, დამეთანხმებით, რომ მსგავსი რამ ყველას ჰქონია ცხოვრებაში, ვის მეტად, ვის ნაკლებად, მაგრამ ჩვენ ყველას გვიწევს საკუთარ სურვილებთან, ზრახვებთან და მეორე მესთან ბრძოლა… ასეთია ადამიანის ბუნება!!! სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ვთვლი, რომ სცენა როდესაც ედვარდ ნორტონი კლავს ბრედ პიტს არის სრულიად ალეგორიული და არ გულისხმობს იმას, რომ მთხრობელი ტყვიის მეშვეობით კლავს თავის ალტერ ეგოს… ეს არის პატარა სპექტაკლი, დადგმა მაყურებლისათვის, რომელიც გვიჩვენებს თუ რა ძნელია მეორე მე-ს მოკვლა… რეჟისორი მას თვითმკვლელობას უთანაბრებს, რითიც გვანიშნებს, რომ ეს თითქმის შეუძლებელია!!!

პოსტის ბოლოს კი… რამოდენიმე საინტერესო ფაქტი და ფოტო(18+)…

***
ბრედ პიტი აპირებდა, დაეზუთხა რამდენიმე რეცეპტი თუ როგორ შეიძლება ბომბის გაკეთება სახლის პირობებში, თუმცა უსაფრთხების მომენტის გათვალისწინებით, ფილმზე მომუშავე პერსონალმა რეალურის გამოგონილით ჩანაცვლება ამჯობინა…

***
მიუხედავად იმისა, რომ ნორტონმა უარი განაცხადა სიგარეტის მოწევაზე ფილმ “Rounders”-ში, სადაც ის მეთ დეიმონთან ერთად მონაწილეობს და სიგარეტზე პოკერსაც კი თამაშობს… მან ამ ფილმისთვის გადადგა ეს ნაბიჯი…

***
იმ სამი პოლიციელის სახელები, რომლებიც ცდილობენ რომ ნორტონის პერსონაჟს .ლე-.ვერი მოაჭრან, შემდეგნაირად ჟღერს: ოფიცერი ენდრიუ, ოფიცერი კევინი და ოფიცერი ვოკერი…
ენდრიუ კევინ ვოკერი კი არის სცენარისტი, რომელიც სცენარითაც არის გადაღებული ფილმი “შვიდი”. ის ასევე, ეხმარებოდა ფინჩერს “თამაში”-ს და “მებრძოლთა კლუბის” გადაღებისას, თუმცა ამ უკანასკნელის სცენარში იმდენად მცირე იყო მისი წვლილი, რომ ‘Writers Guild of America’-ს წესის თანახმად, ფინჩერმა ვერ დააფიქსირა მისი სახელი ტიტრებში… ^__^


შეიძლება ძალიან ბევრს არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ ფილმი ამ კადრით მთავრდება!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

4 Comments so far »

  1.  

    jessie said

    October 4 2011 @ 20:30

    არ შემიმჩნევია მართლა ..ლოოლ

    ფილმში ძალიან ბევრი მომენტია ისეტი, რომელიც დაგაფიქრებს ფილმის ბოლოსკენ და მეორეჯერ ნახვის სურვილს გაგიღვიძებს, პირველად როცა ვუყურე ფილმს ბოლოში ვიყავიშოკში, თუმცა მთელი ფილმის განმავლობაში ყველგან იყო მინიშნებები, რომ ტაილერი არ არსბობდა, თუნდაც ის რომ ნორტონს არსად უნდა ელაპარაკა მაგაზე, თუნდაც ის, რომ ხან ნორტონს და ცან ბრეტ პიტს აქცევდნენ ყურადღებას და ორივეს ერთდ არასოდეს, მაგრამ პ-ირველად ნახივსას მასეთ ნიუანსებს არ აკვირდები და მაგიტომაც მეორეჯერ და მესამეჯერ ნახვაც საჭიროა რომ ჩწვდე სინამდვილეში რა ხდება ^_^

    და ისე ნორტონის პერსონაჟს სახელი ჰქონდა? ^_^ ეს ფაქტი ძალიან მნიშნველოვანია .. აი რამდენჯერ ვუყურე და თან imdb-ზეც არის მოხსენიებული როგორც “The Narrator” – მთხრობელი, ანუ ადამიანს საკუთარი მე როგორც სიეთი არ ჰქონდა და რა დონემდე სჭირდებოდა ტაილერი წარმოიდგინეთ. მარლა იმ მომენტშI რომ არ გამოჩენილიყო , გამოჩნდებოდა რამე სხვა ფაქტორი რომელიც ტაილერს მისცემდა საშუალებას ბოლომდე გამოეჩინა თAვი

    ფილმი იმითაა მაგარი, რომ გეუბნება ერთ ადამიანს როგორ შეუძლია შეცვალოს ყველაფერი, საკუთარი ცხოვრება და სხვისი ცხოვრება და შექმნას ქაოსი ^_^
    მე მომწონს ტაილერის მიდგომა, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მატერიალურზე და რაც იმ გამყიდველს უქნა ძალიანაც სწორი ნაბიჯი იყო.მაგრამ , რათქმაუნდა, მასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმაც არ იყო საჭირო, თუმცა ადამიანს სანამ თავში არ ჩაარტყავ ხომ ვერ გააგიბინებ

    ყოჩაღ!! ძალიან ვისიამოვნე სამივე ნაწილის კითხვით ..ბრავო :)

  2.  

    svani said

    October 4 2011 @ 20:30

    მართალი ხარ, სახელის ამბავზე ყურადღების გამახვილება გამომრჩა, მგონი… : ))
    მადლიობა : )

  3.  

    ბბბ said

    October 6 2011 @ 20:30

    ხოოო
    წიგნი რო გქონდეთ წაკითხული გეცოდინებოდათ რო ნარატორის სახელია ჯეკი და ფილმშიც ჩანს ისეთ ფრაზებში როგორიცაა “მე ვარ ჯეკის გადმონთხეული ნაწლავები” და ა.შ.

    ეაც შეეხება მატერიალიზმთან ბრძოლას ეგ ფინჩერმა საინტერესოდ გადაწყივტა იმიტო რო სინამდვლილეში (წიგნში) ტაილერის მთავარი მიზანია ისტორიის განადგურება ანუ იმ შენობის აფეთქების შემდეგ ნამსხვრევები გაანადგურებდნენ იქვე მყოფ ისტორიის მუზეომს იმიტომ რომ ტაილერი თვლიდა რო წინაპრები დიდი ხნის მკვდარია და ჯობს ჩვებ მომავლით ვიცხოვროდ. იმის თქმა მინდა რო წიგნი საკმაოდ განსვავდება ფილმისაგან და დასასრული კიდე რადიკალურად განსხვავებულია. საერთოდ ფინჩერს უყვარს წიგნის ეკრანიზაციები და ამ ეკრანიზაციებში ორიგინალურისგან განსხვავებული დასასრულის გამოყენება. სწორედ ამას გვპირდება ის “გოგონა დრაკონის ტატუთი”-შიც ანუ ახალ დასასრულს.

  4.  

    svani said

    October 6 2011 @ 20:30

    წიგნი ნამდვილად არ მაქვს წაკითხული, ერთადერთი ვიცი რომ ჩაკ პალანიუკმა ფილმზე თქვა ჩემი რომანის improvement-იაო… : ))

    კი, მსგავსი ფრაზები ბევრჯერ ისმის და ვერაფრით ავხსენი, ახლა კი ყველაფერი გასაგებია… : ))

    ტატუს კი სულმოუთქმელად ველი!!!

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online