დიდი ხნის, უფრო სწორად, ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ვუბრუნდები ბლოგს… გასაკვირი არაა, რომ ძალიან რთული და ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის გარჩევით ვაპირებ თქვენთვის თავის შეხსენებას… და არც იმას უნდა ბევრი ფიქრი, პოსტერის შემხედვარე, თუ რა ფილმზეა საუბარი… დიახ!!! ეს “მებრძოლთა კლუბია”!!! გენიალური რეჟისორის, ჩემთვის, ყველაზე მაგარი ნამუშევარი!!! ხოლო, თქვენ, ვისაც არც პოსტერი გეცნოთ და არც ფილმის დასახელება, სასწრაფოდ მოიმარჯვეთ ინტერნეტი და ‘ჩაუჯექით’… კიდევ ერთი რჩევა, ვინც აწი უნდა ნახოთ, ნუ წაიკითხავთ… : ))

ფინჩერი, რომ ძალიან ძლიერი რეჟისორია, ეს მისი უწინდელი ფილმებიდანაც ნათლად ჩანს. ვგულისხმობ Se7en-ს (1995) & The Game-ს (1997) თუმცა Fight Club, რაც არ უნდა სუბიექტური მეძახოთ, მისი შემოქმედებიდან მაინც ყველაზე გამორჩეულია…

ფილმი მოგვითხრობს ერთ “ლუზერ” სადაზღვეო აგენტზე, რომლის როლსაც ედვარდ ნორტონი ასრულებს… ის ვერ ახერხებს საკუთარი თავის რეალიზაციას, რის გამოც ქრონიკული უძილობის სენი აწუხებს… მაგრამ, სანამ მისი პერსონაჟს ჩავეძიებით და ჩავუღრმავდებით, აღსანიშნავია ისიც თუ როგორი თანმიმდევრობით გვაწვდის რეჟისორი ამ ყველაფერს… როგორ მივდივართ მის უძილობამდე… ფილმს აქვს არაბუნებრივი ქრონოლოგია და სიმართლე გითხრათ, ძალიან მიმზიდველი და ჩამთრევია ხოლმე რეჟისორის ამგვარი მიდგომა ჩემთვის… (მაგალითად “memento”)

Fight Club – იწყება ბოლოდან, თუმცა მისი დასაწყისი ფილმის დასასრულს მაინც არ ემთხვევა… : )) ფინჩერს პირველივე სცენაში შემოჰყავს ფილმის ორი მთავარი გმირი, შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს ანიჭებს “მთხრობლის” როლს და ნელ-ნელა გვაცნობს იმას თუ როგორ მოვიდა ნორტონის გმირი აქამდე…

პირველი მინიშნება ფილმში, მისი სიუჟეტის ტვისტ განვითარებაზე საწყის წუთებშივე არის ჩადებული, როცა ე.წ. “მთხრობელი” ამბობს შემდეგ სიტყვებს: “მე ვიცი ამის შესახებ, რადგან ტაილერმა (ბრედ პიტის პერსონაჟი) იცის ეს…”
ამის შემდგომად კი, მივდივართ იმ უძილობამდე, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით… როცა ადამიანს ძილი აკლია, მისი ტვინი შედარებით ნელა მუშაობს და რაც უფრო ნაკლები გძინავს, მით უფრო ჭირს რეალობის გარჩევა სიზმრისაგან… “ყველაფერი ერთმანეთის კოპიად გეჩვენება…”

ამ სიტყვების თქმა და ბრედ პიტის გაელვება “25-ე კადრში”, თითქმის ერთდროულად ხდება… თუ არ ვცდები, 25-ე კადრის ეფექტს ეძახიან, ისეთ გამოსახულებას, რომელიც წამის მეასედში მიეწოდება ჩვენს ქვეცნობიერს, ხოლო თვალი კი მის ბოლომდე აღქმას ვერ ასწრებს ამ მცირე დროში…

ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს კადრები ფილმში ჩადებულია იმ მომენტის გასაძლიერებლად, რომ ნორტონს ელანდება ბრედ პიტი და ჩვენ ხშირად ვხედავთ მის კადრს, სანამ ტაილერ დერდენს გავიცნობთ, შემდეგ კი არცერთხელ…
ხოლო, ის ტექნიკა თუ როგორ ხდება ფილმში ამგვარი კადრების ჩამონტაჟება, ოდნავ მოგვიანებით, თვითონ მთხრობელის მიერ არის ახსნილი ტაილერ დერდენზე საუბრისას…

to be continued in a near future… (გაგრძელება იქნება და თან ძალიან მალე…)

Comments

comments

Powered by Facebook Comments

5 Comments so far »

  1.  

    ირმის ნახტომი said

    September 6 2011 @ 20:30

    რა მალე დამთავრდა ;/

  2.  

    svani said

    September 6 2011 @ 20:30

    რა დამთავრდა?! O.o

  3.  

    გოდო said

    September 6 2011 @ 20:30

    ბლა ბლა ბლა

    ფილმი არაფერს არ ყვება, ფილმი იმეორებს, რა თმა უნდა რეჟისორს ნოველის სცენარად ქცევის პროცესში რაღაცები შეცვლილი აქვს და ვისაც წიგნი წაუკითხავს იცის, მაგრამ ფილმი იმეორებს მაინც :)

    მოკლედ, რომანი უნდა ახსენო მეგობარო. ასევე კარგი იქნება, თუ ფსიქოლოგიურ ასპექტში, შიზოფრენიის კუთხით გაიაზრებ ამ ფილმს. წარმატებები მომდევნო ნაწილების წერაში :) წაგიკიტხავ ხოლმე, უდაოდ მშვენიერი ფილმით დაიწყე და :)

    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%99_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98

  4.  

    ქეით ალუკარდი said

    September 8 2011 @ 20:30

    ოოოოო სვან დასაჭერი ხარ :/
    ცოტა მეტი დაგეწერა ის ის იყო ჩამითრია მიგვასვი ფაქტიურად :/ მალე გააგრძელე :/ და მეორე ნაწილი უფრო დიდი იყოს რა :დ

  5.  

    jessie said

    October 4 2011 @ 20:30

    ხალხს სულ ვუჩიჩნებდი რომ ამ ფილმში არის ჩადებული 25ე კადრი… და არ სჯეროდათ და მომენტი ვერ დავასკრინშოტე, თუმცა მერე ინტერნეტში ოხრად მაგალითი ვნახე.. ნუ მთლად 25-ე კადრიც არაა, ამ კადრს წესით ვერც უნდა ვხედავდეთ ერალურად და ამ ფილმში კიდე ნათლად ჩანს ბრეტ ბიტი, ყველა შემთვევაში აი ქსეროქსის გადაღებისას კარგად “გაიელვა” და დანარჩენ მომენტებზე მერე გავიგე, მაგიტომაც შემდეგ როდესაც ჩნდება აეროპორტის “მოძრავ ბილიკზე” გიჩნდება გრძნობა, რომ უკვე გყავს ნანახი ეს პერსონაჟი..

    ვსიო გენიალნო ი პროსტა

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online