გუშინ, საქართველოს (რეალურად კი თბილისის) კინოთეატრებში, შედგა დევიდ ფინჩერის ბოლო ნამუშევრის პრემიერა. ფინჩერის ბოლო ფილმს “Gone Girl” ჰქვია, რაც ქართულად როგორც “გაუჩინარებული ქალი”, ისე ითარგმნა. მიუხედავად იმისა რომ “გაუჩინარებული ქალი” ქართულად ცოტა კომიკურადაც კი ჟღერს, Gone Girl არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაზავი დრამის, მისტიკისა და თრილერის…

ფილმის ნახვამდე, ბენ აფლეკის ფაქტორი ძალიან მიშლიდა ნერვებს! პრემიერის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ გენიალურადაა შერჩეული ამ როლისთვის. (რომ ნახავთ, თვითონაც მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ…)
აღსანიშნავია, ასევე როზამუნდ პაიკის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ფილმს ბევრად რეალურს და ემოციებით აღსავსეს ხდის.

რაც შეეხება თვითონ ფილმს, თავიდან ცოტა მოსაწყენი დასაწყისი აქვს. რაღაც მომენტში იმასაც კი ფიქრობ რომ წელს თვით ფინჩერიც აღარ ფინჩერობს, მაგრამ ნელ-ნელა სიუჟეტი იმდენად დაძაბული, საინტერესო და ჩამთრევი ხდება, რომ ეკრანს ვეღარ წყდები. ყურადღების ოდნავ მოდუნებისაც კი გეშინია, რომ რამე საკვანძო მომენტი არ გამოგრჩეს… საუნდტრეკები და მსახიობების თამაში იმდენად დაძაბულ გარემოს ქმნის, რომ ბევრ არცთუ სასაცილო ადგილას, ხითხითი გიტყდება. (მაგრამ არ გიტყდება, პირიქით…)

მთელი ფილმის განმავლობაში ძალიან დაძაბული ხარ. შენს თავში ალაგებ სიუჟეტებს, მინიშნებებს, განვითარებებს, მაგრამ ბოლოს მაინც ისე ხდება, რომ ფინჩერთან და ჯილიან ფლინთან ჭიდილში მარცხდები.

რეალურად კი ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ შენ სუნთქვაშეკრულმა უყურე ფილმს და დარბაზი აპლოდისმენტების გარეშე არ დაგიტოვებია. უფრო მეტიც, მთელი გზა კინოდან სახლამდე, ისევ სცენარს და სიუჟეტს უტრიალებდი და იქამდე ვერ მოისვენე, სანამ ფილმზე პოსტი არ დაწერე!!!

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    შმაგი ჯუმბერი said

    October 13 2014 @ 20:30

    ძალიან საინტერესო სიუჟეტი და მაგარი სცენარი (საინტერესო იქნება თავად წიგნიც) აქვს და მერე ის რომ უძლიერესი დადგმაა (ფინჩერია და მისი მაგარი ქრიუ და ამით ყველაფერი ნათქვამია) ამ რეჟისორისთვის აქამდე სრულიად უცხო და ახალი ქასთით (ტიპაჟები ზედგამოჭრილი, ყველას პერფორმანსი კარგი). ფილმი შეიძლება გაიყოს ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნაწილად, სიუჟეტის მთელი მსვლელობისას კი უამრავჯერაა პირისდაღება და თვალების გადმოცვენა WTF-მომენტი, რომელთაც საკაიფო ემოცია მოაქვს დასასრულამდე! მოკლედ ვნახოთ რა კინოჯილდოებისთვის იბრძოლებს ჯერ-ჯერობით ამა წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი.

  2.  

    Kate said

    October 14 2014 @ 20:30

    მე ისე მაინტერესებს ეს ფილმი. აუცილებლად უნდა წავიდე.

    ბენ ეფლექს მეც ყოველთვის ალმაცერად ვუყურებ. მისი მაქსიმუმი ჩემთვის იყო უილ ჰანტინგში, რომელიც გამოსვლისთანავე ვნახე.

    ტერენს მალიკმა რომ მიიპატიჟა როლზე, ნერვები მომეშალა. თუმცა, ფილმი მაინც მომეწონა. ალბათ იმიტომ, რომ მალიკი მიყვარს <3

  3.  

    svani said

    October 14 2014 @ 20:30

    გამიკვირდა თავიდან მალიკი რომ ახსენე… არ ვიცოდი აფლეკს და ტერენსს თუ რამე საერთო ჰქონდათ. მაგ რეჟისორმა სულ გაუბერა ბოლოს : (((

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online